ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის წინააღმდეგ“ - სასამართლო ქრო...
ეპიზოდი მეცხრე - 15
ოქტომბერი(სასამართლო
ქრონიკა)
(გარიცხვის/მემორანდუმიდან
გასვლის და ზიანის
ანაზღაურების
გაერთიანებული საქმის
მოსამზადებელი სხდომა)
ეპიზოდი მეცხრე - 15
ოქტომბერი15 ოქტომბერს,
თბილისის საქალაქო
სასამართლოში განახლდა
„ბრიტანულ-ქართულ
აკადემიასთან“
დაკავშირებით მიმდინარე
საქმის განხილვა. ამ
ეტაპზე, მთავარი სხდომის
ფორმატში, მოსამართლე
ქეთევან კურცხალიას მიერ
განიხილება
გარიცხვის/მემორანდუმიდან
გასვლის და ზიანის
ანაზღაურების
გაერთიანებული
საქმე.მხარეები, გარიცხვის
მოთხოვნის კონტექსტში,
სასამართლოს წინაშე
ახსნა-განმარტებებით
წარსდგნენ.ნათია ჯანაშიას
უფლებების დამცველებმა
ისაუბრეს იმ არგუმენტების
თაობაზე, თუ რატომ უნდა
გაირიცხოს პარტნიორობიდან
70%-ის წილის მფლობელი
„საქართველოს განათლების
ჯგუფი“ და რატომ არის
გარიცხვის საკომპენსაციოდ
შეთავაზებული 10 მლნ აშშ
დოლარი ადეკვატური
კომპენსაცია. ერთ-ერთი
ძირითადი არგუმენტი, რაზე
მხარემ ისაუბრა არის ის,
რომ მათი აზრით, 70%-ის მქონე
პარტნიორი ჩასაფრებული
ელოდა მენეჯმენტ -
კონტრაქტით
გათვალისწინებული ვადის
გასვლას და მხოლოდ ამის
შემდეგ წარუდგინა
მინორიტარ აქციონერს
პრეტენზიები. ჯანაშიას
დაცვის მხარე ამით იმის
ახსნას ცდილობდა, რომ თუ
მაჟორიტარმა აქციონერმა
იცოდა „აკადემიაში“
არსებული დარღვევების
შესახებ, მას არ უნდა
დაეყოვნებინა და
პრეტენზიები მყისიერად
უნდა წარედგინა
პარტნიორისთვის.
დაყოვნებით კი მან
„აკადემიის“ ინტერესები
დააზიანა და ამიტომ ის უნდა
გაირიცხოს
პარტნიორობიდან.ნათია
ჯანაშიას დაცვის მხარე
ასევე აპელირებდა იმაზე,
რომ „განათლების ჯგუფის“
მიერ ნათია ჯანაშიას
მიმართ წარმოდგენილი
პრეტენზიები, რომლებმაც
„აკადემია“ დააზიანა, არის
პრეტენზიები, რომლებიც
ნათია ჯანაშიას ეხება,
როგორც სკოლის დირექტორს
და არა როგორც „აკადემიის“
პარტნიორს. შესაბამისად,
თუკი პრეტენზიები
არსებობს, ისინი უნდა
მიიმართოს როგორც
მიყენებული ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნა
ნათია ჯანაშიასადმი და არ
უნდა განიხილებოდეს,
როგორც პარტნიორის მიერ
მიყენებული ზიანი
აკადემიისადმი. რომ ნათია
ჯანაშია ორი პოზიციით უნდა
განიხილებოდეს - როგორც
დირექტორი და როგორც
პარტნიორი და ეს
მოცემჯულობები მკაფიოდ
უნდა
გაიმიჯნოს.„განათლების
ჯგუფის“ ადვოკატებმა,
ახსნა-განმარტების
საკუთარ ვერსიაში,
სასამართლოს ვრცლად
წარმოუდგინეს ის
კონკრეტული ნაბიჯები და
ქმედებები, რითაც ნათია
ჯანაშიამ „აკადემიას“,
მისი განვითარების
ინტერესებს,
მნიშვნელოვანი ზიანი
მიაყენა და რომელთა გამოც
