ახალი ამბები

სხვა სიახლეები
რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ ტურისტულ სააგენტოებს ოკუპირებულ აფხაზეთ...

როგორც რუსული მედია იუწყება, ტურების გაყიდვა ოკუპირებულ აფხაზეთში იქამდე იქნება აკრძალული, ვიდრე რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება არ იქნება რატიფიცირებული.„ვიდრე აფხაზები იმ ნორმების დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან, რასაც მათი პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა, აფხაზეთის ბიზნესთან „აღმზრდელობითი სამუშაო“ ჩატარდება, ისინი რუსეთიდან ტურისტულ ნაკადს დაკარგავენ, რაც აფხაზეთის შემოსავლის ძირითადი წყაროა“. - განუცხადა Gazeta.ru-ს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არტურ მურადიანმა.მურადიანის თქმით, ეს აკრძალვა იმ მომენტიდან მოქმედებს, როდესაც აფხაზეთის პროტესტები დაიწყო და 2024 წელს „მისი გაუქმება მოსალოდნელი არ არის“. ამასთანავე, თუ ტურისტი ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი ინიციატივით წავა, ამას ვერავინ აკრძალავს.ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ნოემბერს აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის, პარლამენტის და მთავრობის სასახლეებში შეიჭრნენ და განაცხადეს, რომ ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადააყენეს. თავად ბჟანიამ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შემდეგ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ „თანამდებობას“ ტოვებს. რიგგარეშე „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი წლის 15 თებერვალს ჩატარდება.imedinews.ge

1734177795

უამინდობის გამო 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და...

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბილეთის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ და რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში.“ძვირფასო მგზავრებო! უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო,წიფის,მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები.უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები. საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს. აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებ გვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.

1734175410

საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“ - მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა. ოთხეულის მთავარი ამოცანა იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“. მოძრაობა პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, თავს ესხმოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩსაც. მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის - საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.

1734174501

დუგლას ლაქსტონი - ქვეყანაში გრძელვადიანად არის შენარჩუნებული მიზნობრივ...

ლაქსტონმა ხაზი გაუსვა, რომ განვითარებადი ქვეყნების ნებისმიერი ცენტრალური ბანკი, რომელსაც დოლარიზაციის ისტორია აქვს, ინფლაციის მართვისას ყურადღებით უნდა იყოს და განსაკუთრებით იფრთხილოს, რომ ინფლაციური მოლოდინები არ გაიზარდოს.„ქვეყანაში გრძელვადიანად არის შენარჩუნებული მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია და ფასების სტაბილურობა, საქართველო ძალიან მაგარ ფორმაშია“, - აღნიშნა დუგლას ლაქსტონმა.შეგახსენებთ, რომ  უკვე ზედიზედ 20 თვეა, საქართველოში მიზნობრივ ინფლაციაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.ეროვნული ბანკის ორგანიზებით ჩატარებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის მიზანი, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების ანალიზი იყო. ღონისძიებაში ქართველი და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მონაწილეობდნენ.

1734098153

ათანასიოს ორფანიდისი: ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად საქართველოში ფ...

"ფასების  სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცალსახადაა გაწერილი, რაც მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. სებ-ი ერთ-ერთი პირველი ცენტრალური ბანკი იყო, რომელიც სწორად მოიქცა და გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა.  ეს კარგი ნაბიჯი იყო“, - განაცხადა ათანასიოს ორფანიდისმა. კვიპროსის ცენტრალური ბანკის ექს-პრეზიდენტი საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის - ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ ფარგლებში იმყოფებოდა. როგორც მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,  გაურკვევლობით სავსე სამყაროში დროულია მსჯელობა, თუ როგორი ტიპის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოებს შეუძლია დაეხმაროს ცენტრალურ ბანკებს სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებაში. "არსებული პრაქტიკის შესწავლა და ცვლილებების ხედვებზე მუშაობა ძალიან კარგი სავარჯიშოა სამომავლოდ პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად ამუშავებს ჩარჩოს, რომელიც სწორედ ამ ისტორიულ გაკვეთილს ეყრდნობა და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორმა.

1734096961

ის, რაც ლართან დაკავშირებით Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ბოლო პერი...

მისი თქმით, მართალია, ქვეყანაში რთული პოლიტიკური ფონია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენდა.„ის, რაც ლართან დაკავშირებით ხდება Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე წმინდად აჟიოტაჟური ფონია. არა იმიტომ, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგში გვაქვს, იმიტომ, რომ ეს პარამეტრები ჯერ ლარის კურსზე გადაცემას ვერ მოასწრებდა. დღევანდელი მდგომარეობით, Bloomberg-ზე ის მდგომარეობა, რასაც ვხედავთ, გამოწვეულია აჟიოტაჟური მოთხოვნით, რომელიც როგორც წესი, ჩვენს სავალუტო ბაზარს ახასიათებს. მე ყოველთვის ვეუბნები სავალუტო ბაზრის მონაწილეებს, რომ  როგორც წესი ასეთ დროს უფრო  ხშირად ზარალდება სავალუტო ვაჭრობის მონაწილე, ვიდრე ის გარკვეულ „ჰეჯირებას“ ახდენს.რა თქმა უნდა, ეს აჟიოტაჟი კურსზე ტექნიკურ წნეხსაც ახდენს“,- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8512 ლარი გახდა.commersant.ge

1734095746