გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობაზე და აღნიშნულ სფეროში საქართველოს ექსპორტის პოტენციალზე.

მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო საქართველოს შესაძლებლობები აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის ზრდის კუთხით.

ვაჭრობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის პრაქტიკულ დონეზე გაძლიერების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას.