1 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) დაიწყო ბუნებრივი გაზის მიწოდება სლოვაკეთის უმსხვილესი სახელმწიფო ენერგეტიკული მიმწოდებლის SPP-ისთვის.

ამის შესახებ SOCAR იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზის მიწოდება თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება SOCAR-სა და SPP-ს შორის დადებული მოკლევადიანი საპილოტე ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანიები მიზნად ისახავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარებას.

ამ გაზის მიწოდების წყალობით, სოკარი აგრძელებს საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციას. ამრიგად, სლოვაკეთი გახდა მეთორმეტე ქვეყანა, რომელმაც მიიღო აზერბაიჯანული გაზი თურქეთთან, საქართველოსთან, იტალიასთან, საბერძნეთთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, უნგრეთთან, სერბეთთან, სლოვენიასთან, ხორვატიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად.