"პირველების" ინფორმაციით, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში ფინანსური პოლიცია იყო შესული.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული, თითქმის 4 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დალუქულია სამი კომპანია. ჩხრეკისას ამოიღეს - დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობები.
როგორც "პირველებს" ყვებიან, ჩხრეკა დაახლოებით 3 საათზე დაიწყო. ფინანსური პოლიცია სამ კომპანიაში ერთდროულად და მოულოდნელად შევიდა.
ასევე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს კომპანიის ყველა თანამშრომელი, მათ შორის, მომსახურე პერსონალიც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მათგანს პირადი მობილური ტელეფონებიც ჩამოართვეს.
"პირველების" ინფორმაციით, ფინანსური პოლიცია კომპანიებში: TIG, BOS SELF, MAGIC TRAVELS შევიდა.
წყარო "პირველებს" აწვდის ინფორმაციას, რომ გამოძიება სავარაუდოდ ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე მიმდინარეობს.
ფინანსური პოლიციის შესვლას გვიდასტურებენ ბიზნეს ცენტრშიც. თანამშრომლის თქმით, ჩხრეკის შემდეგ წაღებულია კომპიუტერები.
კი იყო გუშინ შემოსული ფინანსური პოლიცია, სხვა დანარჩენი დეტალები ჩემთვისაც არ არის ცნობილი. არაფერი არ ვიცით ამჟამად, ერთადერთი ტექნიკა იყო გატანილი, სხვა დანარჩენი, არაფერი არ ვიცით.
სხვადასხვა კომპანიებია ბიზნესცენტრში შემოსული. არა არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს ჩვენ [ქოლცენტრთან დაკავშირებით].
დიახ [ელექტრონული ტექნიკა, ლეპტოპები და კომპიუტერები წაიღეს].
არა [ჩემთვისაც არანაირი კითხვა არ დაუსვამთ].
ალბათ სამი-ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა [ჩხრეკა].
დიახ [დალუქულია ოფისები]. ფინანსურმა პოლიციამ დალუქა," - განაცხადა ცენტრის თანამშრომელმა.
გლობალური უძრავი ქონების სერვისებისა და ინვესტიციების სააგენტოს ცნობით, რომელიც ბიზნესცენტრში მდებარეობს, მათ ოფისში ფინანსური პოლიცია არ ყოფილა და სხვა კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
ჩვენს ოფისში უშუალოდ არ იყვნენ, შესაბამისად არ ვიცით, ჩვენთვის არანაირი ი8ნფორმაცია არ მოუწოდებია თვითონ პოლიციას. იყვნენ ჩვენს ბიზნესცენტრში, ჩვენ ოფისში არა. არ ვიცი [რომელ ოფისებში იყვნენ]. არა [არ ვიცი რას საქმიანობენ დანარჩენი კომპანიები]. ერთადერთი ვიცი ერთი არის ტურისტული, დანარჩენი არ ვიცი," - განაცხადეს სააგენტოში.
ამ დროისთვის, ლაშა პაპაშვილის კუთვნილ შენობაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
ბიზნესმენი მის კუთვნილ ბიზნესცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კითხვებს არ პასუხობს.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, გუშინ, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა, თუმცა მალევე მედიას აცნობეს, რომ დაანონსებული განცხადების გაკეთება გადაიდო.
tvpirveli.ge