ანკარაში აშშ-ის ელჩმა, სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, თომას ბარაკმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე მადლობა გადაუხადა კატარს თურქეთის გავლით სირიისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების დაფინანსებისთვის.

„2 აგვისტოდან თურქეთის გავლით მოწოდებული აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უზრუნველყოფს 800 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რაც 5 მილიონ სახლს გაანათებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სიტუაციის მოგვარებისა და კრიტიკულ მომენტში სტაბილურობისკენ“, - წერს დიპლომატი.