საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების ივლისის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის 2026 წლის ივლისის თვის შედეგები.

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის ივლისში
ივნისთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები
მცირედით გაიზარდა. ერთი მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა
წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 6-8%-ისა და 0-2%-ის ინტერვალში
ფიქრობენ. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა,
რომლებიც ფასების მატებას 4-6%-ის ინტერვალში მოიაზრებენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში ივნისთან
შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციურმა მოლოდინებმა
მცირედით მოიკლო.

ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობამ,
რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების მატებას 8%-ზე
მეტად და 2%-4%-ის ინტერვალში ფიქრობენ, შემცირებულია. თუმცა,
გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%-
6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში მოიაზრებენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების
ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, იმ
მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე
ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 4%-6%-ის ინტერვალში ფიქრობენ, მოიმატა. თუმცა, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც
ფასების უცვლელობას (0%-ის გარშემო ცვლილებას) და 2-4%-ის
ფარგლებში ცვლილებას მოელიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით
მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია. კერძოდ, იმ
რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%-
30%-ის ინტერვალში ელოდებიან, მომატებულია. ამის საპირისპიროდ,
რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების 0-10%-ს ფარგლებში
და უცვლელად შენარჩუნებას (0%) ელოდებიან, შემცირებულია.

გამოკითხულთა აზრით, ივლისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო
რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების
რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) წინა
თვესთან შედარებით შემცირებულია.