ახალი ამბები

სხვა სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნვ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი.ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის _ ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს.აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

1794474095

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: ახალი სამგზავრო მატარებლებ...

როგორც ლაშა აბაშიძე ამბობს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ასევე საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდას, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.„აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენა საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სამგზავრო მოძრავი შემადგენლობა საჭიროებს განახლებას. არსებული ვაგონების საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება ეტაპობრივად ამოიწურა, რამაც გამოიწვია აუცილებლობა, რომ ძველი ვაგონები ახალი, თანამედროვე შემადგენლობებით ჩავანაცვლოთ. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 182 მილიონი ლარია“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.ლაშა აბაშიძის განცხადებით, ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა განკუთვნილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრისთვის და მოიცავს ბიზნეს-, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

1794473970

თბილისი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო...

კონფერენცია თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს უმასპინძლებს და  გააერთიანებს კოლეგა უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ  საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები.გახსნით სესიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა.კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ მომხმარებელთა დაცვის გლობალურ ტენდენციებსა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებზე; ფარმაცევტულ და სასურსათო ბაზრებზე კონკურენციასა და ხელმისაწვდომობაზე; კონცენტრაციების კონტროლზე; ონლაინ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებასა და კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის საკითხებზე.დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, ლიეტუვის, თურქეთის, რუმინეთისა და საუდის არაბეთის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.20 ნოემბერს კონფერენციის ფარგლებში მთავარი მოხსენებებით წარდგებიან ღონისძიების საპატიო სტუმარი ტერესა მორეირა - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი და იოანის ლიანოსი - ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გლობალური კონკურენციის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორი.20 ნოემბერს, პანელური დისკუსიის - „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასების გამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე“ - ფარგლებში, გაიმართება eKalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაცია, რომლებსაც, შესაბამისად, ირაკლი ლექვინაძე - GCCA-ის თავმჯდომარე და ნატალია ჭყოიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი წარადგენენ. აღნიშნული პანელის მონაწილეა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი აბაშიშვილი - Business Insider Georgia-სა და Economic Forum Georgia-ს დამფუძნებელი.აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებასა და პირველი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას.შეგახსენებთ, რომ გასულ, 2025 წელს გამართულმა IV საერთაშორისო კონფერენციამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსა და 18 ქვეყნის შესაბამისი უწყებების 40-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა.კონფერენციის დღის წესრიგისა და მომხსენებლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge

1794473130

ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...

