გალტ & თაგარტის 11–15 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან მხოლოდ ერთის – Georgia Capital–ის საბაზრო კაპიტალიზაცია გაიზარდა, წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 77.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.90% წინა კვირასთან შედარებით და +8.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 240 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.90 - 81.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.99% წინა კვირასთან შედარებით და -6.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 443 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.95 - 48.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 75 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 23.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.38% წინა კვირასთან შედარებით და +14.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 615 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.15 - 25.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 83 ათასი აქცია შეადგინა.