ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #593
აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები გლობალური სატარიფო პოლიტიკის ხანგრძლივობასთან და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ნორმალიზების სისწრაფესთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარში, მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორებად მაღალპროდუქტიული სექტორები და საგარეო მოთხოვნა მოიაზრება, ხოლო საშუალოვადიან ზრდას აღნიშნული ფაქტორების ნორმალიზება განსაზღვრავს. ოპტიმისტური სცენარი მიმდინარე წელს დაწესებული ტარიფების, საბაზო სცენართან შედარებით, სწრაფად შერბილებასა და სავაჭრო მიმოქცევასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირებას განიხილავს. პესიმისტური სცენარი გლობალური სატარიფო და მიგრაციული პოლიტიკების, საბაზო სცენართან შედარებით, მეტად დამძიმების ფონზე, გლობალური სავაჭრო და ფინანსური პირობების გამკაცრების რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ მომავალ პერიოდთან დაკავშირებით გაურკვევლობა და რისკები მაღალია.ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სცენარებში წარმოდგენილ ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-სცენარები არ წარმოადგეს ეროვნული ბანკის პროგნოზს და მათი გამოქვეყნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფასს 9 ანგარიშგების გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმოებას ემსახურება.ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს.
1766583892
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლასაქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტი - STEM სკოლა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით მოსწავლეების დაინტერესებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.სწორედ ამ მიზნით, VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის და მეცნიერების მიმართულებით.STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება.განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 90 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს - 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30-ს ნაწილობრივ.წელს STEM სკოლაში უკვე 2000-მდე მოსწავლემ ისწავლა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რაოდენობა კი 300-ზე მეტია.საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადაSTEM მიმართულებით განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM ოლიმპიადას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.STEM ოლიმპიადაში წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.სულ მალე STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, მოემზადონ ოლიმპიადის დავალებებისთვის, გაიუმჯობესონ ცოდნა და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
1766583651
კამპანია მოქმედებს 31 იანვრის ჩათვლით და განკუთვნილია: რესტორნებისა და ბარებისთვის სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის სპორტდარბაზებისთვის სასტუმროებისთვის მომსახურების სექტორში არსებული ნებისმიერი ბიზნესისთვის ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით პირველად განათავსებენ შეთავაზებას, მიიღებენ ერთკვირიანი სარეკლამო შეთავაზების სრულ დაფინანსებას საქართველოს ბანკისგან. კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთჯერადად შექმნან 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება, სადაც თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი ქულების მაქსიმალური ოდენობა 4 000 PLUS-ს შეადგენს. შექმნილი შეთავაზების შესახებ ინფორმაციის გავრცელება კი ბიზნესს საქართველოს ბანკის არხებში — მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ასევე ბანკის სოციალური მედიის ინსტრუმენტებით შეუძლიათ. კამპანიის ფარგლებში თითოეული ბიზნესისთვის შეთავაზების დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 1000 ლარით განისაზღვრება.Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, თავად შექმნას ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზებები და წარადგინოს ისინი ბანკის არხებში, რომელთაც 1 800 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.აღნიშნული შეთავაზების გარდა, კამპანიის ფარგლებში, მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ: მიიღონ პირველი POS ტერმინალი 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე ისარგებლონ 3%-იანი ქეშბექით Gulf-ის ობიექტებზე საწვავის შეძენისას ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებით, რაც მოიცავს: Nova-ს შერჩეულ პროდუქციაზე 10%-იან ფასდაკლებას Altido-ს ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებაზე 50%-იან შეღავათს; Inventer-ის მარაგების მართვასა და ინვენტარიზაციაზე 20%-იან ფასდაკლება; ხოლო Bolt-ში - 20%-იან ფასდაკლებას მგზავრობაზე და თანამშრომლების ულიმიტო დამატების შესაძლებლობას დამატებით, ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკული ონლაინ კურსები კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის მიმართულებით.შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
1766575555
