CDC-ის ინფორმაციით, კომპანია „Sifra North 01“ ჭაბურღილზე საბურღ სამუშაოებს დამკვეთის — Mosestro-ს დაკვეთით ახორციელებს.„Caspian Drilling Company Ltd და Complex Drilling Operations Trust (CDOT) სიხარულით აცხადებენ, რომ ისრაელში, „Sifra North 01“ ჭაბურღილზე, ჩვენი დამკვეთის — Mosestro-სთვის ერთობლივი საბურღი სამუშაოები დაიწყო. ბურღვამდე საჭირო ყველა წინაპირობისა და მოთხოვნის შესრულების შემდეგ, საბურღი სამუშაოები 2026 წლის 22 ნოემბერს, 11:20 საათზე განახლდა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ორივე გუნდის მზადყოფნასა და კოორდინირებულ ძალისხმევაზე მეტყველებს. მადლობას ვუხდით ჩვენს დამკვეთს — Mosestro-ს, პროექტის პარტნიორებს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მოსამზადებელ სამუშაოებში. CDC და CDOT კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ საბურღი სამუშაოების უსაფრთხოდ და ეფექტიანად ჩატარება“, — ნათქვამია განცხადებაში.
1795684542
მინისტერიალზე, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ცინგტაო მასპინძლობს, მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მუშაობს საკუთარი, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლის გაძლიერებასა და ამ ფუნქციის ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებით გაფართოებაზე.„რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ნახშირწყალბადების რესურსების საიმედო სატრანზიტო ქვეყანამ. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ეს როლი ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებითაც გავაფართოოთ. ამ კუთხით, საქართველო პარტნიორებთან ერთად სამ სტრატეგიულ ინიციატივას ავითარებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, მწვანე ენერგიის დერეფანსა და მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობით ვითარდება“, - განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა.მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგრესი უკვე მიღწეულია და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ევროკომისიის მიერ მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, დამტკიცდა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო სულ ახლახან, აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად.„ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააფართოებს რეგიონული ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და განამტკიცებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ის ასევე კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1795684164
მინისტერიალზე, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ცინგტაო მასპინძლობს, მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მუშაობს საკუთარი, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლის გაძლიერებასა და ამ ფუნქციის ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებით გაფართოებაზე.„რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ნახშირწყალბადების რესურსების საიმედო სატრანზიტო ქვეყანამ. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ეს როლი ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებითაც გავაფართოოთ.ამ კუთხით, საქართველო პარტნიორებთან ერთად სამ სტრატეგიულ ინიციატივას ავითარებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, მწვანე ენერგიის დერეფანსა და მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობით ვითარდება“, - განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა.მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგრესი უკვე მიღწეულია და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ევროკომისიის მიერ მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, დამტკიცდა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო სულ ახლახან, აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად.„ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააფართოებს რეგიონული ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და განამტკიცებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ის ასევე კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს“,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1795684022
"მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შემთხვევის დღესვე გამოითხოვა ინფორმაცია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისგან და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო საკითხის შესწავლა.კომპანიისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი — ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საკითხის შესწავლასა და შესაბამისი გარემოებების შეფასებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში,"-ნათქვამია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
1795172588
