საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით ფერმერები წელს დაახლოებით 50 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ აღნიშნა, რომ წელს თხილის უკეთესი მოსავალი იქნება.
„დაახლოებით 5 დღეა მოსავლის დაბინავება დაიწყო. ჯერ ხარისხზე საუბარი ნაადრევია, რადგან პირველი თხილი ამ მომენტისთვის უკვე გაშრა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შედარებით უკეთესი მოსავალი იქნება, ვიდრე შარშან იყო.
რაოდენობრივად ასევე პოზიტიურად ვართ განწყობილი. ველოდებით, რომ წელს მოსავალი დაახლოებით 5-10%-ით მეტი იქნება, ვიდრე გასულ წელს, დაახლოებით, 50 ათასს ტონაზე ავა. მსოფლიო ბაზარზეც პოზიტიური ტენდენციაა და ველოდებით, რომ კარგი სეზონი გვექნება“, - აღნიშნა ჭითანავამ.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით ფასი გაზრდილია. კერძოდ, ამ დროისთვის 1 კგ. თხილის ფასი 4 ლარიდან 6-ლარამდე მერყეობს. თუმცა, ფასი დამოკიდებულია ხარისხზე