ახალი ამბები ბიზნესი ფინანსები ეკონომიკა ენერგეტიკა საზოგადოება მსოფლიო ჯანდაცვა რეიტინგი ელ-ვერსია გალერეა ბლოგი
ახალი ამბები
ბიზნესი
ფინანსები
ეკონომიკა
ენერგეტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
ჯანდაცვა
რეიტინგი
ელ-ვერსია
გალერეა
ბლოგი
მეტი
ელ-ვერსია
ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #624

  https://www.slideshare.net/BFM2015/bf-624  

1611572797

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #612

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-612  

1605609169

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #616

  https://www.slideshare.net/BFM2015/bf-616  

1605607895

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #615

  https://www.slideshare.net/BFM2015/bf-615  

1605604799

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #614

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-614  

1605604263

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #613

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-613  

1605601787

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #609

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-609

1601295903

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #595

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-595

1593092484

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #594

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-594

1593092286

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #593

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-593

1593092047

ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...

1794472543 • ენერგეტიკა

aversi
ყველაზე კითხვადი

ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...

1793609291

ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...

1794472543

ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...

1793351751

აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...

1794207787

ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...

1793261587

ენერგეტიკა

1794472543

ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...

მისი განმარტებით, კარგად რომ გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე, „საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” წინაშე უნდა დაისვას მთელი რიგი კითხვები, რომლებზე პასუხებიც დროულად უნდა მიიღოს საზოგადოებამ და შემდგომ განსაჯოს, რამდენად აუცილებელია და რამდენად სამართლიანი იქნება ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხარებლო ტარიფების “გადახედვა”.თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის სქემაში, უკვე წლებია, სრულიად არაბუნებრივად არის ჩართული რამდენიმე საშუამავლო კომპანია.“მე მივესალმები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ელექტროენრგიის იმპორტის სქემიდან საშუამავლო კომპანიების “ჩახსნის” თაობაზე. მაგრამ აქვე მიჩნდება კითხვა - თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიღებულია ელექტროინერგიის იმპორტის კონტექსტში, რატომ არ უნდა გავრცელდეს იგივე მიდგომა ბუნებრივი აირის იმპორტის შემთხვევაში? - მით უფრო, რომ ბუნებრივი აირის იმპორტიდან ამ ზედმეტი რგოლების ამოყრის შემთხვევაში (ელექტროენერგიის კონტექსტიდან განსხვავებით), რეალური შანსი ჩნდება, რომ ამ ნაბიჯმა ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასის შემცირებაც კი გამოიწვიოს.  და, რაც პირველ  რიგში კიუნდა გაუქმდეს  მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მიერ   შეგნებულად არასწორად გამოცემული, 2008 წლის 24 ივლისის #73 ბრძანება ბუნებრივი აირის დერეგულაციაზე, რამაც გამოიწვია საშუამავლო კომპანიების გაჩენა.გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია გაცვლითი კურსის კონტექსტიც - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კურსზეა დათვლილი ბუნებრივი აირის დღეს მოქმედი ტარიფი და რა კურსზე გეგმავს სემეკი მის დათვლას 2027 წლიდან, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სავალუტო ტაბლოზე 1 დოლარის ფასი მაქსიმუმ  2,6 ლარია, სავალუტო რეზერვები ისტოიულ მაქსიმუმამდეა შევსებული და არც ეროვნული ბანკი ელის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.