ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #612


1760517890
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები.„დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ხიდზე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე, საინჟინრო-საკვლევი სამუშაოები განხორციელდა, რის საფუძველზეც დაიგეგმა სარეაბილიტაციო პროცესი.პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები. ასევე, სანიაღვრე სისტემა შეიცვალა და დაემატა ცხაურები, ჩატარდა ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. გარდა ამისა, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. გზის სავალი ნაწილი სრულად განახლდა - დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. ხიდზე არსებული ტროტუარები სრულად რეაბილიტირდა და გარე განათების თანამედროვე, ენერგოეფექტური LED ლამპიონები მოეწყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, ორთაჭალჰესის ხიდზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა, საავტომობილო მოძრაობა კი ორმხრივად აღდგენილია.
1760525335

გარდა ამისა, Global Finance-მა საქართველოს ბანკი ზედიზედ მეორედ, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.საქართველოს ბანკი საუკეთესოდ დასახელდა შემდეგ კატეგორიებში:მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით;საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით;საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით.აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის ჯილდოს მონაწილეები იყვნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბანკები, როგორიცაა: Relovut, Bank of America, BBVA, DBS,Citi და სხვა. მონაწილეები გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, საბოლოო გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.გამარჯვებულები ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდის და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ.ინფორმაციისთვის, მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.Global Finance გავლენიანი ბრიტანული გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან არსებობს და მკითხველები მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ჰყავს. გამოცემა რეგულარულად გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს, როგორც გლობალურად, ისე რეგიონულ და ქვეყნის დონეზე. დაჯილდოება, რომელიც უკვე 26-ედ გაიმართა, მსოფლიო ფინანსური ინდუსტრიისთვის სანდო წყაროდ იქცა.
1760525040

„კანონპროექტის ინიციატორებმა და მხარდამჭერებმა უნდა განუმარტონ საზოგადოებას და წონადი არგუმენტები წარმოადგინონ გადაადგილების შეზღუდვისთვის, რადგან საკითხი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ეხება. შესაბამისად, გადაადგილების თავისუფლება რომ შეიზღუდოს, მას უნდა ჰქონდეს სერიოზული, ლეგიტიმური მიზანი. აუცილებელია, ეს მოხდეს მხოლოდ სასამართლოს კონტროლით, როგორც წინასწარი, ასევე შემდგომი ან მიმდინარე სასამართლო კონტროლით.კონსტიტუციურ უფლებაში ასეთი ქირურგიული ჩარევა, თანაც ყოველგვარი დასაბუთებისა და ჯეროვანი პროფესიული დებატების გარეშე, შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად იქცეს. თავისთავად, ეს რას გამოიწვევს, წესით, ინიციატივის ავტორებს ნაფიქრი უნდა ჰქონდეთ, აგრეთვე კონსულტაციები უნდა გაევლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. აუცილებლად გაიზრდება მიმართვიანობა სამართალდამცავ ორგანოებში, მიუხედავად იმისა, რომ დავა, შეიძლება, სამოქალაქო იყოს“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.მისი აზრით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის კიდევ ერთი ნაკლი მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობაა, რადგან კანონი არ არის მხოლოდ ფორმალური აქტი, იგი განხილული და მიღებული უნდა იყოს სწორედ ისეთი გამჭვირვალე პროცედურებით, რომელიც ფართო მსჯელობას გულისხმობს.„ასეთი განხილვა არ ყოფილა, ხოლო ფორმალური საკომიტეტო მოსმენებით პროცესის კონსტიტუციურობის სტანდარტი ვერ იქნება დაკმაყოფილებული. ასე რომ, ბევრი კითხვის ნიშანია. თუკი ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება და ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით წარიმართება ოპონირება, ვფიქრობ, არ გაძნელდება მისი არაკონსტიტუციურობის ან კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის დადასტურება - ეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან წინააღმდეგობის დადასტურება, თუკი სტრასბურგში წავა ეს საქმე“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლევან ალაფიშვილმა.განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპერტ ამირან სალუქვაძეს, რომელმაც ცვლილებების პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კონკრეტულ პირებს არ უკავშირდება, თუმცა, გარკვეულწილად, სხვადასხვა მიმართულებით კორუფციის დონეს აუცილებლად შეამცირებს.„რაც შეეხება სიმკაცრეს ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებში არის მსგავსი პრაქტიკა - კორუფციას და დაუსაბუთებელ ქონებას ებრძვიან ყველგან, სხვადასხვა მეთოდებით. რა თქმა უნდა, როდესაც გარკვეული სუბიექტის მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, მას უნდა შეეზღუდოს ქვეყნიდან გასვლა იმიტომ, რომ უამრავი ფაქტია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სხვა დანაშაულების გამო, როდესაც პირი ტოვებს ქვეყანას და შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, ვერ ხერხდება მისი ექსტრადირება. უამრავი ადამიანია, რომელიც ძებნაშია სხვადასხვა დანაშაულის გამო, ამიტომ ოპერატიულობა ასეთ სიტუაციაში, აბსოლუტურად ლოგიკურია.ცვლილებების ამ პროექტში, ეკონომიკურ დანაშაულებზე მთავარი აქცენტი რომ ზარალის ანაზღაურებაზეა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული ჩინოვნიკი, თუ ჩინოვნიკთან გარიგებული პირი, გნებავთ, ბიზნესმენი აზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ თანხას ვერ ან არ აბრუნებს, დაპატიმრების შემთხვევაში, ისევ ბიუჯეტის ხარჯზე გვიწევს მისი შენახვა. ამიტომ ამოსავალი წერტილი აქ ფინანსური ზარალის ანაზღაურებაა და აბსოლუტურად სწორი აქცენტებია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ამირან სალუქვაძემ.წყარო: რეზონანსი
1760524968

