ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
მოკვლევა ჩატარებულია
მხოლოდ ღია წყაროებზე
დაყრდნობით და
გამჭვირვალობის უმაღლესი
სტანდარტების
შესაბამისად.სექტემბერში
გამოქვეყნდა „ბანკები და
ფინანსების“ ჟურნალისტური
მოკვლევა, რომელიც
ბრიტანულ-ქართული
აკადემიისა მინორიტარი
აქციონერისა და ყოფილი
დირექტორის ნათია
ჯანაშიას და მისი ქმრის
აქამდე გაუცხადებელ
ქონებას ეხებოდა. საუბარია,
თბილისში, ლისის ტბის
მიმდებარედ, ე.წ.
მილიონერების ახალ უბანში,
მაგნოლიას ქუჩაზე მდებარე
გრანდიოზულ სასახლეს,
რომლის ფართობიც 3820
კვადრატულ მეტრს შეადგენს.
სასახლე ცოლ-ქმრის
საკუთრებაშია და
გაფორმებულია დავით
ცეცხლაძეზე. მოკვლევის
შედეგად დადგინდა, რომ ეს
სასახლე ცოლ-ქმარს ღიად
არსად აქვთ
დადეკლარირებული.
გამოცდილი რეალტორებისა
და უძრავი ქონების
სპეციალიზებული
პლატფორმების
თანამშრომლების
ჩაღრმავებული
ინტერვიუირების
საფუძველზე დადგინდა
ასევე ჯანაშიას მაგნოლიას
გრანდიოზული სასახლის
დაახლოებითი სალიკვიდაციო
ღირებულებაც, რომელმაც 20 000 000
(ოცი მილიონი) ლარი
შეადგინა.ნათია ჯანაშიას
ქმრის სახელზე
რეგისტრირებულმა
მაგნოლიას გრანდიოზული
სასახლის აღმოჩენამ
მოკვლევის ახალ ეტაპზე
გადაგვიყვანა. კონკრეტული
საძიებო სისტემების
საშუალებით მივაგენით
ლისის ტბის სასახლესთან
შედარებით მომცრო ვილას,
რომელიც ნათია ჯანაშიას
მაგნოლიას გრანდიოზულ
სასახლეს ღირებულებითაც
ჩამოუვარდება, მაგრამ მისი
ღირებულება ასევე
რამდენიმე მილიონია.ნათია
ჯანაშიას მრავალრიცხოვან
ინტერვიუში, მის მიერ
კონტროლირებად
გამოცემებში ეს
ექსკლუზიური ვილა არსად
აქვს ნახსენები და
შესაბამისად, გაცხადებული
აქტივად არ არის
წარმოდგენილი. ვილა
ცოლ-ქმარს
გასაიდუმლოებული აქვს და
უახლოესი გარემოცვაც კი არ
არის ინფორმირებული ამ
აქტივის შესახებ. ვილა არ
ფიგურირებს
ჯანაშია-ცეცხლაძის უძრავი
ქონების
ჩამონათვალშიც.ექსკლუზიური
ვილა „კაჭრეთის
ამბასადორის“ სივრცეშია
განლაგებული, რაც ამ უძრავ
ქონებას ღირებულებას
ექსპონენციალურად მატებს.
