ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაზრდის გეგმებზე ისაუბრა.

ამის შესახებ ყაზახური მედია იტყობინება.

ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ერლან აკენჟენოვმა განაცხადა, რომ ზრდა წელს იგეგმება:

„თუ გასულ წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 1,4 მილიონი ტონა გადავიტანეთ, 2025 წელს დაახლოებით 1,7 მილიონი ტონა გადავიტანეთ. ბოლო 6 თვის განმავლობაში ამ მარშრუტით დაახლოებით 800 ათასი ტონა გადავიტანეთ. სამუშაოები გრძელდება, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ალტერნატიული მარშრუტია“.