მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს. ზრდა გამოწვეულია კანონმდებლობის შესაბამისად პენსიების ინდექსაციით. კერძოდ, მოქმედი ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის, ჯამში 500 ათასზე მეტი პენსიონერის პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით;ასევე, ამავე კატეგორიის 50 ათასზე მეტი პირისთვის მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი;70 წლამდე მყოფი 440 ათასი ბენეფიციარისთვის, პენსია იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში 36 ათასი ბენეფიციარისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატი; ინდექსაციის და პენსიების ზრდის შესაბამისად, იზრდება 130 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტი, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი და ჯამურად, 640 მილიონ ლარს შეადგენს; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 244 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 445 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, რომელიც ყოველწლიურად 790 ათასზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება, შეადგენს 1 მილიარდ 634 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, სხვა საჭიროებებთან ერთად, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმები/ექთნების ხელფასების ზრდა; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით და 159 მილიონ ლარს შეადგენს; მაღალმთიან დასახლებებში განსაზღვრული დანამატებისთვის გამოყოფილია 147 მილიონ ლარზე მეტი. სხვადასხვა დანამატებით, ჯამში, სარგებლობს 175 ათასზე მეტი ბენეფიციარი; დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები მომდევნო წელს იზრდება 60 მლნ ლარით. 2027 წელს 850 ათასი ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან განხორციელებული კონტრიბუცია იქნება 600 მლნ ლარი.
1794390419
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის - 93 კაფსულა ,,ლირიკა", „ფსევდოეფედრინის“ შემცველი 72 აბი და 62 კაფსულა „ტრამადოლი“.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
1793778123
როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, აღნიშნული მომსახურებების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის ახალ შენობასთან ერთად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რაზეც უწყება ასევე აქტიურად მუშაობს.მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი ნაგებობა ხიდების საშუალებით დაუკავშირდება კლინიკის უკვე არსებულ შენობას, რომლის რეაბილიტაციისთვისაც ასევე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.რაც შეეხება ახალ შენობას, მისი არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გააფორმა.„შესაბამისი პროცედურების სრული დაცვით შევარჩიეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები ევროპის სახელმწიფოებში, ყურის ქვეყნებში. ასევე, აქვს მიმდინარე ძალიან სერიოზული პროექტები. ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გარანტიას გვაძლევენ, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რეალურად უნაკლო შენობა იქნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1792052119
ქართული სამედიცინო საზოგადოება მნიშვნელოვან წარმატებას აღნიშნავს. ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „Journal of International Medical Research“ გამოქვეყნდა ქართველი მკვლევრების ნაშრომი, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში გულის დაზიანების ადრეულ დიაგნოსტიკას ეხება.აღნიშნულ მასშტაბურ სამეცნიერო პროექტს პროფესორი ლევან რატიანი ხელმძღვანელობდა.პროფესორ ლევან რატიანის გუნდის მიგნებაცნობილია, რომ კორონავირუსი ხშირად აზიანებს გულის კუნთს, თუმცა ამ დაზიანებების დროული პროგნოზირება მედიცინისთვის დიდ გამოწვევად რჩებოდა. პროფესორმა ლევან რატიანმა და მისმა გუნდმა ყურადღება გაამახვილეს ბიომარკერზე, სახელად გალექტინ-3 (Galectin-3) — ცილაზე, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით და ნაწიბუროვან პროცესებზე მიგვითითებს.ლევან რატიანის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა რეტროსპექტიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გალექტინ-3-ის კონცენტრაციის მატება პირდაპირ კორელაციაშია გულის კამერების ზომებისა და ფუნქციების ანომალიურ ცვლილებებთან (ექოკარდიოგრაფიულ მაჩვენებლებთან).პრაქტიკული მნიშვნელობა მედიცინაშიპროფესორ ლევან რატიანის სამეცნიერო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ეს მეთოდი ექიმებს აძლევს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. გალექტინ-3-ის დონისა და გულის ულტრაბგერითი მონაცემების ერთობლივი ანალიზით შესაძლებელი ხდება: პაციენტის მდგომარეობის დამძიმების რისკების ადრეული პროგნოზირება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფარული დაზიანებების დროული გამოვლენა მწვავე ფაზაში. მკურნალობის ტაქტიკის უფრო ეფექტურად შერჩევა. ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფესორ ლევან რატიანისა და მისი გუნდის მაღალ პროფესიონალიზმს გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალშიწარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ეს წარმატება ხაზს უსვამს გუნდის პროფესიონალიზმსა და აქტუალურ თემებზე მუშაობას, რაც უკვე აღიარებულია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
1786958833
WONCA Europe-ის ყოველწლიური კონფერენცია საოჯახო მედიცინისა და პირველადი ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროფესიული ფორუმია, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ექიმს, მკვლევარსა და ჯანდაცვის ექსპერტს აერთიანებს.ქართველი მონაწილეების პრეზენტაციები შეეხებოდა ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ პრაქტიკულ გამოცდილებასა და იმ მიმართულებებს, რომლებიც პაციენტზე ორიენტირებული მოდელის დანერგვას ემსახურება.კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლინიკური აუდიტის დანერგვას სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესებისთვის, ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამებს, ასევე პრევენციული ღონისძიებებისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია მიიჩნევს, რომ WONCA-ს საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის, თანამედროვე პრაქტიკის გაცვლისა და საოჯახო მედიცინისა და პირველადი ჯანდაცვის სისტემების შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში წარდგენა ხაზს უსვამს პირველადი ჯანდაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში და მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საოჯახო მედიცინის გაძლიერების პრიორიტეტულ როლს.
