საქართველოში თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია დაფუძნდა
ასოციაციის ინფორმაციით,
ეს არის მცირე და საშუალო
ბიზნესსუბიექტების
გაერთიანება, რომლებიც
აღიარებენ თავისუფალ
საბაზრო ეკონომიკას,
მოქმედებენ
დამოუკიდებლობის მაღალი
ხარისხითა და სწამთ
ბიზნესში ჯანსაღი
კონკურენციის, როგორც
განვითარების უმთავრესი
სტიმულატორის.„ასოციაცია,
უპირველეს ყოვლისა, მასში
გაერთიანებული
სუბიექტების ინტერესების
დაცვის მიზნით, შეეცდება
გამოიტანოს სააშკარაოზე,
ბიზნესის წარმოებისათვის
ხელისშემშლელი
გარემოებები, მათ შორის
რეგულაციები და მათი
ზემოქმედების ფაქტობრივი
უარყოფითი შედეგები, რამაც
არ უნდა მისცეს საშუალება
ხელისუფლებას ლამაზი
დაპირებებისა თუ
კეთილშობილური მიზნების
საფარქვეშ იმოქმედოს
ბიზნესის თავისუფლების
დასაზიანებლად, ნებსით თუ
უნებლიედ შეზღუდოს
კონკურენცია და
დაამკვიდროს ბაზარზე
ცალკეულ მოთამაშეთა
ხელოვნური დომინირება“, -
აცხადებენ
ასოციაციაში.ამასთან,
მათივე განმარტებით,
გრძელვადიანი ეკონომიკური
ზრდისა და კეთილდღეობის
ქვაკუთხედი საბაზრო
ეკონომიკა და შესაბამისად
თავისუფალი ბიზნესია,
თუმცა, „უკანასკნელი
წლების განმავლობაში
ვხედავთ ტენდენციას,
როდესაც მთავრობა
სხვადასხვა სახის
რეგულაციებითა თუ
განცხადებებით უხეშად
ერევა ბიზნესის
საქმიანობაში“.„ბიზნესის
შეზღუდვის ეტაპობრივი
ზრდა კი საგანგაშოა
მთლიანად ეკონომიკისთვის,
რამაც, შესაძლოა, შეანელოს
ქვეყნის განვითარება.
სწორედ არსებული
ტენდენციის საპასუხოდ,
„თავისუფალ ბიზნესთა
ასოციაცია “ იქნება
ბიზნესის ხმა, რომელიც
იმუშავებს მათი
ინტერესების დასაცავად,
ასევე ხელს შეუწყობს
საზოგადოებაში
მეწარმეების მიმართ
პოზიტიური განწყობის
ფორმირებასა და
დამკვიდრებას, ხელს
შეუწყობს ჯერ კიდევ
საბჭოთა ეპოქიდან
გამოყოლილი სტერეოტიპების
მსხვრევას და წარმოაჩენს
ბიზნესის მნიშვნელოვან
როლს საზოგადოების
კეთილდღეობის შეუქცევად
ზრდაში“, - აღნიშნავენ
ასოციაციაში.„სამწუხაროდ,
ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში,
სადაც ბიზნესს
ყოველდღიურად უფრო და უფრო
მეტი პრობლემა ექმნება,
დაწყებული გაუაზრებელი და
ბიზნესსაქმიანობისთვის
ხელისშემშლელი
რეგულაციებიდან,
გაგრძელებული ბიზნესში
უხეში ჩარევებით. ჩვენ
ვეცდებით, ქართული
ბიზნესის საჭიროებებსა და
პრობლემებზე ღიად
ვისაუბროთ და ყველას
გავაგებინოთ, რომ
თავისუფალი ბიზნესის
გარეშე განვითარებული
ეკონომიკები არ იქმნება“, -
განაცხადა ასოციაციის
ერთ-ერთმა დამფუძნებელმა
პაატა
ბაირახტარმა.„თავისუფალ
ბიზნესთა ასოციაციის“
დირექტორის, ნოდარ
სირბილაძის თქმით კი,
ასოციაციის მხრიდან
ბიზნესის მხარდაჭერა
მრავალფეროვანი
აქტივობებით იქნება
წარმოდგენილი.„თავისუფალ
ბიზნესთა ასოციაცია“
იმუშავებს შესაბამის
კვლევებზე, რომელიც ნათლად
წარმოაჩენს ბიზნესის
შეზღუდვის მცდარობას,
გარდა ამისა, აქტივობები
იქნება მიმართული ამა თუ იმ
ბიზნეს სექტორის
საქმიანობის
პოპულარიზაციისკენ, ასევე
ბიზნესის შესახებ
საგანმანათლებლო
კონტენტის შექმნისკენ.
ჩვენ გვჯერა, რომ არსებულ
რეალობაში აუცილებელია
თავისუფალი ბიზნესი იყოს
ერთიანი, რათა მათი პოზიცია
ხმამაღლა ისმოდეს
საზოგადოებაში. თუკი ასე არ
მოხდა, სავარაუდოა, რომ
მათი შეზღუდვები უფრო
მასშტაბურ სახეს მიიღებს“,
- აცხადებს „თავისუფალ
ბიზნესთა ასოციაციის“
დირექტორი ნოდარ
სირბილაძე.ასოციაციის
ინფორმაციით, მათი კარი ღია
იქნება ყველა იმ
ბიზნესისთვის, ვისაც
მხარდაჭერა სჭირდება ან
უბრალოდ იზიარებს
თავისუფალი ბიზნესისა და
თავისუფალი ბაზრის
პრინციპებს“.„ჩვენ
აქტიურად ვიმუშავებთ
ცალკეულ დარგებთან მათი
პრობლემების
მოსაგვარებლად.დაინტერესებისა
და ასოციაციაში
გაწევრიანების სურვილის
შემთხვევაში, შეგიძლიათ
დაგვიკავშირდეთ ტელეფონის
ნომერზე : 510 10 40
40.შემოგვიერთდით“, - ამბობს
ბაირახტარი.
1773304320