მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, 20 ივლისის ჩათვლით, MyCellfie აპში, შეგიძლია მიიღო მონაწილეობა “სელფის” სპორტულ ვიქტორინაში. მონაწილეობა სრულიად უფასოა და სამი გამარჯვებული სუპერპრიზით, PS5-ით დაჯილდოვდება!

როგორ ჩავერთო თამაშში?

  1. შედი MyCellfie აპლიკაციაში
  2. აირჩიე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
  3. გაიარე ავტორიზაცია შენი ნომრითა და ერთჯერადი SMS კოდით

მნიშვნელოვანია: თითოეულ ნომერზე დასაშვებია მხოლოდ ერთი პროფილის შექმნა. მანიპულაციის ან რამდენიმე ანგარიშის გახსნის მცდელობა გამოიწვევს გათამაშებიდან დაბლოკვას.

პრიზები და თამაშის წესები:

სელფის სპორტული ვიქტორინა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და პრიზის მოგება ყოველდღეა შესაძლებელი:

  • ყოველდღიური მატჩები: გააკეთე სწორი პროგნოზი, მატჩების წინა დღეს, ყოველდღიურ თამაშებზე და მიიღე 200 MB ინტერნეტი ყოველ სწორ პასუხზე
  • მთავარი პროგნოზი: აირჩიე ვინ გახდება წელს მსოფლიო ჩემპიონი და მიიღე 5GB ინტერნეტი 1 თვით, მსოფლიოს დასრულების შემდეგ. სწორი პასუხი დამატებით 500 ქულასაც მოგიტანს.

ქულების დაგროვება და მთავარი მარათონი:

ყოველდღიური პროგნოზებით (მიუხედავად იმისა, გამოიცნობ თუ არა) აგროვებ ქულებს:

  • გამოცნობის შემთხვევაში: 20-დან 500 ქულამდე
  • არასწორი პროგნოზებით მოიგებ: 5-დან 50 ქულამდე
  • ქულების ოდენობა დამოკიდებული იქნება მატჩის კვალიფიკაციაზე. მაგ: ჯგუფურ ეტაპზე, სწორი პროგნოზი დაჯილდოვდება 20 ქულით, ხოლო არასწორი 5-ით. ნახევარფინალში კი სწორი პასუხი 300 ქულას მოგიტანს, არასწორი - 50-ს.

ფინალური ჯილდოები ტოპ-მოთამაშეებისთვის:

ვიქტორინის დასრულებისას, რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულის მქონე მომხმარებლები დასაჩუქრდებიან:

ტოპ-3 ლიდერი საჩუქრად მიიღებს Sony PlayStation 5-ს.
ტოპ-10 ლიდერი მიიღებს 1-წლიან სრულად ულიმიტო პაკეტს (ყველაფერი ულიმიტო).

თუ რამდენიმე მომხმარებელს თანაბარი ქულა დაუგროვდება, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც უფრო ადრე დარეგისტრირდა და ჩაერთო თამაშში.

დამატებითი პირობები:

ინტერნეტ პრიზები ნომერზე ავტომატურად დაგერიცხება მატჩის დასრულებიდან 48 საათში.მოგებული ბონუსების ქეშად კონვერტაცია ან სხვა ფორმით გაცვლა დაუშვებელია.

PlayStation 5-ის მისაღებად, გამარჯვებული უნდა ეწვიოს სელფის ცენტრალურ ოფისს პირადობის მოწმობითა და სათამაშოდ გამოყენებული ნომერით.

👉  მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! - Cellfie