როგორც ნათია თურნავამ განმარტა, კანონპროექტის მიზანია წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკის გადახედვა და იმ პროცედურების გამარტივება, სადაც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება შესაძლებელია.მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საფინანსო, განსაკუთრებით კი საბანკო სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პირველ ადგილზეა. სექტორზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 36-40% მოდის, რაც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესის მაჩვენებელია.„რადგან ეს დარგი არის ნომერი პირველი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, ჩვენც უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი და ამ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, პროცედურების გამარტივება არ გულისხმობს საზედამხედველო მოთხოვნების შემსუბუქებას. ეროვნული ბანკი კვლავ მკაცრად შეაფასებს საქართველოში შემოსვლის მსურველი ინვესტორების შესაბამისობას დადგენილ კრიტერიუმებთან.ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული მაღალი რეიტინგების გათვალისწინებას რათა იმ შემთხვევებში, როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ან მის მარეგულირებელ გარემოს მაღალი საერთაშორისო შეფასება აქვს, აღარ გახდეს საჭირო ყველა საკითხის ნულიდან გადამოწმება.ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი ღიაა სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან ინვესტიციების მოზიდვისთვის და მიესალმება როგორც ინდური, ისე ყაზახური, ბრიტანული და სხვა ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების ინტერესს.„ეს ცვლილება განპირობებულია არა კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, არამედ დარგის განვითარების დინამიკიდან გამომდინარე. პრივილეგია არავის სჭირდება და არც ისარგებლებენ. საუბარია იმაზე, რომ თუკი არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგი, ჩვენ ეს მივიღოთ მხედველობაში და ნულიდან არ დავიწყოთ იმ საკითხის გადამოწმება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო კომპანიების მიერ უკვე შეფასებულია“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.სების პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. პარლამენტმა 76 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ დოკუმენტს.
1794408595
ლაშა ხუციშვილის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს პენსიების ზრდას.„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ პენსიები გავზარდოთ უფრო სწრაფად, ვიდრე იზრდება, თუმცა არსებობს შესაბამისი ლიმიტები. შეგვიძლია კაპიტალურ დანახარჯებს მოვაკლოთ თუნდაც ის 2,5 მლრდ, რასაც იძახით, რომ უნდა გაიზარდოს საპენსიო დანახარჯები. ამით, გარწმუნებთ, რომ მაქსიმუმ 1-2 წელში, ჩვენ აღარ გვექნება აღარც ეკონომიკური ზრდა და არც ის გაზრდილი პენსიები, რომელიც ბოლო წლები მუდმივად იზრდება. მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბიუჯეტში შესაბამისი სოციალურ და კაპიტალური ხარჯების ბალანსი, რათა შევინარჩუნოთ მუდმივად პენსიების და სოციალურ-ჯანდაცვის ხარჯების ზრდის პერსპექტივა.პენსიების ზრდას, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს. თუმცა, აქაც არის ზღვარი იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ ბალანსი დავიცვათ ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში, სოციალური ხარჯების ნაწილში, მაქსიმალურად შევძლოთ კაპიტალური დანახარჯები, რომელიც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა შევინარჩუნოთ, რათა მომავალ თაობას განვითარების პერსპექტივა მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
1794398955
სურსათის უვნებლობის მიმართულებით გამოყოფილია 111 მილიონ ლარამდე;მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, ჯამში, დაიხარჯება 113,0 მილიონ ლარზე მეტი;ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა შეადგენს 387 მილიონ ლარზე მეტს.პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წლიდან 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული მეცხოველეობის, მეფრინველეობას და აკვაკულტურის განვითარების ახალ მიმართულებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ადგილობრივი წარმოების ზრდას.თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებაზე.ახალი პროგრამებია გათვალისწინებული მცირე საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის და საწარმოო დანახარჯების თანადაფინანსების მიმართულებით. შესაბამისად, 5 მილიონი და 20 მილიონი ლარის ოდენობით.სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მის ექსპლოატაციაზე, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, ჯამურად, მიიმართება 233 მილიონ ლარზე მეტი.მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდება სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომლის დასაფინანსებლად გამოყოფილია 17 მილიონ ლარზე მეტი.მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, სამინისტროს ფარგლებში 2027 წლის ბიუჯეტი 55 მილიონ ლარს აჭარბებს.სამინისტროს გარდა, მყარი ნარჩენების მიმართულებით თანხები გამოყოფილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 41 მილიონი ლარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის 40 მილიონი ლარი, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ჯამური დაფინანსება 136 მილიონ ლარს აჭარბებს.სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი სხვა პროგრამების დაფინანსება, მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 44 მილიონ ლარზე მეტით და 182 მილიონ ლარს აღემატება.