მით უმეტეს, თუ
გავითვალისწინებთ სულ
ახლახანს გაცხადებულ
ფაქტს „ამბასადორის“
ტერიტორიაზე უნიკალური
ინფრასტრუქტურული
პროექტის - საავიაციო
სოფლის, სარეკრეაციო და
ტურისტულ სივრცეებისა და
აეროდრომის მშენებლობის
შესახებ. პროექტის
ღირებულება 15 მილიონი
დოლარია.ბანკები და
ფინანსების მკვლევრების
მიერ მოკვლეულია ვილის
მეპატრონე და დადგენილია
ექსკლუზიური ვილის
სავარაუდო
ღირებულება.ექსკლუზიური
ვილა „ამბასადორი
კაჭრეთის“ საუკეთესო
ლოკაციაზე 1 677 კვადრატულ
მეტრის მიწის ფართობზეა
განთავსებული. საკუთრივ
ნაგებობის ფართი 297,6
კვადრატული მეტრია.ვილა
„ბრიტანულ - ქართული
აკადემიის“ მინორიტარი
აქციონერის, ნათია
ჯანაშიას ოჯახის
საკუთრებაა. ოჯახმა იგი 2020
წლის ივლისში შეიძინა, მას
შემდეგ, რაც
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ 70% მიყიდა
ინვესტორს, ‘საქართველოს
განათლების ჯგუფს“ და 30
მილიონი ლარი მიიღო წილის
საფასურად. როგორც
„მაგნოლიას გრანდიოზული
სასახლის შემთხვევაში“,
აქაც აღნიშნული უძრავი
ქონების ოფიციალური
მფლობელი ნათია ჯანაშიას
ქმარი, დავით
ცეცხლაძეა.ვილა
ექსკლუზიური ხასიათისაა,
რამდენადაც
განთავსებულია, ვილათა
უმრავლესობისგან
განსხვავებით, მიწის
გაცილებით დიდ ნაკვეთზე.
მისი ექსკლუზიურობა,
დამატებით, იქედანაც
გამომდინარეობს, რომ იგი
კომპლექსის ცენტრალური
რეკრეაციული სივრცეების
(ამბასადორის დიდი აუზები,
სასადილო და საბანკეტო
დარბაზები, ჩოგბურთის
კორტები, გოლფის მოედანი და
სხვ) უშუალო სიახლოვეს
მდებარეობს.რაც შეეხება,
ვილის საბაზრო ფასს, -
რამდენადაც საუბარი
გვაქვს 1677 კვ.მეტრის მიწის
ფართობზე, ანუ კომპლექსში
განთავსებული ვილების
უმრავლესობისგან
განსხვავებით, გაცილებით
დიდ ფართობზე, ეს მის
საბაზრო ღირებულებას
უდავოდ ზრდის.ზოგადად,
კაჭრეთის ვილებში
კვადრატულის ფასი – $3500-დან
იწყება. მისი შემდგომი
ზრდა, როგორც აღინიშნა,
დამოკიდებულია კომპლექსის
ლანდშაფტში საკუთრივ
ვილის ლოკაციაზე, მიწის
ნაკვეთის სიდიდეზე და
როგორც ეზო-მიდამოს, ისე
ნაგებობის მოპირკეთებისა
და კეთილმოწყობის
ხარისხზე.ამ ფაქტორების
გათვალისწინებით, ნათია
ჯანაშიას ვილის
შემთხვევაში, მისი საბაზრო
ფასი კვადრატულთან
მიმართებით $ 4 000-ს სცდება და
შესაბამისად, მთლიანი
ღირებულება 5 მილიონ ლარს
აჭარბებს. ექსკლუზიური
ვილის ღირებულებაში
შესულია აგრეთვე მიწის
ღირებულებაც.ზოგადად,
„ამბასადორი კაჭრეთის“
კომპლექსი ერთ-ერთი
ყველაზე ძვირადღირებული
საცხოვრებელი და
რეკრეაციული სივრცეა
საქართველოში. რეალტორები
მას ერთ-ერთ საუკეთესო
ლოკაციად მიიჩნევენ, სადაც
უძრავ ქონებაში დაბანდება
უპირობოდ სარფიანი
გადაწყვეტილებაა.საპროექტო
ნახაზებიდან ჩანს, რომ
ნათია ჯანაშიას და მის
ქმარს ვილის ფართობთან
დაკავშირებით პრობლემები
შეექმნათ და
არქიტექტორებს მისი
გადიდება
დაუკვეთეს.შესაბამისად,
განაშენიანების ფართობი
და საცხოვრებელი ფართი
გაიზარდა ავტოფარეხისა და
საზაფხულო ფართის
ხარჯზე.მიწის (უძრავი
ქონების) საკადასტრო კოდი N
51.20.63.000.530„ამბასადორი
კაჭრეთის“ კომპლექსი
მდებარეობს კახეთში,
თბილისიდან დაახლოებით 80
კილომეტრში (1-1.5 საათის
სავალზე) და მასშტაბური,
4-ვარსკვლავიანი იშვიათი
საკურორტო სივრცეა, სადაც
მოწყობილია საერთაშორისო
სტანდარტების
პროფესიონალური გოლფის
მოედანი. იქვე ფუნქციობს
გოლფის აკადემია.
