შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, განათლებისა და კვლევის გაძლიერებისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების საკითხებს.„ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია აკადემიურ სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ვცდილობთ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ავითვისოთ ახალი ბაზრები, გავაუმჯობესოთ ქართული ღვინის ხარისხი და გავზარდოთ საექსპორტო ფასი”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.EMaVE-ის კონსორციუმი აერთიანებს ევროპულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც მევენახეობისა და ენოლოგიის მიმართულებით ერთობლივ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას - Vinifera EuroMaster ახორციელებენ. პროგრამა მოიცავს მევენახეობის, ენოლოგიისა და ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკის მიმართულებებს და სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.პროგრამის პარტნიორებს შორის არიან საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტები და აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო დაწესებულებები. მათი ჩართულობა ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას.შეხვედრას კონსორციუმის წარმომადგენლები შვეიცარიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან, მათ შორის, ტურინის, გეიზენჰაიმის, ლისაბონის, მადრიდისა და მონპელიეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1792766340
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და სხვადასხვა სექტორში მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები.ამასთან, უწყების ცნობით, საუბარი შეეხო რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას, საშუალოვადიან პროგნოზებს, დაკავშირებადობისა და სხვა საინვესტიციო პროექტების მიმართულებით საქართველოს გეგმებს.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ანა-მარია შნაიდერი.
1792755337
ახალი ობიექტის ტევადობა 11 000 ტონას შეადგენს. მეურნეობა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სასილოსე რეზერვუარებით, რაც მარცვლეულის შენახვის პირობების მუდმივი კონტროლისა და პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი მარცვლეულის სათანადო პირობებში შენახვას უზრუნველყოფს და დანაკარგების შემცირებას უწყობს ხელს.„თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოსავლის სათანადო პირობებში შენახვა პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და სასოფლო-სამეურნეო დანაკარგების შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს. სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზანიც სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობაა, რათა აგროსექტორში წარმოების შესაძლებლობები გაიზარდოს და საქმიანობა გრძელვადიან განვითარებაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში განხორციელდა.მისი ჯამური ღირებულება 4,4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,5 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 364 818 ლარი - სახელმწიფო თანადაფინანსება.შპს „ინვენტ ფიდი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და 2015 წლიდან სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობს.პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, შემნახველი მეურნეობების შექმნის მიზნით, გაცემულია 939 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხები, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 169 მილიონ ლარს აღემატება.
1792744812
ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს, დეგუსტაციასა და ქართულ ღვინის ფესტივალს, რომელსაც 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები. დეგუსტაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.ღონისძიებას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მიხეილ თიგიშვილი დაესწრო, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა. ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორმა მარიამ მეტრეველმა წარადგინა.აზიის რეგიონში, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, კორეის რესპუბლიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. სეულში ქართული ღვინის მსგავსი ფორმატის ღონისძიება უკვე მეხუთედ ჩატარდა.ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Wine21.com“ კორეის რესპუბლიკაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ პლატფორმაა. დარგის ექსპერტების მიერ შექმნილი პორტალი მომხმარებლებს კორეის ბაზარზე წარმოდგენილი ღვინოების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ასევე ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგულ საქმიანობას.ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად უჭერს მხარს. სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა „Seoul International Wine and Spirits Expo“ და „Daejeon International Wine Festival“.
1792575684
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონებში საირიგაციო მომსახურებაზე ხელშეკრულებების გაფორმების მაჩვენებლები. მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონული სამსახურების საქმიანობისას გამოვლენილ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.ასევე განიხილეს რეგიონულ სამსახურებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მნიშვნელობა სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვისთვის, საირიგაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ფერმერთა საჭიროებებზე დროული რეაგირებისთვის.შეხვედრაში მონაწილეობდნენ შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი კომერციულ საკითხებში მამელი ქობალია და რეგიონული სამსახურების სერვისცენტრების ხელმძღვანელები.
1792574643
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუშჩუში, წმინდა გიორგის მიმყვან არხზე გადამღვრელი კვანძი მოეწყო. განხორციელებული სამუშაოები გააუმჯობესებს წყლის რეგულირების პროცესს და ხელს შეუწყობს დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვას.საექსპლუატაციო სამუშაოები დასრულდა გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. ვაზიანის მიმყვან არხზე მოწყობილი გადამღვრელი კვანძი ჭარბი წყლის დროულად გადაღვრას უზრუნველყოფს, რაც წყლის რეგულირებას გაამარტივებს. აღნიშნული არხით დაახლოებით 650 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვება.ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის გასარწყავიანებულ ფართობებს, რაც გადამწყვეტია სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისა და პროდუქტიულობის ზრდისთვის.