1794398811
ტენდერი 10 ერთეული ახალი, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის შეძენას ითვალისწინებს, საერთო ღირებულებით 70 მლნ აშშ დოლარი."საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს. თავის მხრივ, მგზავრთნაკადის ზრდა მნიშვნელოვანი ხელმშემწყობი ფაქტორი იქნება ქვეყანაში ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.
1794398709
სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგებისა და დამოუკიდებელი აუდიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანდო ფინანსური ინფორმაცია აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, რისკების სათანადოდ შესაფასებლად, კორპორაციული მართვის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკური გარემოს მიმართ ნდობის გასაძლიერებლად.მისი განცხადებით, ფინანსური ანგარიშგების ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის საზედამხედველო საქმიანობისთვისაც, რადგან ფინანსური ინსტიტუტების მდგომარეობისა და მათთან დაკავშირებული რისკების შეფასება სანდო, სრულყოფილ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ ინფორმაციას მოითხოვს.„ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტი ქმნის იმ სანდო საინფორმაციო საფუძველს, რომელიც აუცილებელია როგორც ბიზნესის, ისე ინვესტორების, კრედიტორებისა და მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობისთვის. გამჭვირვალე და სანდო ფინანსური ინფორმაცია ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რისკების სათანადო შეფასებას, კორპორაციული მართვის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური გარემოს მიმართ ნდობის განმტკიცებას“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და SARAS-ს შორის თანამშრომლობაზე, რომელიც 2020 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გაღრმავდა. თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგად დასახელდა ანგარიშგების ერთიანი პორტალი - Reportal.ge, რომლის საშუალებითაც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ანგარიშებისა და სხვა რეგულირებადი ინფორმაციის გამოქვეყნება შეუძლიათ.სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე ისაუბრა „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ BARTA მნიშვნელობაზე, რომელიც კომპანიებში ხარისხიანი ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს.„ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია BARTA. ამ ინიციატივამ წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ რეგულირების მიზანი მხოლოდ მინიმალური მოთხოვნების შესრულება არ უნდა იყოს. ჩვენი საერთო ამოცანაა კომპანიებში ისეთი კულტურის ჩამოყალიბება, სადაც ხარისხიანი ანგარიშგება და გამჭვირვალობა თავად კომპანიის ღირებულებად იქცევა“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეჯამდა საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული რეფორმის შედეგები. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის ოთხი პროფესიული ორგანიზაცია დაჯილდოვდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, SARAS-ის უფროსი დავით მჭედლიძე, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სხვა სპეციალისტები.
1794398003
15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე 60%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ.პროდუქტების ყოველკვირეული მარაგის შევსება, საოჯახო ნივთების შეძენა თუ ოჯახური ვახშმისთვის მომზადება მაღაზიაში მისვლის გარეშეც შესაძლებელია. Wolt Market-ის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ აპლიკაციაში შეარჩიონ საჭირო პროდუქტები და პირდაპირ სახლში მიიღონ.ფასდაკლებები Big Offers Day-ის ფარგლებში, პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიაზე ვრცელდება: ახალი ხილ-ბოსტნეულიდან, რძის პროდუქტებიდან, ხორციდან და თევზიდან დაწყებული, პურ-ფუნთუშეულით, ტკბილეულით, სასმელებითა და გაყინული პროდუქტებით დასრულებული. სპეციალური შეთავაზებები ასევე მოქმედებს საწმენდ საშუალებებზე, სამზარეულოსა და სახლისთვის განკუთვნილ ნივთებზე, საკანცელარიო ნაწარმზე.კამპანიის მთავარი იდეა ონლაინ შოპინგის სიმარტივისა და ხელსაყრელი ფასების შეთავსებაა. მომხმარებელს შეუძლია საჭირო პროდუქტები ფასდაკლებით შეიძინოს და, ამავე დროს, დაზოგოს დრო, რომელსაც ჩვეულებრივ მაღაზიაში მისვლას უთმობს.სპეციალური შეთავაზებების ნახვა Wolt-ის აპლიკაციაში, Wolt Market-ის Deals განყოფილებაშია შესაძლებელი. აქ თავმოყრილია კამპანიაში მონაწილე პროდუქტები, რომლებზეც ფასდაკლება, კონკრეტული პროდუქტის მიხედვით, 60%-ს აღწევს.Big Offers Day 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
