საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ უკრაინამ, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა ტერიტორიების დაკარგვა აღიაროს. ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ კიევი არ აღიარებს საკუთარ ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა შეიძლება აღიაროს, რომ ისინი სამხედრო აგრესიით ომის დროს დაკარგა.

„ქვეყანას სამშვიდობო ზავის ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში შეუძლია ტერიტორიები აღიაროს დაკარგულად ან გაყინულად. ის არ აღიარებს ამ ტერიტორიებზე სხვის იურისდიქციას, მაგრამ აღიარებს, რომ ისინი სამხედრო გზით დაკარგა“, - განაცხადა მაკრონმა.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე მან ასევე თქვა, რომ რუსეთი უკრაინას არა მშვიდობას, არამედ კაპიტულაციას სთავაზობს, პარტნიორებმა კი კიევს უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა მისცენ.