„ბანკები და ფინანსები“ აგრძელებს მოკვლევას, რომელიც კონკრეტული პირების აქტივების დაფარული ნაწილების აღმოჩენასა და მათი ღირებულების დადგენას ეხება.
კვლევა ტარდება ღია წყაროებზე დაყრდნობით და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. კვლევის ამ ეტაპზე იკვეთება, რომ “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქცინერის, ნათია ჯანაშიას აქტივები, რაც მინიმალისტური გათვლებით უკვე შეადგენს 80 მილიონ ლარზე მეტს, უახლოეს მომავალში, საგრძნობლად გაიზრდება და შესაძლოა, 100 მილიონ ლარსაც მიაღწიოს.
“ბანკები და ფინანსების” მკითხველმა უკვე იცის, რომ ნათია ჯანაშია და მის მეუღლე, დავით ცეცხლაძე ლისის ტბის მიმდებარედ ფლობენ “მაგნოლიას” გრანდიოზულ, 3 820 კვადრატული მეტრის 4 სართულიან ფეშენებელურ სასახლეს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 20 მილიონი ლარი მაინც არის. ისიც ცნობილია, რომ ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ აღნიშნული აქტივი იმ პერიოდში შეიძინეს და განავითარეს, როცა “აკადემიის” ინვესტორის გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით “აკადემიის” მენეჯმენტს განაგებდნენ და ამაში წლიურად, ერთობლივად, ხელფასის სახით 1 მილიონ ლარს იღებდნენ.
სავარაუდოდ, იმავე პერიოდის შენაძენს უკავშირდება მიმდინარე მოკვლევის საგანიც.
მოკვლევა, ამ ეტაპზე აჩვენებს, რომ შესაძლოა, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე საქართველოში კიდევ ერთი ფეშენებელური, რამდენიმე მილიონის ღირებულების, ვილის მეპატრონეები აღმოჩნდნენ.
მოკვლევა დასასრულს უახლოვდება, ზუსტდება მთელი რიგი ისეთი დეტალები, როგორებიცაა შესყიდვის დრო, ვილის კონკრეტული მახასიათებლები, მისი მიმდინარე საბაზრო ღირებულება და სხვა.
“ბანკები და ფინანსების” მკვევრებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ამ და კიდევ სხვა საინტერესო დეტალების თაობაზე საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალშივე გახდება.
შეგახსენებთ, ახლახან “ბანკები და ფინანსების” მოკვლევის საფუძველზე, ცნობილი გახდა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას საკუთრებაში არსებული “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლის შესახებ.
სასახლის მასშტაბები უპრეცედენტოა. უპრეცედენტოა ასევე მისი ინფრასტრუქტურაც, რაც მათ შორის, მოიცავს შენობის შიგნით განთავსებულ მინი ფეხბურთის სტანდარტული ზომის მოედანს, 16 ადამიანზე გათვლილ თანამედროვედ აღჭურვილ კინოთეატრს, ბოულინგის დარბაზს, აკვადისკოთეკის სივრცეს და სხვა ფეშენებელურ სივრცეებს.
ნათია ჯანაშიას საკუთრებაში არსებული ამ აქტივის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მისი ქონება და აქტივები, უკვე არა 60, არამედ მინიმუმ 80 მილიონ ლარად არის შეფასებული.
იკვეთება, რომ კიდევ ერთი ძვირადღირებული აქტივის დაფიქსირების შემდეგ ნათია ჯანაშია, პრაქტიკულად, მიჯრით მიუახლოვდება ქართველთა შორის 100 მილიონი ლარის მფლობელთა პირველ 100-ეულს, რომელთა შესახებაც “ფორბსის” ქართული რედაქცია საზოგადოებას პერიოდულად მოუთხრობს ხოლმე.













