ადგილ, სადაც ერთი შეხედვითაც იგრძნობა, თუ როგორ იზრუნეს მისმა შემქმნელებმა თითოეულ დეტალზე. სწორედ ასეთი სივრცეა საოჯახო რესტორანი დელიჩე, რომელიც სტუმრებს ნამდვილი ოჯახური გემოებითა და თბილი ატმოსფეროთი მასპინძლობს.

კაფე-რესტორანი, რომელიც თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის #65-ში მდებარეობს, სულ რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა და უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებელი.

ინგრედიენტების შერჩევიდან დაწყებული,დეტალების დიზაინით დამთავრებული, აქ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბრენდის ღირებულებებია ოჯახური ატმოსფერო, სითბო და დეტალებზე ზრუნვა, რაც დელიჩეს დამფუძნებლების, ელენე ვაშაძისა და სალომე კვინიას ხანგრძლივი მეგობრობის და საკუთარი საქმის განსაკუთრებული სიყვარულის შედეგია.

“დელიჩე ჩვენი საერთო გატაცების და დიდი ხნის ნატვრის შედეგია. ორივეს ყოველთვის გვიყვარდა ოჯახური სამზარეულო – ის სითბო, სუფრასთან შეკრების ტრადიცია და ნამდვილი გემო, რაც ბავშვობიდან მოგვყვება. იდეა გაჩნდა სწორედ იმ სურვილიდან, რომ შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანები თავს ისე იგრძნობდნენ, თითქოს ბებიის სამზარეულოში ისხდნენ – მყუდროდ, სურნელოვან გარემოში, თბილ მასპინძლობასთან და გულით მომზადებულ საჭმელთან ერთად.”

დელიჩეს შექმნა ნულიდან დაიწყო - იდეიდან პრაქტიკულ აღსრულებამდე არცერთი ნაბიჯი მარტივი არ ყოფილა. პირველ რიგში, საჭირო იყო სწორი ლოკაციის მოძებნა, შემდეგ კი სივრცის მოწყობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა ტექნიკის, ავეჯისა და სამზარეულოს ინვენტარის შერჩევა. დამფუძნებლებმა სწორედ ამ დროს მიმართეს პროკრედიტ ბანკს.



“როდესაც იდეიდან რეალურ სივრცეში გადმოსვლა გადავწყვიტეთ, ზუსტად ვიცოდით, რა გვჭირდებოდა, თუმცა ეს ყველაფერი მნიშვნელოვან საინვესტიციო რესურსს მოითხოვდა. ჩვენი მიზნების რეალობად ქცევისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა პროკრედიტ ბანკის ფინანსური მხარდაჭერა. მთელი პროცესის განმავლობაში ვგრძნობდით, რომ მარტო არ ვიყავით და ეს პარტნიორობა სტაბილურობის განცდას გვაძლევდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალბედა ბიზნესისთვის.”

ახლა, როცა რესტორნის გახსნასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები უკვე გადალახულია, დამფუძნებლების კონცენტრაციამ ხარისხის შენარჩუნებაზე, ასორტიმენტის ზრდასა და სერვისების განვითარებაზე გადაინაცვლა.

“დელიჩეს შექმნისას მთავარი მიზანი იყო ოჯახური სითბოსა და ნამდვილი გემოების შექმნა. დღეს, როცა ეს იდეა უკვე რეალობაა, ვგეგმავთ, რომ სივრცე გავაფართოვოთ - როგორც ფიზიკურად, ისე შინაარსობრივად. ერთ-ერთი მთავარი სამომავლო მიზანია მენიუს ეტაპობრივი გაფართოება ახალი, სეზონური და უფრო მრავალფეროვანი კერძებით, ასევე - ადგილობრივი პროდუქტების მეტად გამოყენება. გვინდა, რომ დელიჩე გახდეს ადგილი არა მხოლოდ სადილისთვის, არამედ – ყოველდღიური პატარა სიხარულისთვის, იქნება ეს დილის ყავა, მეგობრებთან შეკრება თუ მარტივად – თბილი ატმოსფერო.”

თანამედროვე საბაზრო მოთხოვნებთან სრული ადაპტაციისთვის დელიჩე ციფრულ განვითარებასაც უთმობს ყურადღებას - მალე საოჯახო რესტორანი ონლაინ შეკვეთებს მიიღებს; გეგმაშია ჯავშნების სისტემის დანერგვაც.

წინ კიდევ დიდი მიზნებია, რომლების განხორციელებასაც გუნდი იგივე მონდომებითა და სიყვარულით აპირებს, როგორც ახლა დელიჩეს ნამდვილი ოჯახური გემოები იქმნება.