მიმაჩნია, რომ ამ  სამი  უმნიშვნელოვანესი კომპონენტის გათვალისწინება აუცილებელია და სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასის შემცირების  ტენდენციაც დაფიქსირდება”, - აცხადებს ენერგეტიკოსი.“არანაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნევ დედაქალაქში წყლის არსებული ტარიფის საკითხსაც და აქაც ვხედავ მისი გაიაფების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. მანამდე კი პასუხები უნდა მივიღოთ შემდეგ კითხვებზე:ა) რამდენ ლარს შეადგენს დედაქალაქისთვის “ჯივიპის” მიერ მიწოდებული წყლის თვითღირებულება და რა მეთოდით (ფორმულით) ხდება მისი გამოთვლა?ბ) მიმიდინარე მომენტისთვის შესრულებული აქვს თუ არა “ჯივიპის” უკლებლივ ყველა საინვესტიციო ვალდებულება (მათ შორის,  პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის 245 განკარგულებით განსაზღვრული 100 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია?გ) ფიქრობს თუ არა სემეკი რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების შემთხვევაში, დაინერგოს ყველა ტიპის მომხმარებელთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების პრაქტიკა, სადაც დაწვრილებით იქნება გაწერილი ის ვალდებულებები, რაც გამანაწილებელ კომპანიებს (პრაქტიკულად ბუნებრივ მონოპოლისტებს) დაეკისრებათ პროდუქტის მიწოდების წყვეტის ან/და მისი არსაათანადო  კონდინციით მიწოდების დადგენილ შემთხვევებში”? - კითხულობს ენერგეტიკოსი.თემურ ჭიჭინაძის განცხადებით, მან ამ და კიდევ სხვა კითხვებით უკვე მიმართა როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ისევე სემეკს, და “თელასს” და მათგან პასუხების მიღების კვალდაკვალ გეგმავს გაასაჯაროვოს მისი მიგნებები, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადასადგმელი საიმისოდ, რომ ბუნებრივი აირზე სამომხმარებლო ფასები შემცირდეს და ასევე გაიაფდეს წყალი დედაქალაქში. ამ ორ პროდუქტზე ფასის შემცირების შესაძლებლობა რეალურია”, - ამბობს ენერგეტიკოსი.იგი ასევე განმარტავს, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებლად გადასაჭრელ საკითხად მიაჩნია, სამივე მიმართულებით (ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი) კომპანიების დედაქალაქის მომხმარებლებთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება.“ასეთ შემთხვევაში, მოისპობა ის მახინჯი პრაქტიკა, როცა მომხმარებელი ცალმხრივად არის ვალდებული გადაიხადოს მიწოდებული პროდუქტის დადგენილი ღირებულება, ხოლო კომპანიები არაფრით არიან მათ წინაშე ვალდებულნი, პროდუქტის მიწოდების წყვეტის, ან უხარისხო პროდუქტის მიწოდების (რასაც შინამეურნეობების მთელი რიგი მნიშვნელოვანი დაზიანებების გამოწვევა შეუძლია) შემთხვევებში.ენერგომატარებლებით მოსახლეობის უზრუნლყოფის საქმეში ინდივიდუალური /პირდაპირი/ ხელშეკრულებების ვალდებულების პრაქტიკის დანერგვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტს ცალსახად გააუმჯობესებს და ეს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო მოთხოვნილი სემეკის მხრიდან”, - მიაჩნია თემურ ჭიჭინაძეს.“ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სადღეისოდ კი კიდევ ის არის, რომ აუცილებლად და გადაუდებლად უნდა განხორციელდეს ობიექტური სახელმწიფო და საზოგადოებრივი მონიტორინგი, კომპანიათა მხრიდან საინვესტიციო  ვალდებულებების შესრულებაზე, რათა მოსახლეობა არ ენერგომატარებლებზე უსასრულოდ არ იხდიდეს იმ უსამართლო  ტარიფებს, რაც წინა ხელისულებამ (ნოღაიდელი, ხეთაგურის  (თვით)შემოქმედებით) დაგვიდგინა“, - დასძენს ენერგეტიკოსი.commersant.ge

1794217638

ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს შეძლებული ოჯახები...

„ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოჰყვა და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და ცალკეულმა ვაი-ექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები.შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირე რაოდენობას მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ., რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები არიან, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირით ან ასე შემდეგ, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი.ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები“, – თქვა ნარმანიამ.პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სემეკი უფლებამოსილია 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით.