1794390994
ოქტომბერში, მობაილბანკს მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათის გააქტიურება მომხმარებლებს უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან, სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ. ერთიანად გადასახდელი წლიური 250₾-იანი აბონემენტის ან ერთთვიანი 40₾-იანი აბონემენტის ნაცვლად, მომხმარებლები სააქციო პერიოდში თვეში მხოლოდ 20 ლარს გადაიხდიან. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ სრულწლოვან მომხმარებლებს, ფიზიკური ბარათის გამოყენებით.კიდევ ერთი სიახლე პირველი სწრაფი სამომხმარებლო სესხის აღებას უკავშირდება. მომხმარებლები, რომლებიც ამ ტიპის სესხს თიბისიში პირველად იღებენ, 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლებენ და სესხს დამატებითი ერთჯერადი გაცემის საკომისიოს გარეშე მიიღებენ.გაფართოვდა მობაილბანკის კრიპტო პლატფორმის შესაძლებლობებიც - ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალს ხუთი ახალი კრიპტოაქტივი: HYPE, MNT, KAS, SKY და PENGU დაემატა. შედეგად, პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.ოქტომბრის სიახლეებს შორისაა Visa+-იც - პირველად საქართველოში, თიბისის მობაილბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, საბანკო ბარათს ტელეფონის ნომერი დაუკავშირონ და Visa+-ის საშუალებით საერთაშორისო მასშტაბით თანხა მხოლოდ ტელეფონის ნომრით გაგზავნონ და მიიღონ. სერვისი ასევე იძლევა მობაილბანკიდან საერთაშორისო მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობას.თიბისის მობაილბანკი აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. თითოეული განახლების მიზანი ყოველდღიური საჭიროებების გამარტივება, დროის დაზოგვა და კიდევ უფრო კომფორტული ციფრული გამოცდილების შექმნაა.
1794389804
დაფინანსების მიზნობრიობები მოიცავს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე, სასათბურე და აკვაკულტურის მეურნეობების, ასევე შემნახველი საწარმოების მოწყობასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას.განხილვის დასკვნით ეტაპზეა დამატებით 9 განაცხადი, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 7,15 მილიონ ლარს შეადგენს.-2026 წლის 1 ივლისიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოში წარდგენილია 108 განაცხადი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 58,6 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური ფორმით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად და მოიცავს განაცხადის მიღებას, თანდართული დოკუმენტაციის განხილვასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება და აგრობიზნესის განვითარება. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ახალი პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები.
1794385215
„ჩვენ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები წამოვიწყეთ. 2026 წელს 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი უკვე დასრულებულია და ჩართულია ერთიან სამელიორაციო სისტემაში. ამ ეტაპზე გაფორმებულია 136 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 51 ინფრასტრუქტურულ პროექტზე. ამასთან, კომპანია აქტიურად მუშაობს არხების მოვლა-შენახვაზე, რაც გაწმენდით სამუშაოებსა და ჩამკეტი ფარების მოწესრიგებას გულისხმობს“, — განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.მისივე თქმით, მიმდინარე წელს სამელიორაციო სექტორში ხელშეკრულებების რეკორდული რაოდენობა გაფორმდა."წელს რეკორდული რაოდენობის კონტრაქტი გაფორმდა. ეს გახლდათ 65 ათას ჰექტარზე მეტი ირიგაციის სექტორში, დაახლოებით 7 ათასი ჰექტარი ტბორებისა და დრენაჟის მიმართულებით,"- აღნიშნა „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელმა.გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება ფერმერთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაზეც გაამახვილა. „საქართველოს მთავრობის ე.წ. სუბსიდირების გეგმამ ძალიან კარგად იმუშავა. წელს პირველად მოხდა, როდესაც „საქართველოს მელიორაციის“ ნაცვლად, პირდაპირ ფერმერები დასუბსიდირდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერი მხოლოდ პირველი მორწყვის საფასურს იხდიდა, ხოლო შემდგომ ხარჯებს სრულად საქართველოს მთავრობა ფარავდა და ფარავს“-აცხადებს თამაზაშვილი. BP.ge
1794385129
აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა.Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით.
1794309158
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...
1793178394
ნათია ჯანაშია უმდიდრეს ქართველ ქალთა ათეულში - ვინ იყო ინვესტორი
1793175663
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787
