ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #624
1770363900
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროგრამები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ერთობლივი ინიციატივები განიხილეს.შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენდა. მხარეებმა იმსჯელეს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას მოხმარდება.„წელს საქართველოში ორი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას მოითხოვს. ახალი დაცული ტერიტორიების განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უკვე მზად არის და მალე მთავრობას წარვუდგენთ კომპლექსურ წინადადებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.მხარეებმა ასევე იმსჯელეს სოფლის მდგრადი განვითარების მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწათსარგებლობის პროგრამებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციური ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო სისტემების ინტეგრირების შესაძლებლობებს.შეხვედრაზე განიხილეს ტყის ხანძრების მართვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს უკავშირდება.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნარჩენების მართვის საკითხებზე, მათ შორის პლასტმასის, ელექტრონული და ტურიზმთან დაკავშირებული ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე. მინისტრის განცხადებით, პლასტმასის გამოყენების შემცირება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.დაგლას უებმა ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ შეთანხმებული მუშაობა მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტიანად მოახდინონ რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა.„ჩვენ გვაქვს შეთანხმებული და მკაფიო ხედვა, რაც ქმნის საფუძველს, ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფონდების, რესურსების მობილიზაცია და თქვენი პრიორიტეტების მხარდაჭერა“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე ზურაბ ეზუგბაია და UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე ესწრებოდნენ.
1770381906
Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც დასკვნითი ტურისთვის მოემზადებიან. შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.olyinfo.geOLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე გაიმართა.თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბი ერთიანი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალი თაობას საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ტექნოლოგიებში პირველი ნაბიჯები გადადგან.ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. ჰაბი, ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.თიბისი, ჰაბის გენერალური პარტნიორი, განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს, ამიტომ ბრენდი სისტემურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.
1770374547
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 4 - ქვემო ქართლის, 10 - კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 2- გურიის, 5 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი და 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.სამართალდარღვევებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 3 ფაქტი, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
1770374391
ანგარიშის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა და გეოპოლიტიკური რისკები აიძულებს ქვეყნებს ოქრო კვლავაც „უსაფრთხო თავშესაფრად“ აღიქვან.2025 წლის დეკემბერში ცენტრალურმა ბანკებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საჯარო წყაროების მეშვეობით 19 ტონა ოქრო შეიძინეს. ამით წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვების საერთო რაოდენობა 328 ტონამდე გაიზარდა.მონაცემების თანახმად, პოლონეთი 102 ტონით პირველ ადგილზეა.მას მოსდევენ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები. სიაში მესამე ადგილზე აზერბაიჯანია 53 ტონა ოქროთი.ოქროს ყველაზე დიდი რაოდენობით შემძენი ქვეყნების სია:1. პოლონეთი – 102 ტონა2. ყაზახეთი – 57 ტონა3. აზერბაიჯანი – 53 ტონა4. ბრაზილია – 43 ტონა5. თურქეთი და ჩინეთი – 27 ტონა
1770372232
მისი თმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ინოვაციურ სტარტაპ საზოგადოების განვითარება წარმოადგენს.„ჩვენ, მრავალი წელია, სხვადასხვა მეთოდებით მხარს ვუჭერთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას: შემოგვყავს ქვეყანაში გლობალური აქსელერატორი, გვაქვს დაფინანსების პროექტები სტარტაპებისთვის. მათ განვითარებასთან ერთად საჭირო გახდა, დამატებით მხარდამჭერი მექანიზმები შემოგვეღო. სწორედ ამას გულისხმობს ახალი საგადასახადო რეჟიმი ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის“, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.მისივე განმარტებით, აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნები საკმაოდ მაღალია, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის მხარდამჭერი მექანიზმი, რაც ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოჰყვება.ავთანდილ კასრაძის განცხადებით, სტატუსის მინიჭების და მასთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადის 0%-იანი განაკვეთის ამოქმედების ძირითადი მიზანი ინოვაციაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებაა ადრეულ ეტაპზე, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.„პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული სტარტაპ პროექტი. მას მოზიდული უნდა ჰქონდეს კერძო ინვესტიცია, მინიმუმ, 100 ათასი ლარის ოდენობი, ან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი, მინიმუმ, 150 ათასი ლარის გრანტის ოდენობით. თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, სტარტაპი უკვე მიიღებს საქართველოს მთავრობისგან ინოვაციურ სტატუსს, რაც გულისხმობს პირველი სამი წელი აბსოლუტურად ნულოვან საშემოსავლო გადახდის რეჟიმს, რაც არის უპრეცენდენტო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ქართული სტარტაპების სწრაფად განვითარებას, რომ გავიდნენ გლობალურ ბაზარზე და ამით უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
1770369874
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა, შესაძლებელია, იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება.ამასთან, ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან ფასნამატების შემცირების მიმართულებით გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
1770369613
სიმართლე ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ მიმდინარე დავაზე – ნათია ჯ...
1769505956
20 000 სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური...
1769415900
„აგროჰაბის“ დამფუძნებელი: ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდ...
1769165002
2026 წელს იტალიაში SOCAR-ის ბრენდის ქვეშ 25 ახალი ავტოგასამართი სადგურ...
1769159908
„თეგეტა“ ტექნოლოგიურ პორტფელს აფართოებს - კომპანია GeoGPS ჰოლდინგის შ...
1769167440












