საზოგადოება
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინ...

როგორც საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 17.7 კმ სიგრძის ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რომელიც სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა. ასევე, დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.„ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირდაპირ დაკავშირებას საქართველოსა და რეგიონის სარკინიგზო ქსელებთან, რაც შექმნის პირობებს ტვირთების ეფექტიანი დამუშავების, შეუფერხებელი გადაზიდვისა და პორტის გამტარუნარიანობის სრულფასოვანი გამოყენებისთვის.დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა. პროექტის განხორციელების გრაფიკი ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის. ეს გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს შუა დერეფანში, გაზრდის საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

1794585800

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგ...

ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტურ კონკურში UNI4VERSE გამარჯვებული, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გუნდი - AEGIS, ლისაბონში Web Summit-ზე გაემგზავრა.UNI4VERSE კონკურზე თიბისიმ, ასევე გამოავლინა რჩეული გუნდი, რომელსაც ფულადი ჯილდო გადასცა.UNI4VERSE ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ყოველწლიური საუნივერსიტეტო კონკურსია, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაა. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემა ფინანსური განათლება იყო. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, სამუშაო პროცესში კი 1300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდები ფინანსური სერვისების, ინვესტიციების, კიბერუსაფრთხოების, მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის მიმართულებით მუშაობდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულმა 27 უნივერსიტეტის გუნდმა თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები წარადგინა.UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ პარტნიორობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა.თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ახალი თაობის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბრენდი პარტნიორებთან ერთად ქმნის შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში, ინოვაციური იდეების განხორციელებასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში ეხმარება. 

1794579408

ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მ...

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია, მათ შორის, საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტის მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, აგრეთვე სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებისა და ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებზე.„საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და მზარდია ინტერესი კერძო ბიზნესისა და ინვესტორების მხრიდან. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შექმნა“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ინვესტიციების მოზიდვის, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.„საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს დადებითად ვაფასებთ. ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა კადრების პროფესიული მომზადების მიმართულებით“, - განაცხადა ივან სმილიგინმა.შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1794579114

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის...

პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზედეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი განათლების მთავარიმხარდამჭერი.

1794578930

გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს – მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარ...

საქართველოს ბანკის მიზანია, საგულშემატკივრო ბარათი ქომაგებისთვის განუყოფელ ნაწილად აქციოს – ნივთად, რომელიც მომხმარებლებს ნაკრებისადმი მხარდაჭერის გამოხატვაში დაეხმარება, როგორც მატჩის დროს, ისე ყოველდღიურად.Fan Card სადებეტო ტიპის ბარათია, რომელიც 2023 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ბარათი ეროვნული დროშითა და ნაკრების სიმბოლიკით 23 განსხვავებული დიზაინით არის წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული ნაკრების ფეხბურთელების ნომრებს უკავშირდება. 14-17 ნოემბრის თამაშების ფარგლებში კი ბარათების დიზაინი განახლდება.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს – არ გაჩერდე, მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად და აიღე Fan Card.

1794576606

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია...

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლებს BAG ინდექსის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული კერძო სექტორის მიმდინარე განწყობები, მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობის ძირითადი მაჩვენებლები.დისკუსიისას მხარეებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, დასაქმების ბარომეტრი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომელიც ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ უმთავრესს გამოწვევად რჩება. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნებაზეც, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმად დაასახელა.საუბარი შეეხო გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც და მის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ამ კონტექსტში განიხილეს შუა დერეფნის მზარდი როლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, როგორც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების უმთავრესი ფაქტორები.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ფონდის მისიას გავუზიაროთ კერძო სექტორის ობიექტური შეფასებები, რომლებიც BAG ინდექსშია თავმოყრილი. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები და შრომის ბაზრის გამოწვევები, ისე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული პროცესები, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავს“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

1794564150

არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბუ...

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

1794563728

მევლუდ მელაძე - კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, არაერთ ქვეყა...

„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.

1794560466

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მი...

ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.„საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.

1794554494

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური...

პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.

1794548400