2026 წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთასამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 11 828 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოვლენილი დარღვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • საკონტროლო-სალაროაპარატის გამოყენებისწესების დარღვევის - 4739
  • გადასახადისგადამხდელად აღრიცხვის წესისდარღვევის - 106
  • საგადასახადოორგანოს უფლებამოსილიპირისათვის წინააღმდეგობის გაწევის - 3
  • პირისმიერ სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებულივალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც სსკ-ით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამარ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - 5747
  • საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშეტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისასსასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლისშეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზეუარის თქმის - 1233

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მეწარმეებს, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და საქმიანობა საგადასახადო წესების სრული დაცვით განახორციელონ. უწყება საგადასახადო მონიტორინგის ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.