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სექტემბრის მონაცემებით, სექტორის წლიური დაკრედიტება 23%-ით არის გაზრდილი.„მე მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინდუსტრიაზე - ენერგეტიკის სექტორზე. ვიცით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ამ ინდუსტრიაში, თუმცა, ერთიანი ძალისხმევით და აქ რა თქმა უნდა, კერძო სექტორის როლი ძალიან დიდია - ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ძალიან დიდი და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ამ სექტორში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ამის ყველაზე ნათელი დემონსტრაცია არის ის, რომ სექტემბრის მონაცემებით, ამ სექტორში დაკრედიტება წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა ნდობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ, გაიზარდა ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და მზარდია მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურების - მზის, ისევე როგორც ქარის სადგურების მშენებლობაზე“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა სექტორში სიმძლავრეების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გააერთიანებს არსებულ სახელმწიფო პროგრამებს და ასევე გააფართოებს დაფინანსების ინსტრუმენტებს.„მე მინდა დიდი სიამაყით და სიხარულით აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, ენერგეტიკულ ქსელში დამატებით 300 მეგავატი სადგურები დაგვემატება, რომლებიც შევლენ ექსპლუატაციაში - რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქართულ შიდა გენერაციას, დამატებით 300 მეგავატი დაემატება. ეს არის სწორედ ის პროპორცია, რომელიც დააკლდება ჩვენი ქვეყნის პოტენციურად საჭირო იმპორტის საჭიროებას ელექტროენერგიის თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანაა ეს დადებითი დინამიკა ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებად ვაქციოთ. აქედან გამომდინარე, შემუშავებული გვაქვს ეკონომიკის განვითარების 10 წლიანი გეგმა, მისი სამოქმედო აქტივობებით. კერძო სექტორის როლი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და მინდა გამოვყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რომელიც გააერთიანებს არსებულ სახელმწიფო პროგრამებს, გააფართოებს დაფინანსების ინსტრუმენტებს და ხელს შეუწყობს სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში არსებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით დაწყებულია მუშაობა ახალი აუქციონის მოდელის შემუშავებაზე.„ძალიან კარგი მაგალითია ჩვენი სამინისტროს ძალიან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია და დიალოგი კერძო სექტორთან და სწორედ თქვენთან დიალოგიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა დამატებით ენერგეტიკის სექტორში, კონკრეტულად კი ჰიდროელექტროსადგურების შემდგომი გაძლიერებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით ახალი აუქციონის მოდელის შემუშავებაზე, რომელიც შეეხება სიმძლავრისა და ტარიფის აუქციონს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1794826477
მისი განმარტებით, კარგად რომ გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე, „საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” წინაშე უნდა დაისვას მთელი რიგი კითხვები, რომლებზე პასუხებიც დროულად უნდა მიიღოს საზოგადოებამ და შემდგომ განსაჯოს, რამდენად აუცილებელია და რამდენად სამართლიანი იქნება ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხარებლო ტარიფების “გადახედვა”.თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის სქემაში, უკვე წლებია, სრულიად არაბუნებრივად არის ჩართული რამდენიმე საშუამავლო კომპანია.“მე მივესალმები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ელექტროენრგიის იმპორტის სქემიდან საშუამავლო კომპანიების “ჩახსნის” თაობაზე. მაგრამ აქვე მიჩნდება კითხვა - თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიღებულია ელექტროინერგიის იმპორტის კონტექსტში, რატომ არ უნდა გავრცელდეს იგივე მიდგომა ბუნებრივი აირის იმპორტის შემთხვევაში? - მით უფრო, რომ ბუნებრივი აირის იმპორტიდან ამ ზედმეტი რგოლების ამოყრის შემთხვევაში (ელექტროენერგიის კონტექსტიდან განსხვავებით), რეალური შანსი ჩნდება, რომ ამ ნაბიჯმა ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასის შემცირებაც კი გამოიწვიოს. და, რაც პირველ რიგში კიუნდა გაუქმდეს მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მიერ შეგნებულად არასწორად გამოცემული, 2008 წლის 24 ივლისის #73 ბრძანება ბუნებრივი აირის დერეგულაციაზე, რამაც გამოიწვია საშუამავლო კომპანიების გაჩენა.გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია გაცვლითი კურსის კონტექსტიც - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კურსზეა დათვლილი ბუნებრივი აირის დღეს მოქმედი ტარიფი და რა კურსზე გეგმავს სემეკი მის დათვლას 2027 წლიდან, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სავალუტო ტაბლოზე 1 დოლარის ფასი მაქსიმუმ 2,6 ლარია, სავალუტო რეზერვები ისტოიულ მაქსიმუმამდეა შევსებული და არც ეროვნული ბანკი ელის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.