1793869928

"რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის...

მისივე თქმით, აბსოლუტურად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით.„თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება. ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

1793798467

SOCAR-ი და „ყაზმუნაიგაზი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნა...

3 ნოემბერს SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი „ყაზმუნაიგაზის“ მმართველობის თავმჯდომარეს, ასხათ ხასენოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა 2024 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა შეაფასეს და ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვის გავლით, აქტაუს პორტიდან ტანკერებით ბაქოში გადააქვთ, საიდანაც ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ჯეიჰანის პორტამდე მიეწოდება.SOCAR-სა და „ყაზმუნაიგაზს“ შორის ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ძირითადი შეთანხმება 2022 წელს გაფორმდა. 2024 წლის მარტში მხარეებმა მიწოდების ეტაპობრივად გაზრდის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების მოცულობის წლიურად 2.2 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული.SOCAR-ის ინფორმაციით, 2026 წლის მარტისთვის აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის ჯამურმა მოცულობამ 4 მილიონ ტონას მიაღწია.

1793788236

„რუსულ აქტივებზე მონადირე“ - „ლუკოილის“ უცხოურ ქონებას ახალი მყიდველი...

„როიტერის“ ცნობით, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, გარიგება შესაძლოა უახლოეს კვირებში დასრულდეს. გეგმა რუსული კომპანიის გაყინული ფასიანი ქაღალდების - ამჟამად დასავლელი ინვესტორების საკუთრებაში არსებული - მის უცხოურ აქტივებზე გაცვლას გულისხმობს. ამის გასაადვილებლად, კონსორციუმმა უკვე შეიძინა მილიარდობით დოლარის ღირებულების ეს ფასიანი ქაღალდები დაახლოებით ათი ამერიკული და ბრიტანული საინვესტიციო ფონდისგან.კონსორციუმში ასევე შედიან ინვესტორები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან - „საერთაშორისო ჰოლდინგ კომპანია“ და „ალ ჰაილ ჰოლდინგი“, ასევე სირიელ-კატარელი ინვესტორები, ძმები მუტაზ და რამეზ ალ-ხაიატები და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია.„ლუკოილის“ უცხოური პორტფელი, რომელიც მოიცავს ნავთობის საბადოებს, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, თავდაპირველად 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.შემოთავაზებული გარიგების სტრუქტურა გულისხმობს აქციების დეპოზიტარულ ანგარიშზე განთავსებას, რითაც თავიდან აცილებულია ლუკოილში პირდაპირი გადარიცხვა. ამ პირობამ ხელი შეუწყო შეთავაზების წინსვლას მას შემდეგ, რაც წინა წინადადებებმა ვერ მიიღო აშშ-ის ხელისუფლებისგან დამტკიცება.შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა "ჩელსი" ტოდ ბოელის ხელმძღვანელობით შექმნილ კონსორციუმს მიჰყიდა.ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში ამერიკელმა ბიზნესმენმა ტოდ ბოელმა "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა.„ჩელსის“ თავმჯდომარედ მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც კლუბის ნათელი მომავლის უზრუნველყოფაში მონაწილეობდა, მათ შორის პრემიერ ლიგას, სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, "ჩელსის" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს, ასევე ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს.ვაფასებდი კლირლეიქსა და კლუბის სხვა მფლობელებთან პარტნიორობას, ასევე ერთობლივ გადაწყვეტილებებსა და ინვესტიციებს, რომლებიც "ჩელსის" როგორც ამჟამინდელი, ისე გრძელვადიანი წარმატების მხარდასაჭერად განხორციელდა.დარწმუნებული ვარ, რომ კლირლეიქის ხელმძღვანელობით "ჩელსი" მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის კარგად იქნება მომზადებული", - განაცხადა ბოელმა.კლუბის ინფორმაციით, Clearlake Capital Group-ის შვილობილი კომპანიები ტოდ ბოელის წილს შეიძენენ.