ეკონომიკა
2026 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 136.7 მლნ ლარით იზრდება და 30 858,0 მ...

მთავრობის ვალი - მშპ-ს 34,2%.ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური (თავდაპირველი გეგმა) მაჩვენებელი 1 136,7 მლნ ლარით იზრდება და 30 858,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება, მათ შორის:საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 810,0 მლნ ლარით და 27 850,0 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 23 890,0 მლნ ლარს (იზრდება 690,0 მლნ ლარით), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების წილი 3 960,0 მლნ ლარს (იზრდება 120,0 მლნ ლარით);გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად შეადგენს 3 008,0 მლნ ლარს (იზრდება 326,7 მლნ ლარით);არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) მაჩვენებელი იზრდება 130,0 მლნ ლარით და 480,0 მლნ ლარს შეადგენს;ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი შეადგენს 450,0 მლნ ლარს;ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 4 285,9 მლნ ლარს (მცირდება 777,2 მლნ ლარით);ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები იზრდება 437,5 მლნ ლარით და შეადგენს 35 993,0 მლნ ლარს.პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 79,8 მლნ ლარით იზრდება და შეადგენს 30 839,1 მლნ ლარს, მათ შორის:შემოსავლები - დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 877,0 მლნ ლარით და 25 873,3 მლნ ლარს შეადგენს.საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი იზრდება 690,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 23 890,0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: - საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 8 290,0 მლნ ლარით (იზრდება 69,0 მლნ ლარით); მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 270,0 მლნ ლარით 3 470,0 მლნ ლარს შეადგენს; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8 136,0 მლნ ლარით, რაც 256,0 მლნ ლარით მეტია არსებულ გეგმასთან შედარებით; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 785,0 მლნ ლარის ოდენობით (გაზრდილია 85,0 მლნ ლარით); იმპორტის გადასახადის განახლებული გეგმა განისაზღვრა 160,0 მლნ ლარით (იზრდება 10,0 მლნ ლარით); სხვა გადასახადების გეგმური მაჩვენებელი უცვლელია და 185,0 მლნ ლარს შეადგენს.სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 230,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 680.0 მლნ ლარის ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ზრდა ძირითადად გამოწვეულია ეროვნული ბანკის 2025 წლის მოგებიდან ფაქტობრივად მიღებული სახსრებით).გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები შემცირებულია 43,0 მლნ ლარით (საინვესტიციო გრანტების შემცირების ხარჯზე) და განისაზღვრება 303,3 მლნ ლარის ოდენობით.არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა გაზრდილია 30,0 მლნ ლარით და შეადგენს 230.0 მლნ ლარს.ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი მცირდება 50,0 მლნ ლარით და შეადგენს 450,0 მლნ ლარს;ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები თანხები განისაზღვრება 4 285,9 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საშინაო ფასიანი ქაღალდების წმინდა გამოშვების მაჩვენებელი არ იცვლება და განსაზღვრულია 1 800,0 მლნ ლარით; საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი, წლის ბოლომდე ათვისების პროგნოზის გათვალისწინებით, მცირდება 367,2 მლნ ლარით და შეადგენს 905,9 მლნ ლარს; საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი მცირდება 410,0 მლნ ლარის ოდენობით და შეადგენს 1 580,0 მლნ ლარს (მათ შორის ევროობლიგაციები 1 332,0 მლნ ლარი).

1794234487

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავ...

მომხსენებელმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ინფლაციის მაჩვენებლებსა და მონეტარულ პოლიტიკაზე ისაუბრა.„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.მისივე თქმით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება.საერთაშორისო რეზერვებზე საუბრისას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.მისი თქმით, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7.4% შეადგინა და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომელსაც მაღალპროდუქტიული და შედარებით ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორები განაპირობებს. მათ შორისაა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო საქმიანობისა და ტრანსპორტირების სექტორები.მისი თქმით, გამოსარჩევია საბანკო სექტორი, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს.საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილ „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტს მხარი დაუჭირა.

1794226229

ნათია თურნავა: გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობა...

მისი განმარტებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომელსაც მაღალპროდუქტიული და შედარებით ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორები განაპირობებს. მათ შორისაა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო საქმიანობისა და ტრანსპორტირების სექტორები. მისი თქმით, გამოსარჩევია საბანკო სექტორი, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს.როგორც კომიტეტის სხდომაზე  სებ-ის პრეზიდენტმა  აღნიშნა,  ეკონომიკური ზრდის ამგვარი სტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყნის საწარმოო პოტენციალის გაფართოებას და ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის განეიტრალებას. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.2% იქნება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს და 5.5%-ის ფარგლებში იქნება.ეკონომიკური სტრუქტურული ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყნის საგარეო პოზიციაზეც. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ისტორიულად დაბალი, მშპ-ის 2.9% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში 2.5%-მდე შემცირდა. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ხელს უწყობს როგორც მომსახურებით, ისე საქონლით ვაჭრობის დადებითი ტენდენციები.საგარეო ბალანსის გაუმჯობესების ფონზე გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხის პირობებში იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.