მიმაჩნია, რომ ამ სამი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის გათვალისწინება აუცილებელია და სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასის შემცირების ტენდენციაც დაფიქსირდება”, - აცხადებს ენერგეტიკოსი.“არანაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნევ დედაქალაქში წყლის არსებული ტარიფის საკითხსაც და აქაც ვხედავ მისი გაიაფების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. მანამდე კი პასუხები უნდა მივიღოთ შემდეგ კითხვებზე:ა) რამდენ ლარს შეადგენს დედაქალაქისთვის “ჯივიპის” მიერ მიწოდებული წყლის თვითღირებულება და რა მეთოდით (ფორმულით) ხდება მისი გამოთვლა?ბ) მიმიდინარე მომენტისთვის შესრულებული აქვს თუ არა “ჯივიპის” უკლებლივ ყველა საინვესტიციო ვალდებულება (მათ შორის, პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის 245 განკარგულებით განსაზღვრული 100 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია?გ) ფიქრობს თუ არა სემეკი რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების შემთხვევაში, დაინერგოს ყველა ტიპის მომხმარებელთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების პრაქტიკა, სადაც დაწვრილებით იქნება გაწერილი ის ვალდებულებები, რაც გამანაწილებელ კომპანიებს (პრაქტიკულად ბუნებრივ მონოპოლისტებს) დაეკისრებათ პროდუქტის მიწოდების წყვეტის ან/და მისი არსაათანადო კონდინციით მიწოდების დადგენილ შემთხვევებში”? - კითხულობს ენერგეტიკოსი.თემურ ჭიჭინაძის განცხადებით, მან ამ და კიდევ სხვა კითხვებით უკვე მიმართა როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ისევე სემეკს, და “თელასს” და მათგან პასუხების მიღების კვალდაკვალ გეგმავს გაასაჯაროვოს მისი მიგნებები, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადასადგმელი საიმისოდ, რომ ბუნებრივი აირზე სამომხმარებლო ფასები შემცირდეს და ასევე გაიაფდეს წყალი დედაქალაქში. ამ ორ პროდუქტზე ფასის შემცირების შესაძლებლობა რეალურია”, - ამბობს ენერგეტიკოსი.იგი ასევე განმარტავს, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებლად გადასაჭრელ საკითხად მიაჩნია, სამივე მიმართულებით (ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი) კომპანიების დედაქალაქის მომხმარებლებთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება.“ასეთ შემთხვევაში, მოისპობა ის მახინჯი პრაქტიკა, როცა მომხმარებელი ცალმხრივად არის ვალდებული გადაიხადოს მიწოდებული პროდუქტის დადგენილი ღირებულება, ხოლო კომპანიები არაფრით არიან მათ წინაშე ვალდებულნი, პროდუქტის მიწოდების წყვეტის, ან უხარისხო პროდუქტის მიწოდების (რასაც შინამეურნეობების მთელი რიგი მნიშვნელოვანი დაზიანებების გამოწვევა შეუძლია) შემთხვევებში.ენერგომატარებლებით მოსახლეობის უზრუნლყოფის საქმეში ინდივიდუალური /პირდაპირი/ ხელშეკრულებების ვალდებულების პრაქტიკის დანერგვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტს ცალსახად გააუმჯობესებს და ეს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო მოთხოვნილი სემეკის მხრიდან”, - მიაჩნია თემურ ჭიჭინაძეს.“ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სადღეისოდ კი კიდევ ის არის, რომ აუცილებლად და გადაუდებლად უნდა განხორციელდეს ობიექტური სახელმწიფო და საზოგადოებრივი მონიტორინგი, კომპანიათა მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე, რათა მოსახლეობა არ ენერგომატარებლებზე უსასრულოდ არ იხდიდეს იმ უსამართლო ტარიფებს, რაც წინა ხელისულებამ (ნოღაიდელი, ხეთაგურის (თვით)შემოქმედებით) დაგვიდგინა“, - დასძენს ენერგეტიკოსი.commersant.ge
1794472543
„ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოჰყვა და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და ცალკეულმა ვაი-ექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს მოხმარების მიხედვით სხვადასხვა მოცულობის ტარიფები.შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც მცირე რაოდენობას მოიხმარენ, ესენი არიან რეგიონებში მცხოვრებლები, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობა და ა.შ., რომელსაც მცირე მოხმარება აქვს, მისთვის ფინანსური ტვირთი იყოს დაბალი, ხოლო მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახები არიან, რომელთაც აქვთ იგივე საცურაო აუზები და ათბობენ ამ საცურაო აუზებს ბუნებრივი აირით ან ასე შემდეგ, მათთვის დადგინდეს ცოტათი უფრო სხვანაირი ან უფრო მაღალი ტარიფი.ასეთი გამოცდილება არის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენც გვექნება ამის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დავადგინოთ ასეთი დიფერენცირებული ტარიფები“, – თქვა ნარმანიამ.პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სემეკი უფლებამოსილია 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით.
