საქართველოს ბანკი ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერას და რეგიონებში ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, 3, 4 და 5 აგვისტოს ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადი გაიმართა.
პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვორკშოპებში ჩართულიყვნენ, ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიეღოთ, ემსჯელათ საკუთარი ბიზნესების გამოწვევებზე და მიღებული ცოდნა რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობისას გამოეცადათ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო კურსს გადიან და ინტენსიურ ტრენინგებსა და ვორკშოპებში მონაწილეობენ. მათ ასევე აქვთ წვდომა დამატებით საგანმანათლებლო რესურსებსა და საინფორმაციო შეხვედრებზე, იღებენ პრაქტიკულ რჩევებს ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ბიზნესიდეები ექსპერტებთან ერთად განავითარონ.
„საქართველოს ბანკისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალ მეწარმეებს რეგიონებშიც ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ახალი კავშირები. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ამჯერად ქუთაისში გაიმართა. გვჯერა, რომ მსგავსი შესაძლებლობები ქალ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესების გაძლიერებასა და ახალი იდეების რეალიზებაში დაეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში












