„ნათია ჯანაშია დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება და აქტივებიც 60 მილიონ ლარს აჭარბებს. „ფორბსმა“ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სია გამოქვეყნა, სადაც სიის ბოლო ათეულში მყოფი ადამიანების ქონება 80 მილიონ ლარს აღემატება. ნათია ჯანაშია 60 მილიონი ლარის ქონებით სიის კანდიდატია, მაგრამ წელს მის მიღმა დარჩა“, - ამის შესახებ „აფბას“ აუდიტორული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.

„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ნათია ჯანაშიას აქტივები, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელიც საჯაროა და შევეცადეთ დაგვედგინა, თუ რა მოცულობის ქონებას ფლობს დღეს ჯანაშია. პირველ რიგში, გავითვალისწინეთ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული 29.3 მილიონი ლარი და დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფს“ აქვს გაკეთებული.

აქტივების დათვლაში გათვალისწინებულიასახელმწიფო ანგარიშგების პორტალზე განთავსებული მონაცემები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გასაჯაროვებული დასკვნა, ნათია ჯანაშიას უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც ნათია ჯანაშიას განცხადებებში და მის საკუთრებაში არსებულ გამოცემებშია ნახსენები, მათ შორის, ნათია ჯანაშიას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომანქანები, იახტის ტიპის კატარღები, საბრძოლო და სხვა სახისიარაღები.

აფბა ახორციელებს ამ მიმართულებით მონიტორინგსაც და ცვლილებების შემთხვევაში, მოახდენს ნათია ჯანაშიას ქონებრივი მაჩვენებლების კორექტირებას“, - ნათქვამია აფბას აუდიტორული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.