1794218575

ნათია თურნავა: სებ-მა 2026 წელს მონეტარული ოქროს პორტფელი დამატებით $5...

მისი ინფორმაციით,  საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შესაძლებლობა სავალუტო ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა პირობებმა შექმნა. 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ამ მაჩვენებელმა 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.  შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა. ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ეფექტიანი მართვისა და დივერსიფიკაციის მიზნით, 2024 წელს საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქრო დაამატა. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2026 წელს დამატებით ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა.  შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.ამასთან, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით მონეტარული ოქროსა და სხვა ვალუტების წილის ზრდა რეზერვების დივერსიფიკაციას, გლობალური ინფლაციური რისკებისგან მათ დაცვასა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.

1794217359

საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწ...

CARTIF–ი CAREC - ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის) ფარგლებში შემუშავებული პირველი შეთანხმება იქნება, რომლის შეუფერხებელი მუშაობა ხელს შეუწყობს CAREC-ის წევრ ქვეყნებს, ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მეტად გაამყარონ.შეთანხმების მიზანია ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, არასატარიფო ბარიერების შემცირება, ციფრული ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. CARTIF – ის მოლაპარაკებებში საქართველოს გარდა ჩართულია ჩინეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი.მოლაპარაკებების მეორე რაუნდში საქართველოდან მომლაპარაკებებლთა ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებლებმა მუშაობა დაასრულეს შეთანხმების ტექსტის სამ ოქმზე, რომლებიც ეხება ინვესტიციების ხელშეწყობას, სერვისების რეგულირებას და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულობას.მინისტრის მოადგილემ აღნიშნული პროცესი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების სხვა თავებზეც მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება.გენადი არველაძის თქმით, საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას.

1794210930

ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენცი...

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა Visa-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში.„საერთაშორისო საბარათე სქემებს ქართულ ბაზარზე მყარი პოზიციები აქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის უწყვეტ განვითარებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ Visa-სთან თანამშრომლობას და კომპანიის უწყვეტ ჩართულობას საქართველოს ფინანსური და საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება დაასახელა. Visa ეროვნულ ბანკს საქართველოს საგადახდო ბაზრის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აწვდის, რაც ბაზრის მიმდინარე ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას უწყობს ხელს.შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ. მისი ინფორმაციით Visa-ს გლობალურ ქსელს უნიკალურ შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც კომპანიას სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის, ხარჯვისა და მოგზაურობის ჩვევების ცვლილებაზე დაკვირვებისა და ამ ტენდენციების გაანალიზების საშუალებას იძლევა. „მთავარი ღირებულება მონაცემებსა და იმ ცოდნაშია, რომელსაც მათი ანალიზის შედეგად ვიღებთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გლობალური ტენდენციები ადგილობრივი ბაზრის კონტექსტში განვიხილოთ და უკეთ გავიაზროთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ.სესიის მთავარი მომხსენებელი Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მთავარი ეკონომისტი მოჰამედ ბარდასტანი იყო. მან მონაწილეებს გლობალური და რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები, მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკა და რეგიონისა და მსგავსი ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ბაზრებთან შედარებით საქართველოს ძლიერი პოზიცია გააცნო. „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონული და გლობალური ცვლილებების უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კომერციისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინები, რაც ბაზარზე ახალ დინამიკასა და შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს შედარებაა რეგიონისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე ბაზრებთან გვეხმარება, უკეთ შევაფასოთ, სად ვართ დღეს და რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემდგომი მიმართულებები“, - აღნიშნა მოჰამედ ბარდასტანიმ.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზებას, საგადახდო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას.

1793954812

აშშ-ის საელჩო: კორტნი ოსტრიანი შეხვდა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს,...

როგორც საელჩო აღნიშნავს, განხილვის თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და შუა დერეფნის საკითხი იყო.„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, მათ შორის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარება და ამერიკული კომპანიებისთვის არსებული სხვა შესაძლებლობები“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს 4 ნოემბერს შეხვდა.

1793951387

ყაზახეთი მზადაა საქართველოს გავლით ისრაელს 500 000 ტონამდე ხორბალი მია...