1783064145
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება იყო წინასაარჩევნო დაპირება, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება.„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018 და 2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულიად უფასოა და მის საფასურს დედაქალაქის მერია ანაზღაურებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა. მათგან 1 397 მამრობითი, ხოლო 1 364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.„ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, აღნიშნული პროგრამა გამოიყენოთ. როგორც იცით, ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია განკურნების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1782892132
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს. გვინდა, რომ მათ ცხოვრებაში ყოველი დღე მხოლოდ მშვიდობიანი, ფერადი და ბედნიერი იყოს.#სიყვარულითავერსი
1780300800
„მინდა მოვუწოდო მოსახლეობას - მწეველებს და არამწეველებს, ყველამ ჩაიტაროს უფასო ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომლებსაც ქალაქ თბილისის მერია აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში ამ მომსახურებას უამრავი კლინიკა გვთავაზობს. არაერთი კლინიკა მეც დამიკავშირდა და მოხარული ვარ, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, რომ ისარგებლოთ იმ სიკეთით, რომელსაც ქალაქ თბილისის მერია გთავაზობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.როგორც ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც რეგისტრირებულ მისამართად დაფიქსირებული აქვთ ქალაქი თბილისი, ასევე ექნებათ წვდომა ისეთ მნიშვნელოვან სერვისზე, როგორიც არის ფილტვის კიბოს სკრინინგი.
1780057386
ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგის განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა ის ფუნდამენტია, რომელსაც ბაზისბანკის და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა ეყრდნობა.„ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ღირებულებაა, რომლის გარშემოც უკვე 11 წელია ინოვა ერთიანდება და უამრავ პაციენტს ეხმარება. ჩვენი მიზანი მუდმივი განვითარებაა, ვნერგავთ თანამედროვე მედიცინის გლობალურ მიღწევებს და ახალ საფეხურზე აგვყავს ქირურგიული თუ სარეაბილიტაციო მიმართულებები. რობოტული ქირურგიის დანერგვაც სწორედ ამ პროგრესის დასტურია, რაც ხელს უწყობს ჩვენი პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესს, გახდეს კიდევ უფრო სწრაფი და უსაფრთხო.ამ გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს სანდო პარტნიორს, რომელიც აფასებს პროგრესს და ცდილობს, მუდამ მიჰყვეს მას. ინოვაში ულტრათანამედროვე აპარატურა სწორედ ბაზისბანკის მხარდაჭერით დაინერგა, რამაც საშუალება მოგვცა, მედიცინის უახლესი მიღწევები კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი.“ - ინოვას ბიზნეს ოპერაციების დირექტორი, ნინო სიგუა.„ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი ინოვაციური და მასშტაბური პროექტების დაფინანსება, რომლებიც პირდაპირ აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს და ინოვას მსგავს მსხვილ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს წვდომა უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებზე. ჩვენთვის პარტნიორობა მხოლოდ ფინანსური დასაყრდენი არ არის. ეს არის ორმხრივი ნდობა და საერთო მიზანი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.“ - ბაზისბანკის კორპორატიული ჯგუფის უფროსი, ლევან გიორგაძე.ბაზისბანკის და ინოვას პარტნიორობის ვიდეო ისტორია
1779186994
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში ისტორიულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ კანონის მიღების მიზანი 2009 წლის შემდეგ დაბადებულ პირებში მოწევის თავიდან არიდებაა.როგორც ჯანდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი აცხადებს, რეფორმა სიცოცხლეებს გადაარჩენს და ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას შეამცირებს.კანონი შეეხება ნიკოტინის შემცველ სხვა პროდუქტებსაც და მათი მოწევა აიკრძალება სათამაშო მოედნებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებთან.1tv.ge
1776850542
ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...
1794472543
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787
ქონების გადასახადის სახით, მარტო 2 სასახლეზე, ნათია ჯანაშიას 200 000 ლ...
1793955289
