საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო)თავმჯდომარის მოადგილემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.
მან ასევე დეტალურად ისაუბრა დემოკრატიულპროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის როლსადა საარჩევნო საკითხების შესახებინფორმირებულობის მნიშვნელობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასა და მისგავლენაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველსაქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ დაამომწურავ ინფორმაციას აწვდის.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიას დაეთმო. ბანაკის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს სხვადასხვა საარჩევნო თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს და მისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრა 2026 წლის საზაფხულო ბანაკები სპროექტის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას.













