ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #616
„ფინანსური განათლების ავტობუსი“ საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი პროექტია, რომელიც რეგიონების სკოლებში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა ცენტრებსა თუ სოფლებში მოსახლეობას საგანმანათლებლო რესურსებითა და ტრენინგებით უზრულველყოფს. პროექტში 130 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი.წლის განმავლობაში კი 180-ზე მეტი სასწავლო შეხვედრა გაიმართება. ახალი ინიციატივის წარდგენა ეროვნულმა ბანკმა 30 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამართა.პრეზენტაციის შემდგომ პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“, ბაზისბანკსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.“საქართველოს რეგიონებში ფინანსური განათლების გასავრცელებლად საგანმანათლებლო პროექტი „ფინანსური განათლების ავტობუსი“ იწყება. ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ბრენდირებული ავტობუსი რეგიონებისა და სოფლების მოსწავლეებს მოემსახურება. პროექტის მიზანია ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. „ფინანსური განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკისთვის გრძელვადიანი პრიორიტეტია“, — განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.ღონისძიებაზე შეჯამდა ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ პროექტზე, რომელიც წელს ბაზისბანკის მთავარი მხარდაჭერით განხორციელდა.ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. ბაზისბანკი, მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საინტერესო ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
1793799352
3 ნოემბერს SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი „ყაზმუნაიგაზის“ მმართველობის თავმჯდომარეს, ასხათ ხასენოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა 2024 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა შეაფასეს და ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვის გავლით, აქტაუს პორტიდან ტანკერებით ბაქოში გადააქვთ, საიდანაც ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ჯეიჰანის პორტამდე მიეწოდება.SOCAR-სა და „ყაზმუნაიგაზს“ შორის ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ძირითადი შეთანხმება 2022 წელს გაფორმდა. 2024 წლის მარტში მხარეებმა მიწოდების ეტაპობრივად გაზრდის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების მოცულობის წლიურად 2.2 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული.SOCAR-ის ინფორმაციით, 2026 წლის მარტისთვის აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის ჯამურმა მოცულობამ 4 მილიონ ტონას მიაღწია.
1793798467
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით, აღნიშნული საკითხი ყაზახეთ-ისრაელის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მე-10 სხდომაზე განიხილეს.სასურსათო კორპორაციის („სასურსათო კორპორაცია“ სს) მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სამატ ტენბაევმა ხაზი გაუსვა, რომ კორპორაცია მზადაა განიხილოს გრძელვადიანი კონტრაქტები 200 000-დან 500 000 ტონამდე სასურსათო ხორბლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებაზე, რომლებიც ისრაელის ბაზრის მოთხოვნებზე იქნება მორგებული.„ექსპორტის შემდგომი გაფართოებისთვის ლოგისტიკა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ყაზახური პროდუქციის ისრაელელ პარტნიორებამდე მიწოდების პოტენციურ მარშრუტებად შემოთავაზებულია აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი, ასევე — ალტერნატიული გზები, რომლებიც ბალტიის ზღვის პორტებს იყენებს“, — აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
1793797917
ავტომობილის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულად ცვდება. მაგალითად, საბურავების მდგომარეობაზე გავლენას ახდენს წნევა, ცვეთის ხარისხი და ასაკი. დაბალი წნევა აჩქარებს პროცესს და დაზიანების საფრთხეს ზრდის. თუ ცვეთა არათანაბარია, მიზეზი ზოგჯერ თვლების გეომეტრიას ან ბალანსირებასაც უკავშირდება.ასეთივე ყურადღება სჭირდება სამუხრუჭე სისტემას. ხუნდები და დისკები თანდათან ცვდება, ამიტომ მძღოლმა მათი მდგომარეობის ცვლილება ყოველდღიური მართვისას შეიძლება ვერ შეამჩნიოს. სწორედ ამიტომ პერიოდული შემოწმებისას სპეციალისტმა მხოლოდ ერთი დეტალი კი არა, სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტებიც უნდა შეაფასოს.თუ რამდენიმე ნაწილის შეცვლა ერთდროულად გახდა საჭირო, საერთო ხარჯიც იზრდება. ასეთ შემთხვევაში განვადებით შეძენის შესაძლებლობა მძღოლს საშუალებას აძლევს, საჭირო სამუშაო მხოლოდ ერთჯერადი ხარჯის გამო არ გადადოს. სხვადასხვა ავტონაწილის შერჩევა K-Motors-ის ონლაინ მაღაზიაში არის შესაძლებელი.ნაწილის არჩევისას მხოლოდ მისი ფასი არ უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შეესაბამება თუ არა ის კონკრეტულ ავტომობილს და რა მდგომარეობაშია თავად სისტემა, რომლისთვისაც დეტალს ვყიდულობთ.მაგალითად, აკუმულატორის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ავტომობილის მოთხოვნებთან შესაბამისობას. K-Motors-ში სხვადასხვა ტიპის აკუმულატორებია ხელმისაწვდომი, თუმცა შესაფერისი ვარიანტის შერჩევამდე საჭიროა ავტომობილის მონაცემების გათვალისწინება. მნიშვნელოვანია ელექტროსისტემის მდგომარეობის შემოწმებაც, რადგან პრობლემა ყოველთვის მხოლოდ აკუმულატორს არ უკავშირდება.საყურადღებოა ძრავის ზეთი და სხვა ტექნიკური სითხეები. მათი შეცვლის პერიოდი ავტომობილის მწარმოებლის მითითებებით უნდა განისაზღვროს. საცხებ-საპოხი მასალების არჩევისას კი აუცილებელია შესაბამისი მახასიათებლების გათვალისწინება, რადგან სხვადასხვა ავტომობილს განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ფაილში მოცემული რეკომენდაციის მიხედვით, სითხეების რეგულარული კონტროლი და დროული შეცვლა ძრავისა და სხვა სისტემების მოვლის ნაწილია.K-Motors-ის სერვისცენტრებში მსუბუქი და კომერციული ავტომობილებისთვის ნაწილების შერჩევა და დიაგნოსტირება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია მაშინ, როცა შემოწმების შედეგად რამდენიმე დეტალის შეცვლა ხდება საჭირო.ავტომობილის მოვლისას მთავარი მხოლოდ დაზიანებული ნაწილის გამოცვლა არ არის. მნიშვნელოვანია პრობლემის მიზეზის სწორად დადგენა, შესაბამისი დეტალის შერჩევა და სამუშაოს დროულად შესრულება. საჭირო ნაწილის შეძენის რამდენიმე გზა არსებობს, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, ავტომობილის აუცილებელი მომსახურება ხანგრძლივად არ გადადოს.