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით, აღნიშნული საკითხი ყაზახეთ-ისრაელის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მე-10 სხდომაზე განიხილეს.სასურსათო კორპორაციის („სასურსათო კორპორაცია“ სს) მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სამატ ტენბაევმა ხაზი გაუსვა, რომ კორპორაცია მზადაა განიხილოს გრძელვადიანი კონტრაქტები 200 000-დან 500 000 ტონამდე სასურსათო ხორბლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებაზე, რომლებიც ისრაელის ბაზრის მოთხოვნებზე იქნება მორგებული.„ექსპორტის შემდგომი გაფართოებისთვის ლოგისტიკა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ყაზახური პროდუქციის ისრაელელ პარტნიორებამდე მიწოდების პოტენციურ მარშრუტებად შემოთავაზებულია აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი, ასევე — ალტერნატიული გზები, რომლებიც ბალტიის ზღვის პორტებს იყენებს“, — აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

1793797917

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია, ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.ძირითადი ტენდენციებიინფლაცია ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9%-ით მოიმატა; საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინა; მომსახურების ინფლაცია 4.0%-ს გაუტოლდა. საბანკო სექტორი სექტემბერში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით სესხების წლიური ზრდის ტემპი 2.1 პპ-ით დაჩქარდა და 16.9% შეადგინა; დეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 43.0%-ზე შენარჩუნდა; სექტემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.5% შეადგინა. საგარეო სექტორი იმპორტი - წლიურად 15.3%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტემბრის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიანი იმპორტის ზრდაში 10.5 პპ შეადგინა; ექსპორტი - 4.0%-ით გაიზარდა და 731.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა შუალედური მოხმარების საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (4.5 პპ კონტრიბუციით); სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 26.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა - რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, „პუბლიკაციების“ რუბრიკაში.

1793791943

თბილისის ფინანსური სამიტი საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლ...

სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“ იყო. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.სამიტში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების და საინვესტიციო კომპანიების ლიდერები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. სწორედ მათი მონაწილეობით შეიქმნა პლატფორმა გლობალური ფინანსური ტენდენციების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.ორდღიანი სამიტზე მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ფინანსური სექტორის განვითარების აქტუალური ტენდენციები, რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარება, ციფრული ვალუტები, ხელოვნური ინტელექტი, ღია ბანკინგი, ფინანსური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.სამიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის შეხვედრები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და საინვესტიციო პოტენციალი გააცნოს. მისივე შეფასებით, სამიტი საკმაოდ წარმატებული იყო და მასში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.სამიტში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა. პანელური დისკუსიების ფარგლებში მათ ისაუბრეს რეგიონული საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობაზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებაზე, საბანკო სექტორის პერსპექტივებსა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებაზე. შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ფინანსური სექტორის განვითარების ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო.„თბილისის ფინანსური სამიტის“ მნიშვნელოვანი სიახლე იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმებული მემორანდუმები და ახალი ინიციატივები.კერძოდ, საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მომავალი ლიდერების სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ციფრული აქტივებისა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank-მა და სინგაპურში დაფუძნებულმა Global Finance & Technology Network-მა (GFTN). შეთანხმება ითვალისწინებს საქართველო-სინგაპურის გაცვლითი პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ქართველ სტუდენტებს სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტში (SMU) სწავლისა და საერთაშორისო ფინტექ ეკოსისტემის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.სამიტის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება AIFC Connect: Tbilisi 2026, რომელიც ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის, GFTN-ის ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებას, კაპიტალის ბაზრებზე ურთიერთწვდომის გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების ხელშეწყობას.სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ღონისძიება Global Use of RMB, რომელიც Bank of China-ს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის მიზანი ჩინურ იუანში (RMB) საერთაშორისო საინვესტიციო და საფინანსო შესაძლებლობების ხელშეწყობა და ჩინეთს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში სებ-სა და Bank of China-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით Bank of China საქართველოს ეროვნულ ბანკს CIBM ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითად მომსახურებას გაუწევს, რაც ეროვნულ ბანკს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.ღონისძიებამ ასევე უმასპინძლა საერთაშორისო ფინტექ ჰაკათონის დემო დღეს. ჰაკათონში მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო გუნდებმა ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინეს. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულმა გუნდებმა GITA-ს მიერ დაწესებულ ფულად პრიზებთან ერთად მოიპოვეს დუბაისა და სინგაპურის გლობალურ ტექნოლოგიურ  ღონისძიებებზე დასწრების საგზურები.„თბილისის ფინანსური სამიტი“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებას, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინოვაციების განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას. სამიტი ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

1793779429