რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალა. ინფორმაციას რუსული მედია მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ბენზინის ექსპორტი, მათ შორის, საწარმოო კომპანიებისთვისაც 31 აგვისტომდე აიკრძალა. მანამდე აკრძალვა მხოლოდ ტრეიდერებს, შუამავლებსა და ნავთობბაზებს ეხებოდა.

აღნიშნული ზომა მაღალი მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პირობებში შიდა ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მიიღეს.

„ექსპორტის აკრძალვის გამკაცრება მაღალი სეზონური მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი,“ - წერს მთავრობა.