ვრცელდება ადგილობრივების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ მიფრინავენ დრონები და ეჯახებიან ქარხანას. შეჯახების შემდეგ ქარხნის თავზე შავი კვამლი ამოდის.რუსული მედია, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ დრონების გამო უფის აეროპორტი რამდენიმე საათით დაკეტილი იყო.აღსანიშნავია, რომ უფა უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარეობს.
1760523142

ფორუმში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები - 2000-მდე სტუმარი 50-ზე მეტი ქვეყნიდან. 22 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება. მაღალი დონის, წარმომადგენლობითი ღონისძიების მონაწილეებს შორის იქნებიან რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონს მიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები და წამყვანი გლობალური კომპანიები.„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო კალენდარში უკვე მყარად დამკვიდრდა როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმა ქვეყნებს შორის დიალოგისთვის, ასევე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ეს არის მრავალმხრივ ეფექტიანი სადისკუსიო ფორმატი, სადაც განიხილება უახლესი ტრენდები არაერთი სექტორული მიმართულებით, გადაწყვეტილებები მიიღება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, კონკრეტული პროექტების თუ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების შესახებ.ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში" უკვე დაიწყო მუშაობა ფორუმის საორგანიზაციო შტაბმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით. როგორც შტაბის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ფორუმი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც თავს მოიყრიან მაღალი დონის მონაწილეები როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და ამდენად, მნიშვნელოვანია მისი შესაბამისად მაღალ დონეზე ჩატარება.„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. მრავალფეროვანია ღონისძიების პროგრამაც - ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები პანელურ დისკუსიებზე მონაწილეები განიხილავენ დაკავშირებადობისა და განვითარების ძირითად ასპექტებს, იქნება ეს გლობალური ვაჭრობის მომავალი თუ შუა დერეფნის, როგორც სიცოცხლისუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტის, მზარდი აქტუალობა. ასევე სესიები გაიმართება ენერგეტიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების საკითხებზე და ა.შ.აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სესია საქართველოს, როგორც სტრატეგიული საინვესტიციო ცენტრის წარმოჩენის საკითხს მიეძღვნება – ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის, რეფორმებისა და სექტორული შესაძლებლობების განხილვა რეგიონული ზრდისა და გლობალური კავშირების კონტექსტში.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხაზს უსვამს, რომ პანელებში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის მომხსენებლები და ექსპერტები, რაც ხელს შეუწყობს იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას სექტორებს შორის. „თითოეული სესია შექმნილია ქმედითი დასკვნებისა და რეკომენდაციების მისაღებად. ძირითადი პანელების პარალელურად, პარალელურ ღონისძიებებსა და დისკუსიებზე ყურადღება გამახვილდება რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის თვალსაზრისითაც. ეს მოიცავს ფოკუსირებულ სესიებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და, ასევე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტებზე (როგორც ენერგეტიკული, ასევე ციფრული). ფორმალური სესიების გარდა, ფორუმი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ნეტვორკინგს. