უკრაინამ დრონების მეშვეობით რუსეთის ქალაქ სტავროპოლში რადიოელექტრონული ქარხანა „სიგნალი“ დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, შეტევა გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა.

მედიის ცნობით, ქარხანა „სიგნალი“, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, სხვადასხვა სახის რადიოელექტრონული ბრძოლის ელემენტების, რადიოლოკაციური და რადიოსანავიგაციო აპარატურის წარმოებაზეა ორიენტირებული. ის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე მუშაობს.