„ახლა მზად ვარ განვიხილო 20-პუნქტიანი დოკუმენტის პროექტი. ეს პოლიტიკური დოკუმენტია ჩვენს, ამერიკას, ევროპასა და რუსეთს შორის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.მისი თქმით, ამ დროისთვის, ამერიკულ მხარესთან საერთო პოზიცია ორ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს: დონეცკის ოლქის და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით.უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, შეთანხმებაში შემდეგი პუნქტები შედის: უკრაინის სუვერენიტეტის კვლავ დადასტურება. შეთანხმების ყველა ხელმომწერი ამას თავისი ხელმოწერით დაადასტურებს.რუსეთსა და უკრაინას შორის თავდაუსხმელობის სრული და უპირობო შეთანხმება. ხანგრძლივი მშვიდობის შესანარჩუნებლად კონტაქტის ხაზზე მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება.უკრაინა უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს მიიღებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მშვიდობიან პერიოდში 800 000 სამხედრო იქნება. აშშ, ნატო და ევროპის ხელმომწერი სახელმწიფოები უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ.რუსეთი ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას ყველა საჭირო კანონში დაამტკიცებს და რატიფიცირებას მოახდენს.უკრაინა კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში ევროკავშირის წევრი გახდება.უკრაინა გლობალური განვითარების ძლიერ პაკეტს მიიღებს, რომელიც ინვესტიციებს განსაზღვრავს.უკრაინის ეკონომიკური აღდგენისა და რეგიონების რეკონსტრუქციისთვის რამდენიმე ფონდი შეიქმნება. მიზანი 800 მილიარდი დოლარის მოზიდვა იქნება.უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების პროცესს დააჩქარებს.უკრაინა დაადასტურებს, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ის არაბირთვულ სახელმწიფოდ დარჩება.ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვას სამი ქვეყანა, უკრაინა, აშშ და რუსეთი ერთობლივად უზრუნველყოფს, თუმცა დეტალები კვლავ განიხილება.ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ სკოლებსა და საზოგადოებაში პროგრამებს განახორციელებენ, რომლებიც კულტურულ გაგებასა და ტოლერანტობას ხელს შეუწყობს და ასევე რასიზმს აღმოფხვრის. უკრაინა რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ ევროკავშირის წესებს შეასრულებს.ტერიტორიების შესახებ პუნქტები შეთანხმებული არ არის. თუმცა, გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტია: პირველი - „იქ ვდგავართ, სადაც ვდგავართ“. დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ამ შეთანხმების თარიღის მიხედვით, ჯარების განლაგების ადგილი დე-ფაქტო კონტაქტის ხაზად იქნება აღიარებული, რომელსაც საერთაშორისო ძალები გააკონტროლებენ. მეორე - დონბასის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც ამ ზონის დემილიტარიზაციას ითვალისწინებს. უკრაინა ჯარების გაყვანას ეწინააღმდეგება. ეს ვარიანტი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ტერიტორიული საკითხი შეიძლება, საბოლოოდ ლიდერების დონეზე გადაწყდეს.რუსეთის ფედერაცია და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ მომავალში ტერიტორიულ მოწყობას ძალის გამოყენებით არ შეცვლიან.რუსეთი უკრაინას მდინარე დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში ხელს არ შეუშლის.ჰუმანიტარული კომიტეტი შეიქმნება, რაც ტყვეების, პოლიტპატიმრებისა და ბავშვების დაბრუნებას ითვალისწინებს.უკრაინამ შეთანხმების ხელმოწერიდან მოკლე ვადაში არჩევნები უნდა ჩაატაროს.ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება და მის შესრულებას „მშვიდობის საბჭო“ გააკონტროლებს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.როგორც კი შეთანხმებაზე თანხმობას ყველა მხარე გამოაცხადებს, სრული ცეცხლის შეწყვეტა მაშინვე ამოქმედდება.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს ამ პროექტთან დაკავშირებით რუსული მხარისგან პასუხს ელის.
1766575210
მისი თქმით, გიორგი კანდელაკს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
1766574721
მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ იმედი, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება. ამავდროულად, კონფლიქტის დასრულების სცენარი, როგორც ეს ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, 2022 წლიდან საქართველოში გაზრდილი სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ კვლავ რეორიენტაციას მოიაზრებს. მეორე მხრივ, აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია. ორმხრივი არგუმენტების ერთობლიობითა და ომის დასრულების გაზრდილი ალბათობის შესაბამისად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4.5%-ს მიაღწევს. რასაკვირველია, მოცემულ პროგნოზზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადები და პირობები, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუმცა აუცილებლად მხედველობაშია მისაღები.რაც შეეხება კვლავ 2025 წელს, როგორც მესამე კვარტალში, ასევე ჯამურად ცხრა თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი კონტრიბუტორები ინფორმაციისა და კომუნიკაციის და განათლების სექტორები იყო. უფრო გრძელვადიან ჭრილში, 2019 წელთან შედარებით, ზრდის ყველაზე მსხვილ კომპონენტებს ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტირება და ვაჭრობა შეადგენდა.