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური სივრცეები B2B (ბიზნესი ბიზნესთან) და B2G (ბიზნესი მთავრობასთან) შეხვედრებისთვის, სადაც კომპანიებსა და ოფიციალურ პირებს შეუძლიათ შეხვდნენ პირისპირ გარიგებებისთვის, შეთანხმებების ხელმოსაწერად და ინიციატივების დასაწყებად“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.გასულმა წლებმა და არსებულმა რთულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გარემომ, მათ შორის რეგიონში, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ არსებობის საჭიროება და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა - ეს არის პლატფორმა, სადაც მხარეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ამასთან, ევროპა-აზიის დამაკავაშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტების, მათ შორის „შუა დერეფანზე“ არსებული მაღალი მოთხოვნის ფონზე წლევანდელი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს - საქართველო ხომ „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა.აღსანიშნავია, რომ წინა ფორუმებმა ხელი შეუწყო ასობით ორმხრივ შეხვედრას და თანამშრომლობის შეთანხმებას, ხოლო 2025 წლის ფორუმი კიდევ უფრო გაზრდის ამ შესაძლებლობებს. მათ შორის, ფორუმი მნიშვნელოვანი სივრცეა თანამშრომლობისთვის არაერთი სექტორული მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ეკონომიკა და ფინანსები და სხვ. ამასთან, წელს პირველად, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველო უმასპინძლებს თბილისის ფინანსურ სამიტს, სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით. სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინანსური სექტორის და ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები, ათობით ქვეყნის მედია-პლატფორმები კი აქტიურად გააშუქებენ ღონისძიების მიმდინარეობას. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია არსებული გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების პირობებში და გათვალისწინებით - წლევანდელი ფორუმი ხომ იმ მოცემულობაში ტარდება, როდესაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და გლობალური კავშირების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაზრდილია.„საქართველო, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისტორიულად, ყოველთვის ასრულებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა გლობალური სავაჭრო მარშრუტები იცვლება, ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა აძლიერებს საკუთარ, როგორც მრავალფუნქციური ჰაბის როლს, რომელიც რეგიონში თანამშრომლობისა და ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად საკვანძო სატრანზიტო მარშრუტებს სთავაზობს. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაკავშირებადობაში ინვესტირება შედეგად საერთო სტაბილურობასა და მეტ განვითარებას მოიტანს“, - აღნიშნავს გენადი არველაძე.
1760522898

ფინანსთა მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.შეხვედრას ასევე ესწრებოდა სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი როდრიგო ვალდესი. ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელის პირობებში გაგრძელდება ქვეყნის მხარდაჭერა ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი.
1760522726

თემურ ბასილია: ფულის რეფორმის შედეგად, 1995 წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტ...
1759478966
თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტო...
1759990560
დღეს 1 ოქტომბერს ქართული საზოგადოება გამოემშვიდობება ალი ისაევ-ავარსკი...
1759310004
არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის...
1759931397
Zeekr 9X – „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარს მალე ახალ მოდელს წარუდგ...
1759906980