სებ-მა 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების თაღლითობისგან დაცვის მიზნით საგადახდო მომსახურების მოთხოვნები გაამკაცრა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნათია ჭყონიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის მიერ განხორციელებულ 500 ლარზე მეტი ოდენობის ტრანზაქციას 48 საათით შეაჩერებს.

"საერთაშორისო პრაქტიკიდან და გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად თაღლითობები როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში გახშირებულია, დღის წესრიგში დადგა მსგავსი ტიპის ცვლილების შემოღება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება თაღლითობის პრევენციებს. რადგან საპენსიო ასაკის მომხმარებლები უფრო მოწყვლადი სეგმენტია, კიდევ უფრო გაავძლიერეთ მონიტორინგის მექანიზმები.

თუკი მომხმარებელი 60 წელს აჭარბებს და  ტრანზაქციის თანხა  500 ლარზე მეტია, ამასთან, რისკიან მიმართულებაში ხდება ამ ტრანზაქციის გატარება, მაგალითად, კრიპტოს ვაჭრობაზე და სხვ. - ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა შეაჩეროს, ან დააყოვნოს 48 საათით ამ ტიპის ტრანზაქციის შესრულება. მომხმარებელს ამ პერიოდის განმავლობაში უნდა დაუკავშირდე მომხმარებლებს და გააცნო ის რისკები, რაც არის და აუხსნა რატომ აჩერებ ამ ტრანზაქციას, რადგან მან კარგად შეაფასოს ნამდვილად თავად ასრულებს თუ არა ამ ტრანზაქციას. ამ დროის შემდგომ თუ მომხმარებლის მკაფიო თანხმობა იქნება პროვაიდერმა შემდგომ უნდა განახორციელოს ეს ტრანზაქცია", - აცხადებს ნათია ჭყონია. 

BP.GE