ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია - აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე გამოცემა „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში 2026 წლის 13 მარტს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ რიგგარეშე კრების შედეგებს გამოეხმაურა.
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 30%-იანი აქციონერის ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომელიც აქციონერთა კრების დეტალებს ეხებოდა, გასაჯაროვდა ამავე კრების დეტალები. კერძოდ, განხილული იყო შემდეგი საკითხები: ახალ კანონთან ბრიტანულ-ქართული აკადემიის სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის საკითხი, რათა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა და 1 აპრილამდე, ანუ კანონით დადგენილ ვადამდე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ხელახალი რეგისტრაცია დასრულებულიყო და ბრიტანულ-ქართული აკადემიის შემდგომი განვითარებისა და უკვე გაცხადებულად დაინტერესებული მოსწავლეების მოზიდვის მიზნით, მაჟორიტარი აქციონერის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ბრიტანული აკადემიის კაპიტალში შეტანის საკითხის განხილვა, მხარეთა შორის წარსულში შეთანხმებულ ფასად და წესით.
როგორც ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებული განცხადებაშია მითითებული, მისი მხარე იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების მიღების წინააღმდეგ წავიდა, რითაც უარი განაცხადა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ რეგისტრაციის გაგრძელებაზე და საფრთხის წინაშე დააყენა მოსწავლეები. ნათია ჯანაშია გავრცელებულ განცხადებაში თავად წერს: „იმ შემთხვევაში, თუ რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი არ აღმოიფხვრება, სკოლას ემუქრება რეგისტრაციის არათუ შეჩერება, არამედ გაუქმება, რაც სკოლის ლიკვიდაციის საფრთხეს ქმნის“.
გიორგი კაპანაძე უაღრესად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ნათია ჯანაშიას მხარემ არ დაუჭირა მხარი სკოლის მომავალს და განვითარებას.
აფბას ხელმძღვანელი აღწერს, თუ რა მდგომარეობაშია აკადემია ამ უმძიმესი ნაბიჯის გამო. „ნათია ჯანაშია გაცნობიერებულად მიდის სასტიკი გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შეგნებულად აზიანებს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“. სკოლას სრულად შეეზღუდა საბანკო ანგარიშების მართვა, თანხების განკარგვა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები. „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ საოპერაციო საქმიანობა, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
გიორგი კაპანაძის აზრით, ბრიტანულ-ქართული აკადემიის გადარჩენა ამ შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაში მხოლოდ „საქართველოს განათლების ჯგუფს“ შეუძლია.
„ბრიტანულ-ქართული აკადემია“, რადგან მისი ლიკვიდაცია ნათია ჯანაშიას და მის მეუღლეს სურს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, არ უნდა დაიხუროს. დარწმუნებული ვარ „საქართველოს განათლების ჯგუფი“ ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ აკადემიამ გააგრძელოს საქმიანობა და სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ჯანაშია-ცეცხლაძის საქციელის გამო არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას“, - ამბობს კაპანაძე.













