ბაზისბანკის მიერ განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებშისაქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივითახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით„ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ გუნდური კონკურსი იმართება.

კონკურსის მიზანია, ახალ თაობაში ფინანსური განათლების გავრცელების წახალისება, ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გასავრცელებელი იდეების ინიცირება და საგანმანათლებლო მასალების შექმნა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-25 წლამდე,2-7 წევრისგან დაკომპლექტებულ გუნდებნამუშევრების მიღება 12 აგვისტოდან - 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსის ფინალური ეტაპი კი 17 ოქტომბერს გაიმართება, რომელზეც ჟიური 3 გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს.

კონკურსში მონაწილე თითოეულმა გუნდმა უნდა აღწეროს და წარმოადგინოს მისი თაობის შერჩეულ სეგმენტზე ფინანსური განათლების საკითხების ეფექტურად სწავლების იდეები და აქტივობებიახალგაზრდებშიფინანსური განათლების გასავრცელებ.

ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მოცემულ გვერდზე.