“ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებულ დავაში, მინორიტარი აქციონერი და 30%-ის მფლობელი, ნათია ჯანაშია იმაზე აპელირებას ცდილობს, რომ იგი შეცდომაში შეიყვანეს, საბაზროზე იაფად აიძულეს წილის გაყიდვა, დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს და მოკლედ, რომ მსხვერპლია და ჩაგრულია.

ფაქტები, რიცხვები და სამართლებრივი რეალობა კი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს და სწორედ ამიტომ არის განწირული წარუმატებლობისთვის ნათია ჯანაშიას მცდელობა, საზოგადოებას თავი წარმოუჩინოს, როგორც მსხვერპლმა და ჩაგრულმა”, - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავას მედიითა და სოციალური ქსელით, პერიოდულად,  ეხმაურება.

ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ ნათია ჯანაშიას მსხვერპლის ნარატივი ხელოვნურად არისშექმნილი და რამდენიმე ფუნდამენტურ მიზეზის გამო მყისიერად იშლება.

ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს 70% -იანი წილის გასხვისების მომენტზე და საკუთრივ ფაქტზე, რის შედეგადაც, 2019 წელს, ნათია ჯანაშიას და მის მეუღლეს, დავით ცეცხლაძეს გარიგების ღირებულება - 29,3 მილიონი ლარი პირად ანგარიშებზე აესახათ.

“სწორედ ამრიოდში, “აკადემია” საკმაოდ მძიმე სასესხო ვალდებულებებში იყო. მაღალრეპუტაციული ინვესტორის შესვლამ ამ ვალდებულებების საგრძნობლად შემსუბუქება გამოიწვია და შედეგად, მომდევნო პერიოდში “აკადემიამ” 29.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირა, ხოლოუარყოფითი კაპიტალი რამდენიმე ათეულ მილიონიან დადებით მაჩვენებლამდე გაზარდა.

ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ნიშნავს, რომ მინორიტარმა აქციონერმა მიიღო როგორც დივიდენდები, ისე თავისი 30%-იანი წილის ღირებულების თვალსაჩინო ზრდა. ამ ფონზე რა ლოგიკით შეიძლება, ნათია ჯანაშია მსხვერპლად და ჩაგრულად ჩაითვალოს, გაუგებარია”, - ამბობს ცუცქირიძე.

იგი იხსენებს იმ ფაქტსაც, რომ ნათია ჯანაშიას მხრიდან დავის საჯარო სივრცეში გადმოტანისას, იგი ხშირად აპელირებდა, რომ 70%-იანი წილის გაყიდვისას მოატყუეს და წილი იაფად დაათმობინეს.

“ნათია ჯანაშიას ნარატივი საპნის ბუშტივით ქრება იმ ფონზე, როგორც კი საქმეში ჩნდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც 2019 წელს “აკადემიის” 70 %-წილში გადახდილი 29,3 მილიონი ლარი 500 000 ლარით მეტია მის იმდროინდელ საბაზრო ღირებულებაზე”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

გარდა ამ გარემოებებისა, ნათია ჯანაშიას “მსხვერპლობას” პერსპექტივა არ აქვს იმ ფონზეც, როცა ირკვევა, რომ იგი თავის ქმართან ერთად, ინვესტორის გადაწყვეტილებით, მენეჯმენტის გაწევის სანაცვლოდ კოლოსალურ სახელფასო ანაზღაურებას იღებდა. ჯამში, წლიურ 1 000 000 ლარზეა საუბარი. ანუ, ხუთწლიან პერიოდში - 5 000 000 ლარზე.

ჩემი ინფორმაციით, საგანმანათლებლო სექტორში, მსგავსი კოლოსალური სახელფასო ანაზღაურება უპრეცენდენტოა”, - ამბობს ცუცქირიძე.

