ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ  Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ფულადი გზავნილები 2025 წელს 3.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

"სებ-ის მიხედვით, 2025 წლის ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად 13.0%-ით გაიზარდა 337.0 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 12.2%- იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+16.2%, მთლიანის 46.1%, რომელზეც პოზიტიურად იმოქმედა ევროს გაცვლით კურსის გამყარებამ აშშ დოლარის მიმართ), აშშდან (+21.1%, მთლიანის 18.1%), ყირგიზეთიდან (+44.0%, მთლიანის 3.4%), ისრაელიდან (+11.0%, მთლიანის 7.1%) და თურქეთიდან (+9.4%, მთლიანის 3.0%). ამასთან, ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-0.5%, მთლიანის 13.4%) და ყაზახეთიდან (-17.7%, მთლიანის 2.6%)", - ნათქვამია ინფორმაციაში.