ის უნდა გაირიცხოს
„აკადემიის“
პარტნიორობიდან. ამ
ჩამონათვალშია
განთავისუფლების შესახებ
ინფორმაციის მიღების
მიუხედავად, იურიდიული
ბერკეტების მეშვეობით,
დირექტორის პოზიციაზე
დარჩენის მაქსიმალური
დროით გახანგრძივება და ამ
პერიოდში საკუთარი
თავისთვის და მეუღლისთვის -
დავით ცეცხლაძისთვის
აკადემიის ბიუჯეტიდან
წლიური 1 000 000 ლარიანი
ხელფასის გამოწერის
გაგრძელება; აკრედიტაციის
ცენტრსა და საერთაშორისო
საგანმანათლებლო
ცენტრებში არასწორი
ინფორმაციის მიწოდება,
რითაც აკადემიის
ფუნქციონირებას არსებითი
საფრთხე შეუქმნა;
აკადემიის ტერიტორიის
გამოყენება საკუთარი
მოძრავი ქონების
პარკინგისთვის; აკადემიის
ბიუჯეტიდან ისეთი
არამართლზომიერი ხარჯების
გაწევა, როგორიცაა პირადი
და ოჯახის წევრთა
მოგზაურობების
დაფინანსება, მათი
ადგილობრივი და
საზღვარგარეთ ყოფნისას
ჯანმრთელობის დაზღვევის
პოლისების დაფინანსება,
ოჯახის წევრთა და
ნათესავთა სწავლის
საფასურისგან
გათავისუფლება და ა.შ.
(არსებული ინფორმაციით,
მსგავსი ტიპის ხარჯების
ჯამური მოცულობა 2 000 000 ლარს
აჭარბებს); ასევე,
აკადემიის ლიკვიდაციის
საფრთხის წინაშე დაყენება,
როცა პარტნიორთა კრებაზე
იუსტიციის სამინისტროს
მიერ დამტკიცებული
განახლებული წესდების
მიღების წინააღმდეგ
წავიდა და მაჟორიტარი
პარტნიორის მიერ, კანონის
შესაბამისად, მისი მიღების
შემდეგ წესდების
მოქმედების შეჩერების
რამდენიმე მცდელობა
ჰქონდა, რამაც აკადემიის
არამარტო საოპერაციო
საქმიანობა შეაფერხა,
არამედ მისი საერთოდ
შემდგომი ფუნქციობაც კი
დააყენა რეალური საფრთხის
წინაშე.მოყვანილი იყო
ასევე რამდენიმე ეპიზოდი,
როცა ნათია ჯანაშია და
განსაკუთრებით მისი
მეუღლე, მიწაზე (აკადემიის
ტერიტორიაზე, საბავშვო
ღონისძიებისა თუ საკუთრივ
სასწავლო პროცესის
მიმდინარეობისას, ასევე
პარტნიორთა კრებების
მიმდინარეობისას), თუ
ჰაერში („ბრიტანეთის
ავიახაზების“ ბორტზე)
დებოშის მოწყობას და
მაჟორიტარი პარტნიორის
წარმომადგენლების
პროვოცირებას შეეცადნენ
მათი წონასწორობიდან
გამოყვანის მიზნით და სხვ
და სხვ.„განათლების
ჯგუფის“ ადვოკატთა
მოსაზრებით, სწორედ ამ და
კიდევ იმ სხვა ფაქტების
გამო, რამაც „აკადემია“
ფინანსურად აზარალა და
ასევე, მის ფუნქციობას და
განვითარებას ხელი
შეუშალა როგორც
ოპერაციული, ისე
რეპუტაციული ზიანის
მიყენებით, პარტნიორობიდა
ნათია ჯანაშია უნდა
გაირიცხოს.სასამართლომ
მოისმინა ზემოთ აღწერილი
ახსნა-განმარტებები.
სხდომა გადაიდო 28
ოქტომბრისთვის და იგი
განახლდება კვლავ მხარეთ
მიერ წარმოდგენილი
ახსნა-განმარტებებით -
ამჯერად მემორანდუმიდან
გასვლისა და ზიანის
ანაზღაურების საქმეებთან
მიმართებით.
1792404797