1792487362
7-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები, HoReCa სექტორის, მედიის და „People PR” -ის წარმომადგენლები. სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეს უკვე პოლონელი ღვინის პროფესიონალების მეორე ტური იყო საქართველოში.პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულ ქვეყანაში ქართული ღვინო ხელმისაწვდომია როგორც HoReCa სექტორში, ისე ქსელურ მარკეტებსა და ღვინის მაღაზიებში.პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” თანამშრომლობს. სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, ასევე საქართველოში ეწყობა ღვინის პროფესიონალების ტურები.
1792482879
ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც 110 ქვეყნის წარმომადგენელი და 400-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა „ნდობა ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ინკლუზიურობისა და მდგრადობის გაძლიერება მინერალური რესურსების ღირებულებათა ჯაჭვებში“ იყო."შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მინერალური რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებაზე, კრიტიკული მინერალების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე საუბარი შეეხო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის სამართლიან განაწილებასა და სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრად განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, სამთო-მოპოვებით სექტორში გამჭვირვალობის უზრუნველყოფას,ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.ღონისძიების ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე სამთავრობათაშორისო ფორუმის სამთო აკადემია (IGF Mining Academy), რომლის მიზანია უზრუნველყოს მინერალური რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის მიმართულებით ცოდნის გაზიარება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.შეხვედრაში მონაწილეობდნენ წევრი და დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი ქვეყნების სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის, გამჭვირვალობის, მინერალური რესურსების ადგილობრივი გადამუშავებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობას სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრადი განვითარებისთვის",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
1792400102
გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ: გეოპოლიტიკური შოკების გადაცემის ფინანსური და რეალური არხები: გლობალური ტენდენციები და საქართველოს შემთხვევა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვა: თეორიული საფუძვლები, გაზომვა და სახელმწიფო ინტერვენციის იერარქია საკრედიტო დერივატივები და სექიურიტიზაცია: სტრუქტურირებული ფინანსების ინსტრუმენტები, როგორც დაფინანსების ალტერნატიული არხი საქართველოსთვის სტაბილური ვირტუალური აქტივის მიმართ ნდობის ფორმირების ფაქტორები საქართველოში: ემპირიული კვლევის შედეგები სტატისტიკის წარმოების ინტეგრირებული მოდელი ცენტრალურ ბანკში: საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი ქმნის პლატფორმას პროფესიული, სიღრმისეული და არგუმენტირებული დიალოგისთვის.ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი - „ბანკი“ - დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით გამოიცემოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“. ამჯერად ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოდის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით „მონეტარული ეკონომიკა“.ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის რედაქცია გარე ავტორებისგან სტატიებს მიიღებს ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge.
1792397558
როგორც ნინო ჯელაძემ აღნიშნა, მყისიერი გადახდების გარემოში, როდესაც ტრანზაქციები წამებში სრულდება, თაღლითობის დროული გამოვლენისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომატიზებული მონიტორინგის სისტემები, რეალურ დროში რისკების შეფასება და საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირება. ამ პროცესში ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუმცა მისი განვითარება თაღლითობის ახალი მეთოდების გაჩენის რისკსაც ზრდის.ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ინოვაციური, სწრაფი და ეფექტიანი საგადახდო სისტემების განვითარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს თან ახლდეს უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება და ფინანსური ინსტიტუტების მედეგობის უზრუნველყოფა.„საგადახდო სისტემა არ არის ნამდვილად ეფექტიანი, თუ ის სწრაფია, მაგრამ მისი ნდობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სისწრაფე, უსაფრთხოება და მედეგობა ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.GFTN-ის მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსია პოლიტიკის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების დაკავშირებას, ფინანსური სექტორის განვითარებისა და თანამედროვე საგადახდო ეკოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას ისახავდა მიზნად.
1792233875
ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია
1792667760
ნათია ჯანაშია 20 მილიონიან გრანდიოზულ სასახლეზე შეკითხვებს არ პასუხობს
1792661403
ნათია ჯანაშიას სასახლე ჯერ გაუყიდია - ვინ გადაუხდის 20 მილიონზე მეტს?
1791892773
ნათია ჯანაშია განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - არანაირი სა...
1792048055
საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგე...
1792156126
