“თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა, რომლის მიხედვითაც ნათია ჯანაშია 70% -იანი წილის მფლობელი ინვესტორის გარიცხვას ითხოვს “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” პარტნიორთა რიგებიდან. ინვესტორმა თავის მხრივ, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ფიქრობდა, რომ ნათია ჯანაშია უკან გაიტანდა არაპროვოცირებულ სარჩელს, „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ასევე მიმართა სასამართლოს ნათია ჯანაშიას ქმედებების გამო შპს-დან გარიცხვის მოთხოვნით.
რთული სათქმელია, რა მოლოდინი ჰქონდა ნათია ჯანშიას, როცა აღნიშნულ დავას იწყებდა, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ ამ მოთხოვნის დაყენებით ნათია ჯანაშია ფინანსური ჩიხისკენ მიმავალ გზას დაადგა”, - აღნიშნავენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას ანალიტიკურ სამსახურში. აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
აფბას ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ სარჩელით ნათია ჯანაშიამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიყენა.
“რთული წარმოსადგენია, ნათია ჯანაშიას და მის იურიდიულ გუნდს იმთავითვე არ განესაზღვრა, რომ აღნიშნულ მოთხოვნას, ინვესტორის გარიცხვის თაობაზე, მოჰყვებოდა შესაგებელი სარჩელი ანალოგიური მოთხოვნით.
ასე მოხდა კიდეც.
ახლა, რომ განვიხილოთ ჰიპოტეტური დაშვება და მივიჩნიოთ, რომ ნათია ჯანაშიას დაუკმაყოფილდა პარტნიორის გარიცხვის მოთხოვნა - რა ხდება ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზამ უნდა შეაფასოს კომპანიის წილი და ნათია ჯანაშიამ ინვესტორს უნდა გადაუხადოს მის მფლობელობაში არსებული წილის სრული ღირებულება.
ახლა დავთვალოთ, თუნდაც უხეშად. 2019 წელს 70% წილი ნათია ჯანაშიამ 30 მილიონ ლარად გაყიდა. ანუ, 100 %-ის ღირებულება, იმხანად, დაახლოებით 42-43მილიონ ლარს შეადგენდა. მას შემდეგ 7 გრძელი წელიწადია გასული. ამ ხნის განმავლობაში, ინვესტორის წყალობით, კომპანია გაზრდილია, მისი კაპიტალიზაციაც გაზრდილია და მოგებაც. უძრავი ქონების ფასიც ლამის გასამმაგებულია… შესაბამისად, ყველაზე უხეში დათვლებითაც კი, კომპანიის ღირებულება, სულ მცირე,83-85 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ანუ, მისი 70%-ის ფასი 60 მილიონი ლარის ფარგლებში მაინც იქნება, დაახლოებით.
მიუხედავად იმისა, რომ ნათია ჯანაშია, თავისიქონებით, ობიექტურად ითვლება საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად, 60 მილიონი ლარის მობილიზებას ვერ შეძლებს. ეს დადასტურდა კიდეც მაშინ, როდესაც 2024 წელს ინვესტორიგან ნათია ჯანაშიამ ერთხელ გაყიდული წილის უკან გამოსყიდვა დააპირა და შემხვედრი წინადადების შემდეგ, მიხვდა, რომ ვერ აწევდა ამ თანხის მობილიზებას და სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ბინძური კამპანია ინვესტორის წინააღმდეგ.
შესაბამისად, გამოდის, რომ ნათია ჯანაშია ამ სარჩელით ფინანსური ჩიხის გზას დაადგა და იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მას ამ სარჩელს დაუკმაყოფილებს, რაც ვერასოდეს მოხდება მტკიცებულებებისა და არგუმენტების არქონის გამო, ნათია ჯანაშია მის მიერვე დაგებული ხაფანგის მსხვერპლი გახდება”, - აცხადებენ აფბას ანალიტიკურ სამსახურში.













