ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #613
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. მისიის მიერ აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა, ასევე უმუშევრობის დონის შემცირება. ხაზი გაესვა ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. მისია მოელის, რომ მომავალ წელს, შეუფერხებლად განხორციელდება ევრობონდების რეფინანსირება.მისია, ასევე მიესალმება მთავრობის განზრახვას, განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობის კუთხით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სსფ-ის წესდების (IV მუხლის დებულებით) გათვალისწინებულ მოლაპარაკებებს, რომელიც 2026 წლის მარტშია დაგეგმილი.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ეროვნული ბანკისა და სსფ-ის მისიის წარმომადგენლები.
1765884317
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხელფასების ზრდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გამოიკვეთა. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, გამორჩეულად მაღალი ზრდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტირება და დასაწყობების სექტორებში დაფიქსირდა.აღსანიშნავია, რომ ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5%-ით (230.8 ლარით) გაიზარდა და 2,420.9 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.3%-ით (187.4 ლარით) გაიზარდა და 2,000.9 ლარი შეადგინა. „ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რათა უზრუნველვყოთ დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1765882391
განხორციელებულ ინიციატივებს შორისაა, MAC Georgia-სთან ერთად 2025 წელს შექმნილი UNI Grant-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი, მათგან 55-ს დაუფინანსდა სწავლისა და ცხოვრების ხარჯები, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ, 13-მა კი მიიღო სწავლის დაფინანსება.„საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს, განათლების, ბიზნესის, დასაქმებისა და გარემოს დაცვის შესაძლებლობებს შექმნას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ცოდნა, ინოვაცია და პასუხისმგებლობა ერთმანეთთან ერთად ემსახურება საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, MAC Georgia-სთან თანამშრომლობით შევქმენით სასტიპენდიო პროგრამა UNI Grant, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს ვუფინანსებთ, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 68 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული პროექტი გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ განათლებაში ინვესტირება ეს არის სტრატეგიული გამოცდილება, რომელიც მხარს უჭერს არა მხოლოდ ახალგაზრდებს ახლა, არამედ წარმოადგენს ინვესტიციას მათ მომავალში. შესაბამისად, გვჯერა, რომ MAC Georgia-სთან ერთად ვქმნით სისტემურ საფუძველს, რომელიც საშუალებას აძლევს მოტივირებულ ახალგაზრდებს განათლების გზაზე არ გაჩერდნენ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.Uni Grant-ის შესახებUNI Grant-ის ინიციატივის მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა. ამისათვის, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს საჭიროებისამებრ უფინანსებს.ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
1765882251
ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის განაკვეთის დიაპაზონი 7.0%-7.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი 7.25%-ით განისაზღვრა. ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გაიზარდა განთავსების მოცულობაც და თავდაპირველად განსაზღვრული 30 მილიონი დოლარის ნაცვლად 45 მილიონი დოლარი შეადგინა.ფასიანი ქაღალდების ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. მოზიდულ თანხებს კომპანია სალიზინგო პორტფელის გასაზრდელად გამოიყენებს.“ვულოცავ თიბისი ლიზინგს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მსხვილი, დოლარში დენომინირებული, საცალო ობლიგაციების წარმატებულ განთავსებას - ფასიან ქაღალდებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა; ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა. მოხარული ვარ, რომ თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს - ერთობლივად უკვე 5 საჯარო ემისია გვაქვს განხორცილებული. წლის დასაწყისიდან დღემდე თიბისი კაპიტალის ჩართულობით ადგილობრივ ბაზარზე 11 საჯარო ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა მოცულობამაც 800 მილიონ ლარამდე შეადგინა. წლის ბოლომდე კიდევ გვაქვს დაგეგმილი განთავსებები და შედეგად, მყარად ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას”, - აცხადებს თიბისი კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე.„მინდა მივულოცო თიბისი ლიზინგს 45 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელს უწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს”, - აცხადებს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.“მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგი, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია, საიმედო პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პრეცედენტს ქმნის ქართულ რეალობაში. $45 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები პრეცედენტულია და პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც ადგილობრივ რითეილ ბაზარზე გვინახავს. ობლიგაციების განთავსებით მოზიდული ფინანსური რესურსი სრულად მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) სექტორის დაფინანსებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. თიბისი ლიზინგი ამ რესურსის მეშვეობით კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას, გააუმჯობესებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდის შექმნას. ეს არის არა მხოლოდ ფინანსური წარმატება, არამედ მკაფიო სიგნალი, რომ ბაზრის ნდობა ჩვენი კომპანიის მიმართ ძალიან მაღალია”,- აცხადებს თიბისი ლიზინგის დირექტორი გაგა გოგუა.„თიბისი ლიზინგი“ საქართველოს სალიზინგო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და 2013 წლიდან ინდუსტრიის ლიდერია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ფინანსურ ლიზინგს, საოპერაციო ლიზინგსა და უკულიზინგს. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, „თიბისი ლიზინგს“ ბაზრის 86%-იანი წილი უჭირავს და მისი პორტფელი 604 მილიონ ლარს შეადგენს. ემიტენტის 100%-იან მფლობელს საქართველოში წამყვანი კომერციული ბანკი, სს თიბისი ბანკი წარმოადგენს. „თიბისი ლიზინგს“ საქართველოს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მიღებული Fitch Ratings-ისგან - ‘BB’ სტაბილური პერსპექტივით.
