„ჯეონათსი“ ოთხი მეგობრისა და პარტნიორის საერთო ხედვით შექმნილი თხილისა და მოცვის მეურნეობაა. ისტორია 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც დავით ქუხილავამ და მისმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ტექნოლოგიური ცოდნა და გამოცდილება მათ თხილის გადამამუშავებელი საამქროს შექმნის შესაძლებლობას აძლევდა.
პირველი ნაბიჯები მარტივი არ ყოფილა, თუმცა მცირე საამქრო დიდი წარმატების საფუძვლად იქცა. ხარისხის სრულად გასაკონტროლებლად საჭირო იყო ნედლეულის წარმოებაც. სწორედ ამიტომ, საწარმოს მალე საკუთარი თხილის ბაღებიც დაემატა.
მიზანი თავიდანვე ამბიციური და მკაფიო იყო: მაღალი ხარისხის ქართული თხილის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
„როდესაც ბიზნესი სულ ახალი დაწყებული გვქონდა, ერთწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ ოთხმა მეწილემ მხოლოდ 45 ლარი გავიყავით. თუმცა მაშინვე ვიცოდით, რომ ამ ციფრს არანაირი მნიშვნელობა არჰქონდა. მთავარი იყო გამოცდილება, მიზანიდა რწმენა, რომ შრომა აუცილებლად გამოიღებდა შედეგს. რამდენიმე წელიწადში ჩვენი ბიზნესი უკვე ძალიან წარმატებული გახდა. სირთულეები ყოველთვის გვხვდებაგზაზე - სხვაგვარად შეუძლებელია, მაგრამ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი.“ - დავით ქუხილავა.
დღეს, „ჯეონათსის“ პროდუქციის 100% ექსპორტზე გადის და მსოფლიოს 16 ქვეყანაში იყიდება. კომპანია ისეთი ცნობილი საერთაშორისო მწარმოებლების მიმწოდებელია, როგორებიცაა „Ferrero“ და „Nutella“.
წლებთან ერთად გაფართოვდა არა მხოლოდ მეურნეობა, არამედ ცოდნა, შესაძლებლობები, ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხანა დაპროფესიონალთა გუნდიც. კომპანიამ ჩამოაყალიბა ძლიერი და კვალიფიციური ჯგუფი, რომლის შენარჩუნებაც ახალი მიმართულების განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა — ეს იყო მოცვის კულტურა.
პირველი საცდელი პლანტაციის წარმატების მაგალითმა 2005 წელს დავით ქუხილავასა და მის პარტნიორებს ახალი შესაძლებლობა დაანახა. თან მოცვს განსაკუთრებული უპირატესობა აღმოაჩნდა: ამ კენკროვანი კულტურის სეზონი სწორედ მაშინ იწყებოდა, როდესაც სრულდებოდა თხილის გადამუშავების აქტიური სამუშაოები. ამგვარად, „ჯეონათსს“ შეეძლო გუნდი მთელი წლის განმავლობაში დაესაქმებინა.
მოცვის პლანტაცია ზუგდიდის რაიონში გაშენდა, პარალელურად კი კომპანიამ თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურაც მოაწყო. დღეს „ჯეონათსი“ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში 145 ჰექტარ თხილისა და 16 ჰექტარ მოცვის პლანტაციებს აერთიანებს. ფლობს თხილის გადამამუშავებელ ქარხანას, მოცვის შესანახ სამაცივრე სისტემას და, რაც მთავარია, ასაქმებს 120 მუდმივ თანამშრომელს, რომლებსაც კრეფვის სეზონზე 200-ზე მეტი დამხმარე ემატება.
„ჯეონათსის“ მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში მისი უცვლელი ფინანსური პარტნიორი პროკრედიტ ბანკია. ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყო სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პროგრამებისა და USAID-ის მხარდაჭერამაც.
„დაარსების დღიდან პროკრედიტ ბანკი ჩვენს გვერდით იდგა და საშუალებას გვაძლევდა, გაბედული ნაბიჯები გადაგვედგა. ეს თანამშრომლობა „ჯეონათსისთვის“ განსაკუთრებულად ძვირფასი და მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ჩვენ არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ მეგობრებიც გავხდით.“ - ამბობს დავით ქუხილავა.
„ჯეონათსის“ ისტორია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთიანობა და შრომა ძლიერ, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებულ ბიზნესად იქცეს. კომპანიას წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს ქართული პროდუქტების მსოფლიოსთვის კიდევ უფრო ფართოდ გასაცნობად.