ამავდროულად, ისევ მაღალია წმინდა სავალუტო შემოდინებები. კერძოდ, ნოემბერში ექსპორტი 44.2.%-ით გაიზარდა, იმპორტში კი 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი ბოლო წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ნოემბრის ექსპორტის ზრდას, ერთი მხრივ, რე-ექსპორტი განაპირობებდა, დიდწილად ავტომობილების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი ექსპორტი, კერძოდ კი ძვირფასი ლითონის მადნები, ნავთობი და ფეროშენადნობები. თავის მხრივ, იმპორტის კლება ძირითადად ავტომობილების იმპორტით იყო განპირობებული, რომელიც წლიურად 17.5%-ით შემცირდა, ექსპორტის 53.2%-იანი ზრდის პარალელურად. როგორც ადრეც აღინიშნა, ავტომობილებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი დროებითია და სამომავლოდ იმპორტის ზრდის ან ექსპორტის კლების არხით კორექტირდება. მაგალითისათვის, ჩვენი შეფასებით, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, ბოლო თვეების განმავლობაში სავაჭრო ნაკადების უცვლელ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, ავტომობილებით ვაჭრობის ჯამური დეფიციტი მიმდინარე წელს, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარით მეტი იქნებოდა.აღსანიშნავია, რომ, ავტომობილების გარდა, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის შემცირებას ძვირფასი ლითონები და ნავთობიც განაპირობებს. კერძოდ, ძვირფას ლითონებზე მსოფლიო ფასის მნიშვნელოვანი მატების პარალელურად, გაზრდილია ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლება, პირიქით, იმპორტის შემცირებას უწყობს ხელს. ამ ფაქტორების ერთობლივი ეფექტი, ჩვენი შეფასებით, 250 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.სავალუტო შემოდინებების სხვა კომპონენტების მხრივ, ფულადი გზავნილები ნოემბერში 13.1%-ით გაიზარდა, რაც ოქტომბრის 13.4%-ს მხოლოდ მცირედით ჩამორჩება. მიმდინარე წელს გზავნილების ზრდის ფაქტორები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ, აშშ-დან გზავნილების ზრდას როგორც გზავნილების რაოდენობა, ასევე გზავნილის საშუალო მოცულობა განაპირობებს. ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში კი, როგორებიცაა იტალია, საბერძნეთი და გერმანია, აშშ დოლარში გზავნილების ზრდა თითქმის მთლიანად ევროს გამყარებით არის გამოწვეული, რადგან ევროში გზავნილის საშუალო მოცულობა დიდწილად უცვლელია. მსგავსი ტენდენციაა რუსეთიდან გზავნილების მხრივაც.ამავდროულად, დეკემბერში მზარდია უნაღდო დანახარჯების დინამიკა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ხარჯების კუთხით, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შეფასებისთვის გამოიყენება. შიდა დანახარჯები შედარებით მცირედითაა გაზრდილი, ხოლო მიგრანტების ხარჯვა მეტნაკლებად უცვლელია.ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბრის მდგომარეობით მაღალ ნიშნულზე რჩება. აღნიშნული, რეინვესტიციების კლებასთან ერთად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან მოსალოდნელ შემცირებაზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დაახლოებით, მშპ-ის 3.5%-მდე შემცირდება. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ერთდროულად ხელს უწყობს ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკა და ოქროს ფასები ერთი მხრივ, და ნავთობის ფასებისა და ჯამურად იმპორტის კლება მეორე მხრივ, რაც საშუალოვადიან პერიოდში რთულად შესანარჩუნებელი კომბინაციაა. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2026 წელს მცირედით გაუარესდება და 5%-ს მიაღწევს.წმინდა სავალუტო შემოდინებებთან ერთად, სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს კვლავ დეპოზიტების ლარიზაციაც განაპირობებს. დღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, დეკემბრის მეორე კვირიდან ლარიზაცია ისევ გააქტიურებულია. ვინაიდან ლარიზაცია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენი შეფასებით, აქტიური ინტერვენციები დეკემბერშიც გრძელდება და, დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ს დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი აშშ დოლარი აქვს შეძენილი. შესაბამისად, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამური შესყიდვები 2.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ნოემბრის ბოლოსთვის სებ-ის სავალუტო რეზერვები შესაბამისობის ნორმის 100%-ს დაუახლოვდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ, ლარის მხარდამჭერი გარემოს შენარჩუნების პირობებში, ინტერვენციები გაგრძელდება. შესაბამისად, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება საბაზო სცენარი არ არის. მეორე მხრივ, ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007270-macro-update-georgia
1766573041
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
1766398689
ლაშა აბაშიძე: საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტური...
1766409272
Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძ...
1765440000
კვერცხის დეფიციტის რეალური მიზეზები – "კოდას" დამფუძნებლის განმარტება
1765444141
„რკინიგზა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია: შესაბამისად, ტვირთებსა და იმ...
1765808157