1765879200
ლარის გამყარების პროცესი გრძელდება. როგორც ფინანსისტები აღნიშნავენ, რეალურად ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მყარი უნდა იყოს, მაგრამ ამას ცენტრალური ბანკის ინტერვენციები აფერხებს. სავარაუდოდ, სებ-ი ცდილობს, ზედმეტად არ გაძლიერდეს ლარი, პარალელურად დოლარის შესყიდვას აგრძელებს და სხვადასხვა მექანიზმით ხელს უშლით ლარის პოზიციების გაუმჯობესებას, ვინაიდან უფრო მეტად გამყარებული ეროვნული ლარი ეკონომიკის ზრდისა და ექსპორტისთვის შემაფერხებელ გარემოებად იქცევა."თიბისი კაპიტალის" ანალიზი სწორედ ამაზე მიანიშნებს, მისი მოკლევადიანი წონასწორობის მოდელის თანახმად, აშშ დოლარი/ლარის წონასწორული ნიშნული ოქტომბერში კვლავ შემცირდა და 2.61 შეადგინა, რაც ისევ ლარის ზედმეტად გაუფასურებაზე მიუთითებს.მოლოდინია, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ლარი რამდენიმე პუნქტით კიდევ გამყარდება, თუმცა 2,65-იან ნიშნულს არ ჩამოსცდება. არსებული პროგნოზით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლარის მერყეობის საზღვრები 2.67-2,71-ის შუალედში დაფიქსირდება.აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს რეზონანსთან" ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული ვალუტის სტაბილურობა.,,ლარს რაც ამყარებს ტრანზაქციებია, ანუ ემიგრანტებიდან საქართველოში ჩამორიცხული თანხები, ასევე უცხოურ კომპანიებში განხორციელებული ტრანზაქციები. ეს ის კომპანიებია, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე გაიხსნა.არის ალბათობა, რომ ლარი თვის ბოლომდე კიდევ გამყარდება. საახალწლო პერიოდია და დოლარის გაყიდვა აქტიურად მიმდინარეობს, ვფიქრობთ უფრო 2,67 -იან ნიშნულამდე ჩამოვა ლარი. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ლარის მერყეობის საზღვრებს 2.67-2,71-ის შუალედში ვვარაუდობთ.სებ-ი თავის ფუნქცია-მოვალეობებით არის დაკავებული, თუ შეიძლება ამას მოვალეობის შესრულება ეწოდოს. საერთოდ რაც მყარია ლარი, ექსპორტი მით უფრო იზღუდება, მე თუ მკითხავთ ლარი ოქროს შუალედი არის 2,80-2,85-იანი მაჩვენებელი, რომელიც ექსპორტსაც ხელს უწყობს და ტურისტულ ბიზნესსაც.ლარის წონასწორულ ნიშნულთან ჩამორჩენა ნამდვილად ვერ ზრდის გამყარების ალბათობას, ეს პროცესი უფრო პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტრანზაქციების მატებაზე არის დამოკიდებული", - განაცხადა ნიკა შენგელიამ.რაც შეეხება "თიბისი კაპიტალის" კვლევას, ლარის ზედმეტად გაუფასურების დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებაც. აღნიშნული ფაქტორებისა და სებ-ის მიმდინარე პოლიტიკის გათვალისწინებით, "თიბისი კაპიტალის" უცვლელი პროგნოზით, ლარი წლის ბოლომდე, დაახლოებით, არსებული დონის ფარგლებში შენარჩუნდება.მიუხედავად ამისა, საყურადღებოა, რომ ლარის წონასწორულ ნიშნულთან ჩამორჩენა საშუალოვადიან პერიოდში მისი გამყარების ალბათობას ზრდის, მათ შორის პოტენციურად ინფლაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისიდან გამომდინარე, რაც ლარი-ევრო-დოლარის სტრატეგიის კონტექსტში ასევე გასათვალისწინებელია. კერძოდ, შესაძლოა, უცხოურ ვალუტაში შედარებით მეტის სესხება იყოს ოპტიმალური.საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი იქნება შენარჩუნებული. ლარის გამყარების მიმართულებით მუშაობს ფულადი ტრანსფერები, რომელიც იზრდება. იგულისხმება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი თანხები, რაც ლარის გამყარების მნიშვნელოვანი ფაქტორია.,,ლარის გამყარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ფულად ტრანზაქციებთან ერთად, არის ეკონომიკური ზრდა, რაც ზოგადად გრძელვადიან პერიოდში ლარის გამყარებისკენ მიუთითებს.გარდა ამისა, რეფინანსირების განაკვეთი მაღალ ნიშნულზეა. სებ-ს ოდნავადაც არ შეუმცირებია, ვინაიდან ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია. ეს გარემოებაც ლარის გამყარებას განაპირობებს. ამას ემატება დეპოზიტების ლარში განთავსება, რადგან განაკვეთი ლარში მაღალია, ძალიან ბევრს გადაჰყავს უცხოური ვალუტაში განთავსებული ანაბრები ეროვნულ ვალუტაში, ესეც ლარის სასიკეთოდ მუშაობს. თუკი მომავალში სებ-ი შეცვლის პოლიტიკას და შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, შეიცვლება დინამიკა, ანუ დოლარი უფრო პოპულარული გახდება, რამაც შეიძლება გამყარების ტრენდი ცოტათი შეცვალოს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გოჩა თუთბერიძემ.