კომპლექსში განთავსებულია
ჩოგბურთის
კორტები,კალათბურთისა და
ფეხბურთის მოედნები,
ბოულინგის ცენტრი.
ბილიარდი და მაგიდის
ჩოგბურთი. ტირი
(მშვილდოსნობა / სროლა).
დამსვენებლებს და
მაცხოვრებლებს შეუძლიათ
ცხენით
ჯირითიც.კომპლექსის
მშვენებაა ღია და დახურული
აუზები, მათ შორის
ოლიმპიური ზომის აუზი და
სპა, ბარები და საბავშვო
ზონები.კომპლექსი მოიცავს
რამდენიმე კორპუსს
(ისტორიულ/ძველ და ახალ
თანამედროვე ფრთას) და
ვილებს, რომლებსაც
მესაკუთრეები იყენებენ,
როგორც საცხოვრებლად, ისე
იჯარის წესით
გაქირავებისთვის და
შემოსავლის
გენერირებისთვის.შეგახსენებთ,
ნათია ჯანაშია
„ბრიტანულ-ქართული
აკადემიის“ მინორიტარი
აქციონერია და წილის 30%-ს
ფლობს. მან 2019 წელს
„აკადემიის“ 70% გაყიდა
„საქართველოს განათლების
ჯგუფზე“. ამ გარიგების
ღირებულება 29,3 მილიონი ლარი
იყო. ეს თანხა, გარიგების
გაფორმებისთანავე, ორ
თანაბარ ნაწილად, საბანკო
ანგარიშებზე აესახათ
ნათია ჯანაშიასა და დავით
ცეცხლაძეს.ინვესტორის
გადაწყვეტილებით,
მომდევნო 5 წელი, ნათია
ჯანაშია და დავით
ცეცხლაძეს კვლავ თავად
უძღვებოდნენ აკადემიის
მენეჯმენტს. ამაში, ისინი
ჯამურად, წლიური ხელფასის
სახით, 1 მილიონ ლარს
იღებდნენ. შესაბამისად,
ცოლ-ქმარმა 5 წელიწადში 5
მილიონი ლარი მიიღო
ჯამაგირად.2024 წელს,
ხელშეკრულების ვადის
ამოწურვის შემდეგ,
ინვესტორმა ნათია
ჯანაშიას და დავით
ცეცხლაძეს აღარ გაუგრძელა
მენეჯმენტ-კონტრაქტი, რის
ფონზეც ნათია ჯანაშიამ
ქმართან ერთად ინვესტორის
წინააღმდეგ დავა
წამოიწყეს.ინვესტორის
მიერ „აკადემიაში“
ჩატარებული საერთაშორისო
აუდიტის თანახმად, რომელიც
დიდი ოთხეულის წევრმა
აუდიტორულმა კომპანიამ
განახორციელა, გამოირკვა,
რომ ნათია ჯანაშიას და
დავით ცეცხლაძის
მენეჯმენტის პერიოდში
დაფიქსირებულია
„აკადემიის“ კუთვნილი
განსაკუთრებით დიდი
ოდენობის სახსრების
გაფლანგვა/მიტაცების
შესაძლო ფაქტი.
გაფლანგვა/მიტაცების
მოცულობა 4 მილიონ აშშ
დოლარს აჭარბებს. აღნიშნულ
ფაქტთან დაკავშირებით,
ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურში
საქმე #092060925001 არის აღძრული
და გამოძიება
მიმდინარეობს.„ბანკები და
ფინანსები“ აგრძელებს
დაფარული და
გასაიდუმლოებული
აქტივების მოძიებას
საქართველოში და მის
ფარგლებს გარეთ და
დაინტერესებულ
საზოგადოებას
გამჭვირვალედ და ღია
წყაროებზე დაყრდნობით
მიაწოდებს დეტალურ
ინფორმაციას.
1793609291