1793797836
„ქედის ღვინის ფესტივალი ეხმარება ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ ღვინის წარმოების განვითარებას, არამედ ხარისხზე ორიენტირებული მეღვინეობის გაძლიერებას, ადგილობრივი უნიკალური ჯიშებისა და ტრადიციების შენარჩუნებას, ახალი ბაზრების ათვისებასა და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ქედის ღვინის ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა, უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ აჭარის მეღვინეობის პოტენციალი, ადგილობრივი მწარმოებლები და ქართული ღვინის მრავალფეროვნება. მსგავსი ღონისძიებები, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერა, ღვინის ტურიზმის განვითარება და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა იყო. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 50-მდე მარნისა და მეღვინეობის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებმაც სტუმრებს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები გააცნეს.ფესტივალის სტუმრებისთვის მოეწყო ღვინის სადეგუსტაციო და თემატური სივრცეები, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოებთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული მეღვინეობის ტრადიციები და აჭარის კულტურული თავისებურებები.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გასტრონომიული მასტერკლასები, მომზადდა ღვინის თანმხლები ტრადიციული კერძები, მათ შორის, თონის პური, მწვადი, ჩურჩხელა და აჭარისთვის დამახასიათებელი კერძები. ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავდა ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ტრადიციული ცეკვების წარმოდგენებს, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილ გასართობ აქტივობებს.სომელიეების მიერ ჩატარებული დეგუსტაციის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული მეღვინეები, რომლებსაც სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.ქედის ღვინის ფესტივალზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
1793797548
ახალი მექანიზმის ფარგლებში, არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდვის აქტს თავად მყიდველი მხარე გამოწერს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან -https://eservices.rs.geელექტრონულ დოკუმენტში აისახება იგივე რეკვიზიტები, რასაც ითვალისწინებს არსებული მატერიალური ფორმის დოკუმენტი. მას ასევე დაემატა ანგარიშსწორების ფორმისა და ანაზღაურების მდგომარეობის მითითების შესაძლებლობა.მნიშვნელოვანი სიახლეა შესყიდვის აქტის ელექტრონულად დადასტურების მექანიზმიც, რომელიც მონაწილე მხარეს შესყიდვის ოპერაციის დადასტურების სამ ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს: მობილურ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის მყიდველისთვის მიწოდებას და მყიდველის მიერ მისი სისტემაში შეყვანით დოკუმენტის დადასტურებას; გამყიდველის მიერ მობილურ ტელეფონზე მიღებული ბმულის საშუალებით დოკუმენტის დადასტურებას; გამყიდველის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან დოკუმენტის დადასტურებას. ასევე, სიახლეა ის, რომ გადასახადის გადამხდელს ნებაყოფლობით შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული შესყიდვის აქტი არამეწარმე ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაშიც.ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია არაუგვიანეს საქონლის შესყიდვის დღის შესაბამისი თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ხოლო მისი დადასტურება, ან უარყოფა - ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.შესყიდვის აქტის გამოწერა საჭირო არ არისშემდეგ შემთხვევებში: თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ისეთ ქონებას, რომლის საკუთრების უფლება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება. მაგალითად, ბინას, მიწას, ან ავტომობილს; თუ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ ოპერაციაზე უკვე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ან საგადასახადო დოკუმენტი; თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ხე-ტყეს, რომელზეც მოქმედებს ხე-ტყის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვის სპეციალური წესი. ახალი ელექტრონული შესყიდვის აქტი მარტივად იქნება ინტეგრირებადი საბუღალტრო პროგრამულ სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებას, დოკუმენტების გაციფრულებასა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.განხორციელებული სიახლის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალის https://www.rs.ge/Meetingsspace - „შეხვედრების სივრცე“ - დახმარებით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.სასურველი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით - „RS ჩათი“, ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299.
1793797064
ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია
1792667760
ნათია ჯანაშია 20 მილიონიან გრანდიოზულ სასახლეზე შეკითხვებს არ პასუხობს
1792661403
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...
1793178394
ნათია ჯანაშია უმდიდრეს ქართველ ქალთა ათეულში - ვინ იყო ინვესტორი
1793175663