ამჟამინდელი ტენდენცია კი პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ეროვნული ბანკი მაღალი რეფინანსირების განაკვეთს შეინარჩუნებს, თუმცა სებ-ი ეცდება ასე თუ ისე არსებული ნიშნული შეინარჩუნოს.,,ვერ გეტყვით, სანამდე გამყარდება ლარი, სებ-ი გააგრძელებს ინტერვენციებს, ის ეცდება შეინარჩუნოს არსებული კურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ცდილობენ დიდხანს კურსი სტაბილურად შენარჩუნებას. ამიტომ ეროვნული ბანკი კიდევ შეიძენს უცხოურ ვალუტად და გაზრდის სავალუტო რეზერვს. ამით ლარის გამყარების პროცესს შეანელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა გაჩნდება საექსპორტო ინდუსტრიაში. სებ-ის ხელშია მნიშვნელოვანი ბერკეტები და ამას გამოიყენებს ისე, რომ არც გაუფასურება დაუშვას და არც - მნიშვნელოვანი გამყარება", - დასძინა თუთბერიძემ.დეპოზიტების ლარიზაციის დინამიკა მჭიდრო კავშირშია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან. კერძოდ, ლარიზაციის გააქტიურებასთან ერთად, კვლავ აჩქარდა უცხოური ვალუტის შეძენის ოპერაციებიც. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 5.8 მილიარდი აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით 213 მილიონი აშშ დოლარით მეტია.ამასობაში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, რაც 58 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლიური ზრდა 16%-ია. მეორე პოზიციას იტალია იკავებს 50 მლნ დოლარით, საიდანაც ფულადი გზავნილები 11%-ით გაიზარდა. რუსეთი კი კვლავ მესამე პოზიციაზეა 38 მილიონი დოლარით, ამასთან, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა.წყარო: resonancedaily.com
1765877355
ქეშბექის ჯამური ლიმიტია 200 ლარი. აქცია უკვე ფასდაკლებულ პროდუქციაზეც ვრცელდება.„ბიბლუსის“ სივრცეში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ნაძვის ხეების, საახალწლო დეკორაციებისა და სათამაშოების და საჩუქრების ფართო ასორტიმენტი, ჯამში 5000-ზე მეტი პროდუქტი, რომლის უმეტესობაზეც ფასდაკლებით ისარგებლებთ. საახალწლო პროდუქციის დეტალურად სანახავად მიჰყევით ბმულს.„პეპელასა“ და XS Toys-ში კი დაგხვდებათ თქვენი პატარების საყვარელი სათამაშოები, რომელიც სერტიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. მათ შორის არის Barbie, Lego, Hot Wheels და სხვა. „პეპელას“ კოლექციის სანახავად მიჰყევით ბმულს. XS Toys პროდუქციის სანახავად მიჰყევით ბმულს. Cashback-ით სარგებლობის წესები: გადმოწერეთ აპლიკაცია ან ესტუმრეთ ვებგვერდს: cashback.ge გაიაქტიურეთ სასურველი შეთავაზება წინასწარ; გადაიხადეთ ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე. *წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია:iOS | Android ან შედით ვებ გვერდზეcashback.ge.როგორ მიხვიდეთ ჰუალინგ პლაზაში მარტივად?ბაზრობა ჰუალინგ პლაზას მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, „კარფურსა“ და „მიჰაუსს“ შორის არსებულ სივრცეში მოეწყობა. ეს ადგილი სტუმრებს მარტივი და კომფორტული გადაადგილების საშუალებას აძლევს. მიმდებარედ კი პარკირების დიდი, უფასო ზონაა.ესტუმრეთ საახალწლო ბაზრობას 12 დეკემბრიდან, ისარგებლეთ დიდი ფასდაკლებებით და აისრულეთ სურვილები.რუკასაზოგადოებრივი ტრანსპორტი: ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან - ჯუმბერ ლეჟავა #350 ავტობუსი ვარკეთილის მეტროდან - ჯუმბერ ლეჟავა #377 ავტობუსი ვარკეთილის მეტროდან - ჯუმბერ ლეჟავა #493 მიკროავტობუსი
1765876549
სოხუმში საზღვაო სადგური მოქმედად გამოცხადდა და მისი აღდგენა დაიგეგმა
1764676544
CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“...
1764851220
ყაზახურმა Freedom Bank-მა, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოდის, შესაძლ...
1764668170
კვერცხის დეფიციტის რეალური მიზეზები – "კოდას" დამფუძნებლის განმარტება
1765444141
დიდიე ტღებიუკი - საქართველო არის საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანა,...
1765280431