მისი განმარტებით, კარგად რომ გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე, „საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” წინაშე უნდა დაისვას მთელი რიგი კითხვები, რომლებზე პასუხებიც დროულად უნდა მიიღოს საზოგადოებამ და შემდგომ განსაჯოს, რამდენად აუცილებელია და რამდენად სამართლიანი იქნება ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხარებლო ტარიფების “გადახედვა”.თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის სქემაში, უკვე წლებია, სრულიად არაბუნებრივად არის ჩართული რამდენიმე საშუამავლო კომპანია.“მე მივესალმები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ელექტროენრგიის იმპორტის სქემიდან საშუამავლო კომპანიების “ჩახსნის” თაობაზე. მაგრამ აქვე მიჩნდება კითხვა - თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიღებულია ელექტროინერგიის იმპორტის კონტექსტში, რატომ არ უნდა გავრცელდეს იგივე მიდგომა ბუნებრივი აირის იმპორტის შემთხვევაში? - მით უფრო, რომ ბუნებრივი აირის იმპორტიდან ამ ზედმეტი რგოლების ამოყრის შემთხვევაში (ელექტროენერგიის კონტექსტიდან განსხვავებით), რეალური შანსი ჩნდება, რომ ამ ნაბიჯმა ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასის შემცირებაც კი გამოიწვიოს.  და, რაც პირველ  რიგში კიუნდა გაუქმდეს  მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მიერ   შეგნებულად არასწორად გამოცემული, 2008 წლის 24 ივლისის #73 ბრძანება ბუნებრივი აირის დერეგულაციაზე, რამაც გამოიწვია საშუამავლო კომპანიების გაჩენა.გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია გაცვლითი კურსის კონტექსტიც - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კურსზეა დათვლილი ბუნებრივი აირის დღეს მოქმედი ტარიფი და რა კურსზე გეგმავს სემეკი მის დათვლას 2027 წლიდან, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სავალუტო ტაბლოზე 1 დოლარის ფასი მაქსიმუმ  2,6 ლარია, სავალუტო რეზერვები ისტოიულ მაქსიმუმამდეა შევსებული და არც ეროვნული ბანკი ელის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.მიმაჩნია, რომ ამ  სამი  უმნიშვნელოვანესი კომპონენტის გათვალისწინება აუცილებელია და სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასის შემცირების  ტენდენციაც დაფიქსირდება”, - აცხადებს ენერგეტიკოსი.“არანაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნევ დედაქალაქში წყლის არსებული ტარიფის საკითხსაც და აქაც ვხედავ მისი გაიაფების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. მანამდე კი პასუხები უნდა მივიღოთ შემდეგ კითხვებზე:ა) რამდენ ლარს შეადგენს დედაქალაქისთვის “ჯივიპის” მიერ მიწოდებული წყლის თვითღირებულება და რა მეთოდით (ფორმულით) ხდება მისი გამოთვლა?ბ) მიმიდინარე მომენტისთვის შესრულებული აქვს თუ არა “ჯივიპის” უკლებლივ ყველა საინვესტიციო ვალდებულება (მათ შორის,  პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის 245 განკარგულებით განსაზღვრული 100 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია?გ) ფიქრობს თუ არა სემეკი რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების შემთხვევაში, დაინერგოს ყველა ტიპის მომხმარებელთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების პრაქტიკა, სადაც დაწვრილებით იქნება გაწერილი ის ვალდებულებები, რაც გამანაწილებელ კომპანიებს (პრაქტიკულად ბუნებრივ მონოპოლისტებს) დაეკისრებათ პროდუქტის მიწოდების წყვეტის ან/და მისი არსაათანადო  კონდინციით მიწოდების დადგენილ შემთხვევებში”? - კითხულობს ენერგეტიკოსი.თემურ ჭიჭინაძის განცხადებით, მან ამ და კიდევ სხვა კითხვებით უკვე მიმართა როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ისევე სემეკს, და “თელასს” და მათგან პასუხების მიღების კვალდაკვალ გეგმავს გაასაჯაროვოს მისი მიგნებები, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადასადგმელი საიმისოდ, რომ ბუნებრივი აირზე სამომხმარებლო ფასები შემცირდეს და ასევე გაიაფდეს წყალი დედაქალაქში. ამ ორ პროდუქტზე ფასის შემცირების შესაძლებლობა რეალურია”, - ამბობს ენერგეტიკოსი.იგი ასევე განმარტავს, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებლად გადასაჭრელ საკითხად მიაჩნია, სამივე მიმართულებით (ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი) კომპანიების დედაქალაქის მომხმარებლებთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება.“ასეთ შემთხვევაში, მოისპობა ის მახინჯი პრაქტიკა, როცა მომხმარებელი ცალმხრივად არის ვალდებული გადაიხადოს მიწოდებული პროდუქტის დადგენილი ღირებულება, ხოლო კომპანიები არაფრით არიან მათ წინაშე ვალდებულნი, პროდუქტის მიწოდების წყვეტის, ან უხარისხო პროდუქტის მიწოდების (რასაც შინამეურნეობების მთელი რიგი მნიშვნელოვანი დაზიანებების გამოწვევა შეუძლია) შემთხვევებში.ენერგომატარებლებით მოსახლეობის უზრუნლყოფის საქმეში ინდივიდუალური /პირდაპირი/ ხელშეკრულებების ვალდებულების პრაქტიკის დანერგვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტს ცალსახად გააუმჯობესებს და ეს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო მოთხოვნილი სემეკის მხრიდან”, - მიაჩნია თემურ ჭიჭინაძეს.“ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სადღეისოდ კი კიდევ ის არის, რომ აუცილებლად და გადაუდებლად უნდა განხორციელდეს ობიექტური სახელმწიფო და საზოგადოებრივი მონიტორინგი, კომპანიათა მხრიდან საინვესტიციო  ვალდებულებების შესრულებაზე, რათა მოსახლეობა არ ენერგომატარებლებზე უსასრულოდ არ იხდიდეს იმ უსამართლო  ტარიფებს, რაც წინა ხელისულებამ (ნოღაიდელი, ხეთაგურის  (თვით)შემოქმედებით) დაგვიდგინა“, - დასძენს ენერგეტიკოსი.commersant.ge

1794472543

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელო...

იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 5 სიახლე დაინერგა. ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში - თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის 16 ფილიალში, დარეგისტრირდნენ შპს -დ ან ინდივიდუალურ მეწარმედ და ამისათვის, დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარაა. ერთი ვიზიტით, ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს. ბიზნეს ანაბარი გაუმჯობესებული პირობებით- თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია),  წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის - ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება. ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის. ელექტრონული სატენდერო გარანტიისმიღება ონლაინ - ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის. პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული.  ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან, 30 წუთშია შესაძლებელი. 70 000₾-მდე დაფინანსება მეწარმეებისთვის, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით - თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000₾-დან 70 000₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.  პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას. თიბისი ბიზნესის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/businessთიბისი ბიზნესის გუნდი, უახლოეს მომავალში, მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ  კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.

1794469740

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა

კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

1794408770