ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისსაგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტისმიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვისწესის ადმინისტრირება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოსტერიტორიაზე ფასის ლარით გამოხატვის წესებისდარღვევის 212 ფაქტი.
კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის 185 პირის მიმართ, სანქციის სახით გაფრთხილება იქნა გამოყენებული, ხოლო 27 პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 27 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/დაეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევისაგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.












