ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #609


„კონსპექტები“ თიბისი განათლების ახალი საკომუნიკაციო მულტიმედია ფორმატია, რომლის მიზანიც ტექნოლოგიური განათლების, დასაქმების მიმართულებით აქტუალური თემების განხილვა, რთული იდეების მარტივად ახსნა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.პროექტის ფარგლებში აუდიტორია მიიღებს ცოდნას პოდკასტების, ბლოგებისა და სხვა მოკლე ფორმატების საშუალებით - განათლებისა და კარიერის სფეროში არსებულ სიახლეებზე, ტრენდებსა და მომავალ ცვლილებებზე: როგორ მოვერგოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რა უნარები დაგვჭირდება მომავალ პროფესიებში და როგორ შევცვალოთ საკუთარი მიდგომები, რომ თანამედროვე სამყაროს ტემპს ავყვეთ და სხვა.პოდკასტის წამყვანია ლიზი ქათამაძე, ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ექსპერტ სპიკერებთან ერთად გაერკვევა ტექნოლოგიებსა და სირთულეებში, მიღებულ ცოდნას კი აუდიტორიისთვის დააკონსპექტებს და მარტივი ფორმით გაუზიარებს.პირველი ეპიზოდის სტუმარია მედეა ტაბატაძე, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, რომელიც ისაუბრებს თემაზე — „როგორ ცვლის AI სამუშაო ბაზარს“.ტექნოლოგიურ პროგრესს, უამრავ ახალ შესაძლებლობასთან ერთად, ბევრი პასუხგაუცემელ კითხვაც მოაქვს. თიბისის მიზანია ამ სწრაფად ცვალებად რეალობაში განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაეხმაროს, გაამარტივოს რთული თემები და მისცეს საჭირო მიმართულება მომავლის არჩევისას.გამოიწერე თიბისის YouTube არხი და დაელოდე კონსპექტების პირველ ეპიზოდს.თიბისისთვის, განათლების გზით, განვითარებაზე და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბრენდი მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინოვაციურ ფორმატებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს ცოდნისა და ტექნოლოგიების სამყაროში წინსვლის შესაძლებლობას. „კონსპექტები“ სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. და რადგან განათლება შესაძლებლობაა, ხოლო პროგრესისკენ მიმავალი გზა კი ერთ მარტივი იდეით იწყება, უბრალოდ - მთავარია გჯეროდეს!
1761215473

„ლუკოილის“ შვილობილი კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“ ქართულ ბაზარზე ოფიციალურად 2002 წლიდან გამოჩნდა. 2024 წლის ანგარიშგების მიხედვით, ჰყავს 5 ათასამდე თანამშრომელი, ამასთან, კომპანიას გააჩნია საკუთარი - 23 და იჯარით აღებული - 27 ავტოგასამართი სადგური, ასევე -10 ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ყველა რეგიონში.„რეპორტალის“ მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის პირდაპირი მშობელი კომპანია იყო „LITASCO SA“, კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია და კონტროლის მქონე მხარე კი - „საჯარო სააქციო საზოგადოება ლუკოილი“ . 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის პირდაპირი მშობელი კომპანია იყო „LUKOIL International GmbH“, კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანია და კომპანიაზე საბოლოო კონტროლის მქონე მხარე - „საჯარო სააქციო საზოგადოება ლუკოილი“. ხოლო სამეწარმეო რეესტრის თანახმად, 2025 წლის მარტის ამონაწერით, „ლუკოილ ჯორჯიას“ 100%-ანი მფლობელია ავსტრიაში რეგისტრირებული შპს LUKOIL INTERNATIONAL GMBH.როგორც ფინანსური ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2024 წელს ნავთობქიმიკატების და ნავთობპროდუქტების გაყიდვებიდან და მაღაზიებიდან კომპანიის შემოსავალმა ჯამურად 766.319 მლნ ლარი შეადგინა. წინა წელს 485.631 მლნ ლარი იყო. ამასთან, 2024 წელს წმინდა მოგებამ 35.474 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის გრძელვადიანი აქტივების ღირებულება 23.791 მლნ ლარი იყო, ხოლო საკუთარი კაპიტალი - 63.908 მლნ ლარი.გარდა ამისა, ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს საოპერაციო ხარჯები იყო 7.469 მლნ ლარი, ხოლო 2023 წელს 5.867 მლნ ლარი.ანგარიშგებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წელს „ლუკოილ ჯორჯიას“ ფულადი სახსრები ბანკში 43.349 მლნ ლარს შეადგენდა.შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გაავრცელა. მათვე ინფორმაციით, ასევე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.resonancedaily.com
1761214465

