ნათია ჯანაშიას შიშები დაკავშირებულია დასაბრუნებელ თანხებთან
მას შემდეგ, რაც 2019 წელს
ინვესტორმა „აკადემიის“
70%-იანი წილი 29,3 მილიონ ლარად
შეიძენა (ეს თანხა სრულად
და ერთიანად აესახათ
ანგარიშებზე ნათია
ჯანაშიას და მის ქმარს),
შეთანხმების საფუძველზე,
ნათია ჯანაშია 5 წლის ვადით
ინარჩუნებდა დირექტორის
პოზიციას, ხოლო მისი ქმარი,
დავით ცეცხლაძე, მმართველ
რგოლში საქმიანობდა და
უშუალოდ ხელმძღვანელობდა
ლისის კამპუსების
მშენებლობის პროცესს. ამ
პერიოდის განმავლობაში,
მინორიტარმა აქციონერებმა
(30%) მხოლოდ ოფიციალური
შრომითი გასამრჯელოს
სახით რეკორდული
ფინანსური სარგებელი
მიიღეს - წლიურად 1 მილიონი
ლარი, რაც 5 წლის მანძილზე
ჯამში 5 მილიონ ლარს
შეადგენდა. - ეს იმდენად
უტყუარი ფაქტებია, რომ
ნათია ჯანაშიას მხარესაც
კი არასოდეს
გაუპროტესტებია, -
აღნიშნავენ
აფბაში.„მაჟორიტარი
აქციონერის მხრიდან ნათია
ჯანაშიასა და მისი
ქმრისთვის განსაზღვრული
ეს უპრეცედენტო
ანაზღაურება, ლოგიკურად,
კომპანიის ჯანსაღი
მართვისა და ნებისმიერი
სახის გადაცდომის თუ
კანონდარღვევის
გამორიცხვის გარანტი უნდა
ყოფილიყო. მაგრამ
განვითარებულმა
მოვლენებმა საპირისპირო
რეალობა აჩვენა -
კომპანიაში უმძიმესი
ფინანსური დარღვები
გამოვლინდა. - „დიდი
ოთხეულის“ წევრი
ავტორიტეტული
საერთაშორისო აუდიტორული
კომპანიის დასკვნით
დადასტურდა, რომ ნათია
ჯანაშიას დირექტორობის
პერიოდში აკადემიიდან
თაღლითური სქემებით 4
მილიონი დოლარის ოდენობის
თანხაა მითვისებული.
სწორედ ამ ფაქტებზე
მიმდინარეობს გამოძიება
ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურში
(საქმე #092060925001)“, - აზუსტებენ
ორგანიზაციაში.„გარდა
ამისა, ძალიან
მნიშვნელოვანია
გამოვლენილი ის გარემოება,
რომ უფლებამოსილებისა და
შრომითი ხელშეკრულების
ამოწურვის მიუხედავად, 2024
წლის ივნისიდან 2025 წლის
იანვრამდე ჯანაშია და მისი
ქმარი მაინც ურიცხავდნენ
საკუთარ თავს კოლოსალურ
ხელფასებს. ამ გზით, მათ
სალაროდან უნებართვოდ
გაიტანეს არც მეტი, არც
ნაკლები - 666 666 ლარი. კიდევ
სხვა ეპიზოდია, რომ 2019-2025
წლებში, მათ აკადემიის, ანუ
მოსწავლეთა ფინანსები,
საკუთარ კეთილდღეობას
მოახმარეს. კერძოდ, -
აფინანსებდნენ პირად
მოგზაურობებს, შვილებისა
და მშობლების დაზღვევას,
ნათესავების სწავლას და
სხვა პირადი ხარჯებს, რამაც
დაწესებულებას ჯამში 2
მილიონ ლარამდე ზიანი
მიაყენა“, - განმარტავენ
აფბაში.ანალიტიკოსების
თქმით, დატაცების სქემები
შეეხო უძრავ ქონებასაც:
„როგორც ირკვევა, ჯანაშიას
ქმარმა სკოლის ბიუჯეტით
საკუთარი ფართები
გაარემონტა და შემდგომში
აკადემიის უცხოელ
მასწავლებლებს ესფართები
არარეალურად მაღალ ფასად
მიაქირავეს. ფულს, ცხადია,
„აკადემია“ იხდიდა... ამ
სქემის შედეგად, ჯამში 345
ათას ლარზე მეტმა მოიყარა
თავი ცოლ-ქმარის
ანგარიშებზე.გამოვლენილი
ამ ფაქტების საპასუხოდ,
ნათია ჯანაშიას მხარეს,
დღემდე, არცერთი
ოფიციალური საბუღალტრო ან
ფინანსური მტკიცებულება
არ გაუსაჯაროებია. მათ
კუთვნილ ფეისბუქ
გვერდებზე განთავსებულ
ტექსტებში, გაუჩინარებულ
ათეულ მილიონობით ლარს
ისინი „სკოლაში
განხორციელებულ
ინვესტიციად“ ასაღებენ,
თუმცა ამის
დასადასტურებლად, მხოლოდ
ArchiCAD-ში და ისიც ხარვეზებით
შექმნილ ვიდეორენდერებს
სთავაზობენ
საზოგადოებას“, -
აღნიშნავენ
აფბაში.„სწორედ ზემოთ
აღწერილი რეალობიდან
გამომდინარეობს ის შიშები,
რაც ნათია ჯანაშიას მხარის
ნარატივში სულ უფრი
მკაფიოდ იგრძნობა - მათ
უკვე ნათლად ესმით, რომ
ადრე თუ გვიან, მოუწევთ
მკაფიო განმარტების
გაკეთება, თუ როგორ
გაფლანგეს 4 მილიონი დოლარი
და კომპანიის კუთვნილი
კიდევ სხვა სახსრები და
როგორ აპირებენ
„აკადემიისთვის“
მიყენებული ამ ზიანის
ანაზღაურებას“, - მიაჩნიათ
აფბას ანალიტიკოსებს.
1786523430