ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #595
ერთობლივი ინიციატივები სტუდენტებს პროფესიული უნარების განვითარებასა და სამელიორაციო სექტორის სპეციფიკის გაცნობაში დაეხმარება, კომპანიას კი კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.მემორანდუმით გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სტუდენტებს გააცნო მელიორაციის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში, სექტორში დანერგილი სიახლეები და კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა.„კომპანიის განვითარებასა და წარმატებას პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე კადრები განსაზღვრავენ. მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მიიღონ ინფორმაცია სექტორის საქმიანობის, არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმი ახალგაზრდებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.ფაკულტეტის დეკანმა უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმისა და მსგავსი შეხვედრების როლზე ისაუბრა.სტუდენტების შეფასებით, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრები მათ ეხმარება უკეთ გაეცნონ პროფესიულ შესაძლებლობებს და სამომავლო დასაქმების პერსპექტივები განსაზღვრონ.„საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ლაბორატორიები და მუზეუმი დაათვალიერეს, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტში კი შახტა-ლაბორატორიებს გაეცნენ.
1793776810
პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ 2025 წელს მომხმარებლისთვის 13 მნიშვნელოვანი საბანკო მომსახურების პროცესი ნულიდან გადააწყო და როგორც საცალო, ისე ბიზნესმომსახურების ძირითად პროცესებს შეეხო.პროექტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი ანგარიშის გახსნის პროცესის გამარტივებაა: თუ ადრე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას დაახლოებით 40 წუთი და ფილიალში ვიზიტი სჭირდებოდა, დღეს ანგარიშის გახსნა მხოლოდ 45 წამში, სელფის გადაღებით არის შესაძლებელი.პროექტის ფარგლებში გარდაიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორებიცაა მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაციის მონაცემების აღდგენა, დეპოზიტისა და სესხის მიღება, გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების გადახდა, საინვესტიციო სერვისების გააქტიურება, ბარათის მომსახურება და ბიზნესმომხმარებლისთვის განკუთვნილი სერვისები.ტრანსფორმაციის პროცესში თითოეული ცვლილება წინასწარ გაანალიზებულ მონაცემებსა და მომხმარებლის საჭიროებებს დაეფუძნა, რამაც თიბისის გუნდებს შესაძლებლობა მისცა, მომსახურების პროცესები თანმიმდევრულად და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებაზე ორიენტირებულად გაეუმჯობესებინათ.The Digital Banker-ის ჯილდო თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მიზანს - მუდმივად გააუმჯობესოს საბანკო მომსახურება, დანერგოს ინოვაციური მიდგომები და მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები კიდევ უფრო გაუმარტივოს.
1793776587
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში მათთვის საინტერესო მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლოსაქართველოს ბანკის სტიპენდიით?პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის პარტნიორები არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია Tbilisi School of Communication Academy of Digital Industry Smart Academy IT Academy STEP Headvice BDO Academy ScaleUp სქილვილი (Skillville) AgileSchool Smart Fish Academy Edutech Academy Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია ნეომაინდ აკადემია Sky21 რე ედუქეითი ელექტრონული აკადემია დიზაინის ინსტიტუტი ღვინისა და გასტრონომიის აკადემია რა პროფესიების დაუფლება შეგიძლია?სასტიპენდიო პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამისი აკადემიის ვებგვერდს ეწვიონ.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკისსტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა; აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზეგანაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლითგაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერშექმნილი განათლების შესაძლებლობებივებგვერდზე.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარიმხარდამჭერი.
1793713320
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: 11 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე 12 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | გორი - Gori Inn 16 ნოემბერი | 17:00 - 18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50 17 ნოემბერი | 14:00 - 15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14 შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელიაწინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაცშესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ვებგვერდს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარიმხარდამჭერი.
1793710800
უფრო კონკრეტულად კი, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში 500 000-დან 1.5 მლნ ლარამდე სესხის შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი 14%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 1.5 მლნ-დან 5 მლნ-ის ჩათვლით სესხებზე კი კრედიტი 13 %-ში უნდა გაიცეს.ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, 500 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით, საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთზე დამატებულ 6%-ს არ უნდა აღემატებოდეს.5 000 000 ლარის ჩათვლით სესხებზე კი სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმი რეფინანსირების განაკვეთზე დამატებული 5%-ია."არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა ბენეფიციარებზე ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით. ამასთანავე, ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 0.09 ლარს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან შესაბამისი წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტის გაცემა დასაშვებია ყოველი წლის 1 სექტემბრიდან ამავე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.ბენეფიციარზე გასაცემი სესხის თანხა განისაზღვრება არანაკლებ 500 000 ლარიდან არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ჩათვლით, ხოლო სესხის ვადა არაუმეტეს 9 თვე. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად და გადასამუშავებლად აღებული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს არასტანდარტული ვაშლის შეძენას და/ან გადამუშავებას.ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხებისა) გაცემიდან 9 (ცხრა) თვის ვადაში სესხის ხარჯვის მიზნობრიობის დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა. თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტოს მხრიდან შეწყდება თანადაფინანსების შეთანხმება. აუდიტორული დასკვნით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე."-აღნიშნულია დოკუმენტში
1793709083
ფესტივალი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ფერმერმა ქალებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, სტუმრებს საკუთარი ნაწარმი წარუდგინეს. ფესტივალი მარადისელი ქალების კოოპერატივის, „მწვანე მარადისის“ მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ფერმერმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება, წარმატების ისტორიები და საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. ფესტივალის მიზანი ფერმერი ქალების წვლილის წარმოჩენა, მათი ნაწარმის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობებისა თუ შესაძლებლობების შექმნა იყო.ფესტივალის დასასრულს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. თიბისის სპეციალური ჯილდო „ყველაზე ინოვაციური პროდუქტის“ კატეგორიაში თამარ გოზალიშვილს გადაეცა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში აწარმოებს დამბალხაჭოსა და ჩურჩხელას, ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული. პარალელურად, უძღვება ბლოგს, რომლის მეშვეობითაც აუდიტორიას სოფლის ცხოვრებაზე უყვება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. თიბისიმ თამარ გოზალიშვილი ტრადიციული მეურნეობის განვითარების პროცესში თანამედროვე ციფრული და საკომუნიკაციოინსტრუმენტების წარმატებული გამოყენებისთვის დააჯილდოვა.ფერმერ ქალთა მოსავლის ფესტივალი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ასევე ეხმიანებოდა გაეროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2026 წელი ფერმერი ქალების საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული. ფესტივალი ჩატარდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, მომავალშიც გააგრძელებს ქალი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, მათიპროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
1793706812
ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია
1792667760
ნათია ჯანაშია 20 მილიონიან გრანდიოზულ სასახლეზე შეკითხვებს არ პასუხობს
1792661403
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...
1793178394
ნათია ჯანაშია უმდიდრეს ქართველ ქალთა ათეულში - ვინ იყო ინვესტორი
1793175663