“ყველაზე მთავარი და საგულისხმო კი ისაა, რომ  ნათია ჯანაშიამ ინვესტორთან დავა მხოლოდ 2024 წელს, მას შემდეგ წამოიწყო, რაც იგი და მისი ქმარი “აკადემიის” მართვის ბერკეტებ სრულიად კანონიერად (მხოლოდ მენეჯმენტ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ) ჩამოცილეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მოხდა მისი მენეჯმენტის პერიოდში გაფლანგვისა და არამიზნობრივი ხარჯების დადასტურებულად გამოვლენის ფონზე, რომელთა ჯამმა 4 მილიონ დოლარს და 2 მილიონ ლარს გადააჭარბა”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ამ ვიარებაშიც კი, ინვესტორი შემწყნარებელია. იგი განიხილავს  ნათია ჯანაშიას მხარის არარელევანტურ - გამოისყიდოს 70% წილი საბაზროზე დაბალ ფასად. ინვესტორი ნათია ჯანაშიას საპასუხო შეთავაზებას უბრუნებს, რაც გულისხმობს ცოლ-ქმრის მფლობელობაში არსებული 30 %-იანი წილის გამოსყიდვას, ოღონდ 33 %-ით უფრო ძვირად, ვიდრე ეს ნათია ჯანაშიამ მას თავის მხრივ შესთავაზა.  

შესაბამისად, თუ ნათია ჯანაშიას განზრახვა პატიოსანი იყო, მაშინ, ფაქტია, მან იმდენად მომხიბვლელი და სარფიანი წინადადება მიიღო, რომ მასზე უარის თქმა, უბრალოდ ფინანსური უგუნურებაა. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ იგი ამ წინადადებას არ იღებს და მასზე უარს ამბობს.

რა უნდა ითქვას აქ? - თუ შენი მიზანი ბიზნესისსამართლიანი შეფასება და პარტნიორობიდან ცივილიზებულად გამოსვლაა, ენივე ნათქვამ ფასთან შედარებით 33%-ით გაზრდილ ფასზე უარისთქმა და კონფლიქტის ესკალაცია მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მიზანი არა უფლებების დაცვა და სამართლიან ფასად გარიგება და მორიგება, არამედშანტაჟის ფონზე რეიდერული განზრახვის სისრულეში მოყვანის მცდელობა“, - განმარტავს ანალიტიკოსი.

გიორგი ცუცქირიძე დავის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ნათია ჯანაშიასთვის უკუშედეგი მოიტანა მისმა სტრატეგიამ, “მსხვერპლის” იმიჯის შესანაჩუნებლად ინვესტორთან დაკავშირებული კომპანიების (ჯამში 5 მილიარდინ ლარის კაპიტალიზაციის მქონე კორპორაციაზეა საუბარი, რომელიც ქვეყნის მშპ-ის 4%-ზე მეტს აგენერირებს) და ამით საქართველოს ეკონომიკის აგრესიულ ბოიკოტირებასა და საბოტაჟზე გადასულიყო.

“ნათია ჯანაშიას მოთხოვნა ინვესტორის დელისტინგზე ლონდონის ბირჟიდან, ქართული მართლმსაჯულების არასანდოობისა და მთელი ხელისუფლების კორუმპირებულად წარმოჩენის მოტივით ლონდონში ჩივილი, საზოგადოებისადმი მოწოდება, ბოიკოტი გამოუცხადონ ინვესტორის მიერ მართულ უმსხვილეს ფინანსურ და სხვა კომპანიებს და მასობრივად გაიტანონ დეპოზიტები და ა.შ. მხოლოდ კონკრეტულ დავაში მისივე პოზიციების სამართლებრივ სისუტეზე და მოახლოებულ ფიასკოზე მეტყველებს.

როდესაც ადამიანი, რომელ ინვესტოთან პარტნიორობით ათეულობით მილიონ ლარს იშოვის, შემდგომ იწყებს პარტნიორის რეპუტაციულ ნგრევასდა სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვს მის გარიცხვას კომპანიიდან, ის მსხვერპლი კი არა, თავდამსხმელია.

სწორედ ამ რეპუტაციული ზიანისა და მიზანმიმართული დეზტრუქციული მოქმედების გამო, ინვესტორმა, საპასუხოდ, შესაგებელი სარჩელით, მოითხოვა ნათია ჯანაშიას პარტნიორობიდან გარიცხვა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოში ნათია ჯანაშია მსხვერპლისროლი საბოლოოდ დასამარდება, ხოლო პროცესი, დიდი ალბათობით, კომპანიიდან მისი გარიცხვით დასრულდება”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.