1794217638
მისივე თქმით, აბსოლუტურად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით.„თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება. ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
1793869928
3 ნოემბერს SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი „ყაზმუნაიგაზის“ მმართველობის თავმჯდომარეს, ასხათ ხასენოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა 2024 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა შეაფასეს და ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვის გავლით, აქტაუს პორტიდან ტანკერებით ბაქოში გადააქვთ, საიდანაც ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ჯეიჰანის პორტამდე მიეწოდება.SOCAR-სა და „ყაზმუნაიგაზს“ შორის ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ძირითადი შეთანხმება 2022 წელს გაფორმდა. 2024 წლის მარტში მხარეებმა მიწოდების ეტაპობრივად გაზრდის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების მოცულობის წლიურად 2.2 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული.SOCAR-ის ინფორმაციით, 2026 წლის მარტისთვის აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის ჯამურმა მოცულობამ 4 მილიონ ტონას მიაღწია.
1793798467
„როიტერის“ ცნობით, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, გარიგება შესაძლოა უახლოეს კვირებში დასრულდეს. გეგმა რუსული კომპანიის გაყინული ფასიანი ქაღალდების - ამჟამად დასავლელი ინვესტორების საკუთრებაში არსებული - მის უცხოურ აქტივებზე გაცვლას გულისხმობს. ამის გასაადვილებლად, კონსორციუმმა უკვე შეიძინა მილიარდობით დოლარის ღირებულების ეს ფასიანი ქაღალდები დაახლოებით ათი ამერიკული და ბრიტანული საინვესტიციო ფონდისგან.კონსორციუმში ასევე შედიან ინვესტორები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან - „საერთაშორისო ჰოლდინგ კომპანია“ და „ალ ჰაილ ჰოლდინგი“, ასევე სირიელ-კატარელი ინვესტორები, ძმები მუტაზ და რამეზ ალ-ხაიატები და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია.„ლუკოილის“ უცხოური პორტფელი, რომელიც მოიცავს ნავთობის საბადოებს, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, თავდაპირველად 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.შემოთავაზებული გარიგების სტრუქტურა გულისხმობს აქციების დეპოზიტარულ ანგარიშზე განთავსებას, რითაც თავიდან აცილებულია ლუკოილში პირდაპირი გადარიცხვა. ამ პირობამ ხელი შეუწყო შეთავაზების წინსვლას მას შემდეგ, რაც წინა წინადადებებმა ვერ მიიღო აშშ-ის ხელისუფლებისგან დამტკიცება.შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა "ჩელსი" ტოდ ბოელის ხელმძღვანელობით შექმნილ კონსორციუმს მიჰყიდა.ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში ამერიკელმა ბიზნესმენმა ტოდ ბოელმა "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა.„ჩელსის“ თავმჯდომარედ მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც კლუბის ნათელი მომავლის უზრუნველყოფაში მონაწილეობდა, მათ შორის პრემიერ ლიგას, სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, "ჩელსის" მენეჯმენტსა და თანამშრომლებს, ასევე ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს.ვაფასებდი კლირლეიქსა და კლუბის სხვა მფლობელებთან პარტნიორობას, ასევე ერთობლივ გადაწყვეტილებებსა და ინვესტიციებს, რომლებიც "ჩელსის" როგორც ამჟამინდელი, ისე გრძელვადიანი წარმატების მხარდასაჭერად განხორციელდა.დარწმუნებული ვარ, რომ კლირლეიქის ხელმძღვანელობით "ჩელსი" მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის კარგად იქნება მომზადებული", - განაცხადა ბოელმა.კლუბის ინფორმაციით, Clearlake Capital Group-ის შვილობილი კომპანიები ტოდ ბოელის წილს შეიძენენ.
1793788236
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1795164975
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
1795435080
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1795510919
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1794996910
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1794912503
