ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #594
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, არსებობს შესაძლებლობები, რომ სინგაპურიდან დამატებითი ინვესტიციები იქნეს მოზიდული.„შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან. ამავდროულად, გვექნება შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, ისევე როგორც საფინანსო სექტორში. განსაკუთრებით მისასალმებელია ალბათ ჩანგის აეროპორტის ინტერესი საქართველოსადმი.აღინიშნა, რომ საქართველოს გამორჩეული ზრდის დინამიკა აქვს უშუალოდ ავიაციის სექტორში და მგზავრთნაკადისა და ტურიზმის სექტორის ზრდამ ზუსტად რომ განაპირობა მათი ინტერესი საქართველოსადმი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1784721268
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა სინგაპურის საინვესტიციო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.„ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი და ინტერესი გამოიწვია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და იმ განახლებულმა მოდელმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.„სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, შეხვედრა გაგვემართა ადგილობრივ და გლობალურ წამყვან ფინტექ კომპანიებთან, რომლებსაც წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა სინგაპურის საინვესტიციო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.„ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი და ინტერესი გამოიწვია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და იმ განახლებულმა მოდელმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
1784721154
მისივე თქმით, ეს პატარა ქვეყნები ბევრად უფრო აქტუალურნი არიან, ვიდრე დიდი ზომის ქვეყნები.„ჩემი აზრით, რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა და მისმა მოადგილემ განავრცეს, არის ბრწყინვალე აღწერა იმ წინსვლისა, რაც საქართველოში ხდება უკვე რამდენიმე წელია.ჩემი აზრით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბევრი არც იცნობს საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ეკონომიკური წარმატების ამბავი, ნიჭის ზეიმი და ქვეყნის აქტუალურობა ყველგან გავრცელდეს და უფრო დეტალურადაც იყოს მოყოლილი - განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის და კიდევ უფრო მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - სინგაპურსა და აზიის დანარჩენ ნაწილში. ეს იმიტომ, რომ ნამდვილად საოცარი ამბავია!როგორც უკვე აღვნიშნე შეხვედრაზე, ბევრ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის. ეს პატარა ქვეყნები ბევრად უფრო აქტუალურნი არიან, ვიდრე დიდი ზომის ქვეყნები. ამდენად, ნიჭის განვითარების შესაძლებლობა, ისევე როგორც კულტურათა დიალოგი და ცოდნის გაზიარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილად საოცარია!“, - აღნიშნა ნეილ ფარაქმა.
1784719962
მინისტრმა დაათვალიერა თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და ბაზარზე რეალიზაციის საკითხები განიხილა.„თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარება აგროსასურსათო სექტორის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის სწორად შენახვასა და ბაზარზე უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას. ამიტომაც, ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც აგროსასურსათო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე წარმოების ეფექტიანობას, რაც ქართველ ფერმერებს მეტ შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.შპს „აგროკლუბ ჯორჯია“ 2023 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2023 წელს კომპანიამ სამაცივრე მეურნეობის მოწყობისთვის 350 000 ლარის დაფინანსება მიიღო.კომპანიამ ასევე ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით 2023 და 2025 წლებში, სამაცივრე მეურნეობის განვითარებისთვის.2025 წელს, ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, „აგროკლუბ ჯორჯიას“ საერთაშორისო სტანდარტების - HACCP-ისა და ISO-ის დანერგვა და სერტიფიცირება 12 000 ლარით დაუფინანსდა.სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შედეგად, კომპანიამ შეძლო თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურის მოწყობა და საწარმოო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.მინისტრთან ერთად სამაცივრე მეურნეობაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
1784719696
Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად იმ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს, რომლებიც მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის მიმართულებით გამორჩეულ ინიციატივებს ქმნიან.შესაბამისად, ESG კატეგორიაში საუკეთესოს წოდება კი იმ ბანკებს ენიჭებათ, რომლებიც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მიმართულებებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებენ და ქვეყნის მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივებისა და მიღებული შედეგების შეფასების შემდეგ, Euromoney-ს ჟიურიმ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.საქართველოს ბანკისთვის მდგრადობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად აფართოებს მდგრადი დაფინანსების პორტფელს, ESG რისკებს აერთიანებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მხარს უჭერს საქართველოს დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას, ავითარებს ინკლუზიურ ფინანსურ პროდუქტებს და ნერგავს მდგრადი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკებს. ამ მიდგომით ბანკი ქმნის გრძელვადიან ღირებულებას მომხმარებლებისთვის, ინვესტორებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის.“ESG მიმართულებით Euromoney-ის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მიღება ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკისთვის მდგრადობა ბიზნესის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ეს აღიარება გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც გრძელვადიან ღირებულებას ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისა და ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.ინფორმაციისთვის, Euromoney Awards for Excellence უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით ავლენს და აჯილდოებს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც თავიანთ ბაზრებზე საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციურ მიდგომებს ნერგავენ.
1784719584
მინისტრმა დაათვალიერა მრავალწლოვანი ბაღები და 500 ტონიანი ტევადობის ხილის სამაცივრე მეურნეობა, გაეცნო კომპანიის საქმიანობას, წარმოების პროცესსა და ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებებს.„მნიშვნელოვანია, რომ ფერმერმა შეძლოს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება, არამედ მისი სწორად შენარჩუნება და უკეთესი პირობებით რეალიზაცია. სწორედ ამიტომ, მრავალწლოვანი ბაღების განვითარებასთან ერთად, აუცილებელია თანამედროვე შემნახველი ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ გაიზარდოს ფერმერების შემოსავალი, შემცირდეს დანაკარგები და ქართული პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართულმა აგროსექტორმა სათანადოდ უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს” , - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.შპს „აგროქართლი“ სახელმწიფო აგროპროგრამების ბენეფიციარია. კომპანიამ 2017 წელს სასოფლო-სამეურნეო თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ვაშლისა და ბლის ნერგები შეიძინა და მრავალწლოვანი ბაღების განვითარება დაიწყო.დღეს მეურნეობა მოიცავს ვაშლის 7 ჰექტარს, ატმის 5 ჰექტარს, ბლის 3 ჰექტარს და ვენახის 2,5 ჰექტარს. კომპანიას ასევე აქვს 500 ტონიანი ტევადობის ხილის სამაცივრე მეურნეობა.გასულ წელს შპს „აგროქართლმა“ მიიღო 250 ტონა ვაშლის, 20 ტონა ბლისა და 20 ტონა ყურძნის მოსავალი. წარმოებული პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.მეურნეობა სეზონურად 70-მდე ადამიანს ასაქმებს.მინისტრთან ერთად შპს „აგროქართლში“ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
1784719020
ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე ერთობლივ განცხადებებზე უარს ამბობენ
1784276745
ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - - სასამართლო ქ...
1783588846
როგორ გაგრძელდება ნათია ჯანაშიას და მისი ადვოკატის ურთიერთობა ცნობილი...
1783496389
ნათია ჯანაშია ივანიშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს
1784014973
"თხევადი გაზი ამ კვირაში 1.80 ლარამდე გაძვირდება“ - თხევადი გაზის იმპო...
1784026612













