სებ-მა „სილქ ბანკი“ დააჯარიმა. როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განხორციელდა კომერციული ბანკი სს „სილქ ბანკი“-ს დაჯარიმება 20 000  ლარის ოდენობით.

კერძოდ, შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის შემთხვევის გამო.