ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #614
მისივე თქმით რეფორმები გრძელდება სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში და საკადრო და შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაციით დაზოგილი რესურსი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მას ყველაზე მეტი ფასი აქვს - ინფრასტრუქტურაში, განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.მინისტრმა აღნიშნა, რომ მეტ გენერაციასთან ერთად საჭიროა მეტი ინვესტიცია და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.„ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები. თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები - პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის სტაბილურ მუშაობას, რომლის უკანაც დგას ყოველდღიური რთული, პასუხისმგებლიანი და შეუმჩნეველი შრომა.დღევანდელი მსოფლიო სულ უფრო მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ვისაც ენერგია აქვს, შესაძლებლობა აქვს. ვისაც ენერგეტიკული უსაფრთხოება აქვს, მას მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებაც აქვს. ამიტომ ძლიერი ენერგეტიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს.bნიშნავს ეკონომიკას, რომელსაც შეუძლია განვითარება. ნიშნავს საქართველოს, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ რეგიონში საკუთარი სტრატეგიული როლი.ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ და ამ საქმეში თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი გამოცდილება და თქვენი პასუხისმგებლობა შეუცვლელია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1789656176
მისივე თქმით, პარალელურად მიზანია, ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდა და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულება.„ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს. დღეს სისტემას დაახლოებით 4780 მგვტ დადგმული სიმძლავრე აქვს, 3500 მგვტ აქედან ჰიდროენერგიაზე მოდის, შემდეგი კი მზე და ქარი გახლავთ, რომელიც დივერსიფიკაციის გამოხატულებაა ენერგეტიკაში. დღეს 312 მოქმედი აქტიური პროექტი გვაქვს, რომელიც 60000 მგვტ სიმძლავრეს გულისხმობს, საიდანაც 1530 მგვტ არის ჰიდრო, 2340 არის ქარი და 2090 არის მზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას მხოლოდ ერთი წყაროს განვითარებას არ დაუთმობს“, - აღნიშნა ფხალაძემ.
1789656046
მათივე ცნობით, სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.თორნიკე აფრიაშვილი პროფესიით ენერგეტიკოსია. მინიჭებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება ელექტროენერგეტიკის რეგულირების სფეროში, მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისა და ქსელური ინოვაციების, მათ შორის ჭკვიანი ქსელების (Smart Grid), მიმართულებით.თორნიკე აფრიაშვილი წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ტრანსფორმაციის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და მონაწილეობდა რეგიონული მარეგულირებელი ორგანოებისთვის საუკეთესო პრაქტიკების შემუშავებასა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში.
1789651916
საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ნაკრების მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს - „ქომაგობა არ ჩერდება“.25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. თუმცა, არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ.სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ მივა, მაშინ თავად ქალაქი იქცევა საგულშემატკივრო ტრიბუნად. თუ სტადიონი ჩუმადაა, ხმაურობს ქალაქი!საქართველოს ბანკის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების გულშემატკივრების ერთობლივი ძალისხმევით, მატჩის დღეს თბილისში, დინამოს მიმდებარედ. სპეციალური გულშემატკივართა ზონები მოეწყობა. ასე ფეხბურთის მთავარი ემოცია, ჟინი და ქომაგობა მხოლოდ დინამო არენაზე კი არა, თბილისის ქუჩებზეც გავრცელდება.გულშემატკივართა ზონები მოეწყობა ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ, თამაშზე ხმაურით შეაცილონ ნაკრები და შეახსენონ, რომ ქომაგობა სტადიონის კართან არ იწყება და არც მთავრდება, რომ ქომაგობას შეზღუდვები ვერ აჩერებს.„გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რამდენი ძალა აქვს ქართულ ქომაგობას“, - აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.მოდით, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით, ხმაურით და ჩვენს ნაკრებს ჩვენი მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო „ქომაგობა არ ჩერდება“.
1789651820
მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა, ასევე 3 ოქტომბერს გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესზე.ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების, ასევე რეგისტრაციის ვადების შესახებ. ისაუბრა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება.ცესკოს თავმჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, მათ შორის ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და რეგიონებში საგანმანათლებლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში საერთო ჯამში 5000 -ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე, მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია და ისაუბრა ცესკოს ახალი ვებგვერდის, disinfo.cec.gov.ge-ს, შესახებ, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა.საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
1789649405
Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური პრეზენტაცია 15 სექტემბერს გაიმართა. ინვესტორებმა პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს.Trump Tower Tbilisi კავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც Trump-ის ბრენდის ქვეშ ხორციელდება. 62-სართულიანი Trump Tower-ი თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება და მისი სიმაღლე 280 მეტრს მიაღწევს. კონცეფციაზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Gensler-მა იმუშავა.Trump Tower Tbilisi მასშტაბური პროექტის, Downtown Tbilisi-ს, ნაწილი და მთავარი სიმბოლოა. პროექტი თბილისის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს და მისი ჯამური ინვესტიცია $2 მილიარდს აღემატება. Downtown Tbilisi რეგიონში პირველი პრემიუმ უბანი იქნება, რომელიც ლუქს კლასის საცხოვრებელ სახლებსა და რეზიდენციებს, მაღალი კლასის სასტუმროს, პრემიუმ სავაჭრო და საოფისე სივრცეებს, რესტორნებს, გასართობ ობიექტებსა და ბიზნესცენტრს გააერთიანებს.„ვამაყობ, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილესი დეველოპერული პროექტი ხორციელდება. პროექტის ინვესტორების მთავარი ფინანსური პარტნიორი სწორედ ჩვენ ვართ - წლებია მათთან ერთად ვახორციელებთ მაშსტაბურ პროექტებს და ვაძლიერებთ ეკონომიკას თბილისსა და რეგიონებში.Downtown Tbilisi-ის ფარგლებში ქვეყანაში Trump-ის ბრენდი შემოდის - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაღალი კლასის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის. ასეთი პროექტები ხელს უწყობს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ინვესტორების ყურადღების ცენტრში.დღეს სამშენებლო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის 18%-ს ქმნის. თიბისისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს და ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ წლებია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ სექტორის განვითარებაზე და 42%-იანი წილით უძრავი ქონების სექტორის წამყვანი დამფინანსებელი ვართ”, - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორაციული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.“Trump Tower Tbilisi არ არის მხოლოდ კიდევ ერთი პროექტი - ეს არის მნიშვნელოვანი ნახტომი საქართველოს დეველოპერული სექტორის განვითარებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, დროს გავუსწროთ და The Trump Organization-თან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ქართული ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ეს იქნება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Downtown Tbilisi-ის პირველი თაუერი და პროექტი, რომელიც თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების გვერდით დააყენებს,“ - ილია წულაია, “არქი ჯგუფის” თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
1789646400
ნათია ჯანაშია გვიან მიხვდა დაშვებულ შეცდომებს
1789120137
ნათია ჯანაშიას ადვოკატები დამარცხებას აღიარებენ
1789374119
ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1788946407
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ი...
1789201558
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე - ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ა...
1788870480