მისი თქმით, საქართველო ახლა უერთდება ამ გლობალურ ქსელს, რომელშიც შედიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, გარდაიქმნან ფინანსურ ჰაბებად თავიანთ რეგიონებში.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს პირველად თბილისი მასპინძლობს ფინტექ განვითარებას მიძღვნილ ფინანსურ სამიტს. ასევე, სასიხარულოა, რომ ამ სამიტის ორგანიზებაში ჩვენ გვეხმარება სინგაპურული დიდი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა სინგაპურის ცენტრალური ბანკის ინიციატივით და მერე გარდაიქმნა გლობალურ ქსელად და ჩვენ ახლა ვუერთდებით ამ გლობალურ ქსელს, რომელშიც შედიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, გარდაიქმნან ფინანსურ ჰაბებად თავიანთ რეგიონებში.ასევე, საინტერესო და ნიშანდობლივია იმ ინდუსტრიის ლიდერების შემადგენლობა და გეოგრაფია, ვინც გვესწრება, ძალიან დიდ ინტერესს ვხედავთ ჩვენ ცენტრალური აზიის, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მხრიდან და რასაკვირველია, ევროპული ქვეყნებიდან. თქვენ ხედავთ, რომ მონაწილეობენ სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ამ დისკუსიაში, ეს არის ზოგადად დისკუსია ცენტრალურ ბანკებს, რეგულატორებსა და ინდუსტრიას შორის და ასევე, ინდუსტრიის შიგნით თუ რა პოტენციალს და საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობთ, პირველ რიგში, საქართველო და ზოგადად ჩვენი შუა დერეფანი დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ძალიან ლოგიკურია, რომ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ტარდება ჩვენი სამიტი.საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი რეგიონში როგორც ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის ჰაბმა და დამაკავშირებელმა ევროპასა და აზიას შორის და ახლა წინაპირობა გვაქვს, რომ მძლავრ ფინანსურ ჰაბად გარდავიქმნათ, რომელიც ასევე გააერთიანებს ციფრული დერეფნით ევროპას და აზიას. ამაზე გვაქვს საუბარი დღეს, დღეს კიდევ გვექნება ინვესტორებთან მრგვალი მაგიდის ფარგლებში შეხვედრა, არის საკმაოდ დიდი კომპანიები წარმოდგენილი საგადახდო სფეროდან, ფინანსური ინდუსტრიის სფეროდან, სხვადასხვა ინოვაციური ფინანსური სერვისების განმავითარებელი თავიანთ ბაზრებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემოვიყვანთ მათ საქართველოში და საბოლოოდ ეს წაადგება ჩვენს მომხმარებელს, რადგან საუბარია უკეთეს ფინანსურ მომსახურებაზე“, - განაცხადა თურნავამ.
1761213807

მისივე თქმით, „ამ მიმართულებას გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან, საბანკო იპოთეკები ნიშნავს უფრო მეტ ზედამხედველობას, რისკების უკეთეს მართვას”.„ჩვენ გავიზიარეთ დეველოპერების წუხილი ამ თვალსაზრისით, თუმცა, ჩვენი პირველადი საზრუნავი ეს არის ფინანსური სტაბილურობა და ზოგადად, ნებისმიერი და გაუთვლელი შერბილება ეს არ არის ჩვენი პრაქტიკა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები და ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ დეველოპერებთან ერთად ჩვენი რეგულაციების გადახედვას. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი მხრიდან ამ კუთხით მხარდაჭერა იქნება.დღეს ჩვენი რეგულაციები ითვალისწინებს ძალიან მკაცრ თანაფარდობას საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ რესურსს შორის დეველოპერებისთვის, ჩვენ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ შეიძლება თუ არა ნაკლებად რისკიანი პროექტების შემთხვევაში, ეს თანაფარდობა ოდნავ შემცირდეს”, - განაცხადა ნათია თურნავამ.
1761213600

როგორც მან განმარტა, იპოთეკური სესხების ბაზარზე გავლენას ორი ძირითადი ფაქტორი ახდენს - რეგულაციები და მოთხოვნა."ჩვენ იპოთეკური სესხები ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. ერთი როდესაც მარეგულირებელს ეხება საქმე და მეორე, რომელიც ეხება იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნას.თუ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია ამ შემთხვევაში მოთხოვნა იკლებს და პირიქით. ბოლო პერიოდში როგორც უცხოურ ვალუტაში, ისე ლოკალურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი. შესაბამისად, მოთხოვნა არ არის იგივე დონის როგორიც აქამდე იყო, როცა იაფი იყო ფული. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ამ მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში. რაც შეეხება რეგულაციას - კომერციული ბანკები მჭიდროდ თანამშრომლობენ ეროვნულ ბანკთან. თუ გარკვეული ტიპის ინიციატივები არის, საბანკო ასოციაციის მეშვეობით ეს იდეები ეროვნულ ბანკს მიეწოდება, ხდება დამუშავება და შესაბამისად, ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. თუ ასეთი ტიპის მოთხოვნა საბანკო სექტორიდან წავა, რა თქმა უნდა, ეს განიხილება ეროვნული ბანკის მხრიდან.ჩვენ ძალიან აქტიურები არ ვართ იპოთეკურ სესხებში, თუმცა დინამიკას ვაკვირდებით და ჩვენს შემთხვევაში შემცირებული არ არის. ალბათ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ფასები დასტაბილურდება როგორც უძრავი ქონების ისე ფულის ფასი, ვფიქრობ, ეს მოთხოვნა გაიზრდება”, - აცხადებს ალექს მატუა. წყარო: ბიზნესპარტნიორი
1761212827

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს აშშ-მა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო კომპანიის ყველა შვილობილს, სადაც ის 50%-ზე მეტს ფლობს, ასეთია ლუკოილ საქართველოც.
1761211611

თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტო...
1759990560
საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე აირ...
1760533680
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის...
1760533500
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესე...
1760611220
ბაზისბანკის მხარდაჭერით აპექს დეველოპმენტი „აპექს ნუცუბიძის” III ბლოკს...
1761123789