თურქეთმა თავისი გაზის ქსელი სირიის ქსელს დაუკავშირა და სირიისთვის გაზის მიწოდების დაწყებას მალე გეგმავს.

ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა OPEC-ის მე-9 საერთაშორისო სემინარზე განაცხადა.

„რაც შეეხება სირიას, ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩვენი გაზის ქსელი სირიის ქსელს მივუერთეთ. მალე სირიას გაზის მიწოდებას ვაპირებთ“, - თქვა მან.

ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) შესაძლოა ამ პროექტში თურქეთის პარტნიორი გახდეს.

„ამის წყალობით, ჩვენ შევძლებთ სირიაში ელექტროენერგიის წარმოებისთვის გაზის მიწოდებას და, იმედი მაქვს, სირიაში ცხოვრების ნორმალიზებას“, - დასძინა მან.

ადრე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა სირიას ბუნებრივი აირი მიაწოდოს.